ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რა გადაწყვიტა ოზურგეთის სასამართლომ?!

რა გადაწყვიტა ოზურგეთის სასამართლომ?!
25-04-2016, 00:00

გამოცემული ბრძანება სასამართლო დავის საგანია. დაახლოებით 2 წლის წინ ამირან გიგინეიშვილმა საკრებულოს წევრებზე პრემიალური თანხა გამოწერა, რომელიც საკრებულოს მაშინდელ წევრებს დღესაც არ მიუღიათ. მაშინ აღმასრულებელი ხელისუფლება განმარტავდა, რომ ბიუჯეტში თანხები არ იყო და შესაბამისად პრემიებს ვერ გასცემდნენ. უფრო მეტიც, სასამართლოს მიმართეს და ამირან გიგინეშვილის მიერ გამოცემლი ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ გიგინეიშვილის ბრძანება კანონიოერად სცნო. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ოზურგეთის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა იქაც იგივე განაჩენი გამოცხადდა. ჯერი მიდგა აღსრულებაზე, მაგრამ გამგეობა თანხის ჩარიცხვას არ ჩქარობდა. კიდევ ერთი სარჩელი შევბიოდა სასამართლოში, რომლითაც გიგინეშვილის ბრძანების აღსრულებას ითხოვდნენ. როცა სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინა, ცნობილი გახდა საკრებულო უკვე ახალი თავმჯდომარის გიორგი ხელაძის ბრძანება, რომელიც გიგინეიშვილის მიერ გამოცემულ ბრძანებას ბათილად აცხადებდა. ვინაიდან ახალი გარეომებვა გამოჩნდა საქმეში პროცესი ისევ გაგრძელდა. რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მორიგი გადაწყეტილება მიიღო და ხელაძის მიერ გამოცემული ბრძანება არასწორად მიიჩნია.,,ჰო და არასთან საუბარში საკრებულოს ყოფილი თავკაცი ამირან გიგინეიშვილი ამბობს, რომ ეს მოსალოდნელიც იყო, უბრალოდ ხელისუფლება ცდილობს, პროცესი გაწელოს: ,,მოგეხსენებათ უკვე კარგა ხანია, რაც დავა მიმდინარეობს. ჩემს მიერ იყო გამოცემული ბრძანება, რომელიც სრულიად კანონიერად გამოვეცი. ის ითვალისწინებდა საკრებულოს წევრების წახალისებას და ამის სრული უფლება მქონდა. როცა ბრძანება გამოვეცი, შესაბამისი თანხა ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო და აქედან გამომდინარე დროულად უნდა მომხდარიყო მისი აღსრულება, რაც სამწუხაროდ დღემდე არ მომხდარა. 3–ჯერ მოვიგეთ სასამართლო. ბოლოს გამგეობის იურისტებმა წარმოადგინეს გიორგი ხელაძის მიერ გამოცემული ბრძანება, რომელიც ჩემს მიერ გამოცემულ ბრძანებას აუქმებდა. ეს იყო პირდაპირ პოლიტიკური შეკვეთა, რომელიც გოგი ხელაძეს, ამ პატიოსან კაცს შეასრულებინეს. ძალიან ცუდი მრჩევლები დაურჩა საკრებულოს თავკაცს. თუმცა, ჩვენ ისევ მოვიგეთ პროცესი და ხელაძის ბრძანება გაუქმდა. ეს ყოველივე არის ძალიანა არადემოკრატიული. ამ ლოგიკით თუ გავყვებით, შეიძლება ხელაძის ყველა გამოცემული ბრძანება, რომელიც პრემიების გაცემას ითვალისწინებდა, შემდგომმა თავმჯდომარემ გააუქმოს. ეს არის ძალიან არასერიოზული მიდგომა. რა გამოდის, უკან მიატანინებენ ფულს დეპუტატებს?! ეს ყოველივე ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება დრო გაწელონ, რაც არ გამოუვათ. ჩვენ ახლა კიდევ ერთ სარჩელს შევიტანთ, ალბათ, რომლის გაკეთებაც ნამდვილად არ გვინდოდა, მაგრამ გვაიძულეს. როცა ჩემი ბრძანება გამოიცა, მას შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, ყველა ნაცდურ დღეზე მოვითხოვთ თანხას. ეს საკმაოდ სოლიდური იქნება. უკვე ამის წინააღმდეგ ვეღარ წავლენ, რადგან თუ უარს იტყვიან, ეს თანხა უფრო გაიზრდება. ამიტომ იძულებულები გახდებიან, აღასრულონ.,,

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები