ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლანჩხუთში ქართველ ვეტერანთა დღე აღინიშნა

ლანჩხუთში ქართველ ვეტერანთა დღე აღინიშნა
19-10-2016, 00:00

სწორედ ამ დღეს მიეძღვნა ის ღონისძიებანი, რომელიც ლანჩხუთის სპორტულ ცენტრში (დირექტორი გაგა იმნაიშვილი) გაიმართა. ცურვასა და ჭადრაკში გაირკვა გამარჯვებულები და პრიზიორები. ჭადრაკში წარმატებულები აღმოჩნდნენ _ რვა წლამდე ასაკში: მარიამ სარიშვილი - პირველი ადგილი, ლიზი ზენაიშვილი _ მეორე ადგილი, დავით ჩხაიძე - მესამე ადგილი. ათ წლამდე ასაკში მიხეილ აფხაზავამ პირველი ადგილი დაიკავა, თენგიზ სტურუამ - მეორე, ხოლო ლევან კომახიძე მესამეზე გავიდა. 12 წლამდე ასაკში ნინო ჯარმელიშვილი - პირველი ადგილი, მარიამ ხიტირი - მეორე ადგილი, ნინო ჯანაშიამ - მესამე ადგილი დაიკავა. ცურვაში გამოვლიდნენ გამარჯვებულები: ვაჟებში დავით ოთხმეზური (ბატერფლანი), დავით სულაბერიძე, ლუკა მორჩილაძე, ილო ქათამაძე (კროლი). შერეულ ცურვაში გოგონები ანი ბზეკალავა, ანი გურგენაძე. ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავჯდომარე ია ჩხაიძე, გამგეობის სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი თამარ ფირცხალაიშვილი, განყოფილების ხელმძღვანელები: პაატა ურუშაძე და ქეთი ებრალიძე, მთავარი სპეციალისტი ირმა ხურციძე. მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამარჯვებულთათვის პრიზები დააწესა. ლანჩხუთელ ვეტერანთა კურატორის, შოთა ფირცხალაიშვილის თქმით, მომავალ წელს უფრო მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება ამ დღესტან დაკავშირებით. `წელს შეიძლება ითქვას, რომ ყოველივე მოკრძალებული იყო, თუმცა ჩვენ რამდენიმე საინტერესო ღონისძიება შევთავაზეთ საზოგადოებას. ვეტერანების ღვაწლი არის უდიდესი და ძალიან სასიამოვნოა, რომ ამის შეძლებისაგვარად დაფასება ხდება. წელს ლანჩხუთში დოღიც მოეწყო, რომელიც 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს გაიმართა. მომავალში ვფიქრობთ, რომ ვეტერანის დღე ერთი დღით არ შემოიფარგლოს. ამისთვის ბიუჯეტში თანხებია გასათვალისწინებელი და იმედი მაქვს რომ ასეც იქნება. ალბათ, 27 სექტემბერს, ჯვართამაღლება დღეს ისევე გაიმართება დოღი და სხვადასხვა ღონისძიებებიც ჩატარდება ეტაპობრივად, რომლის კულმინაციაც იქნება 17 ოქტომბერი, ქართველი ვეტერანის დღე~ _ გვითხრა ბატონმა შოთამ.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები