ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რეიზაა საჭირო `ფეისბუქი~ _ `აჯანყებული გურულის~ ფიქრები თოვლიან ამინდში

რეიზაა საჭირო `ფეისბუქი~ _ `აჯანყებული გურულის~ ფიქრები თოვლიან ამინდში
29-01-2016, 00:00

ვარ ჩემთვის ქალაქის ცენტრში და ვითვლი რამდენი ფიფქი ცვივა ციდან. ბავშვობის საყვარელი სიმღერიდან ფრანგმენტი ამეკვიატა ამ ბოლო დროს: `თეთრი ციდან ფიფქი ცვივა, გვირილების ხელაო~, აბა, ტაში, ჩქარა ტაში... სურათს იღებს ყველაო~. ეს ბოლო ჩემი მიმატებულია და რატომაც ამას მალვე მოგახსნებთ. მანამდე ჩვენი ქალაქის ქუჩების მდგომარეობაზე გეტყვით ოდიოდე სიტყვას. მართალია, საკმაოდ მაღალი ვარ, მაგრამ ჩემი თვალსაწიერი მხოლოდ რამდენიმე ქუჩას წვდება და რასაც ჩემი თვალით ვხედავდი ამ დიდთოვლობის დროს იმაზედ (ეს უკვე ილიასეულად გამომივიდა) მოგიყვებით რამდენიმე სიტყვას. დავიწყებ იქიდან, რომ თოვლი მოსალოდნელი იყო ახალი წლის დღეებში და ამაზე ამინდი.გე მთელი 25 დღით ადრე წერდა. პირველში ძალიან გავიხარეთ, 2 მთლად უკეთესი იყო, მაგრამ 3-ში მოსულმა დიდმა ნალექმა პირველი პრობლემები უკვე შექმნა. ღამის საათებში გაიწმინდა ქალაქის ცენტრი და მოძრაობა ასე თუ ისე შესაძლებელი გახდა. რასაც ვერ ვიტყვით ფეხით მოსიარულეებზე. ისეთი წყალი იდგა ირგვლივ, რომ ბოტების გარეშე, `გურულად~ ვალინკებს რომ ვეძახით, ვერსად გადაადგილდებოდი. გავიდა რამდენიმე დღე და ჩემი ლანჩხუთი ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. აქა-იქ მომღიმარი სახეები და ლარის კურსის გადამკიდე ისევ გაძვირებული ცხოვრება. ბოლო დღეებში თოვლმა თავი ისევ შეგვახსენა. ამხელა თოვლი სიმართლე გითხრათ ჩემს ქალაქში შორეულ 1985 წელში მახსოვს. ითოვა, ითოვა და როგორც იქნა გამოჩნდა გზის გამწმენდი ტრაქტორი. პაწა კი შეაგვიანდა, მარა ხომ გაგიგონიათ `სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო~. თოვლმა ცოტათი მეც შემაშინა. გვარიანად დათოვლილი ვიყავი, მაგრამ კაი სანახავი ვყოფილვარ და მთელი `ფეისბუქი~ აუჭრელებიათ ჩემი ფოტოებით. თავში ვთქვი, `სურათს იღებს ყველაო~. მართალია, აი ამბავი. ამ თოვლმა ყველა პოზიორობის ხასიათზე დააყენა. მნიშვნელობა არ აქვს, დიდი კაცია, პატარა თუ უბრალოდ უგზოობით შეწუხებული ადამიანი. შემდეგ ეს ყველაფერი ქვეყნდება `ფეისბუქზე~, ნახულობს სხვა და მლიქვნელები (თუ უბრალოდ მედროვეები) დიდ კაცებს `აზიარებენ~, `ლაიკებს~ უწერენ, რათა კეთილგანწყობა მოიპოვონ, უბრალო ადამიანებს კი შედარებით ნაკლები პოპულარობა აქვთ. ასეა, თოვლსაც თავისი `ჩვენებები~ აქვს. ზოგს საკუთარი თავისთვის პრემია ემეტება, დილის 5 საათამდე ვიმუშავეო, ზოგი კიდევ უშეშობას ჩივის, თუ არ გამეიდარა რა მეშველებაო. ასეა, კარგია გაწმენდილი გზები, მაგრამ ამაში ათასი მადლობის გადახდა რა საჭიროა ვერ გამიგია. აბა, ხელისუფლება იმისთვისაა, რომ გაჭირვების დროს მომეხმაროს, თვარა კაი სუფრასთან სადღეგრძელოს თქმას და ქება-დიდებას ბევრი ფიქრი რომ არ უნდა, ყველამ ვიცით და აი, გურულებს არც გვესწავლება.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები