იქვე ახლოს, ლევან გოგუაძის მაღაზია მდებარეობს, სწორედ მის გვერდით კიდევ ერთი ჭაა, რომელიც ღიაა და ისეთი პირი უჩანს, თითქოს სტუმარს ელოდება. რამდენიმე დღის წინ კიდეც ჰყოლია სტუმარი. ერთ-ერთ მოქალაქეს ღამის სიბნელეში ვერ შეუმჩნევია უთავოდ დარჩენილი ჭა და მისი ულებლიე ვიზიტორი გამხდარა. `სანამდე უნდა ვიყოთ ამ საშიშროების წინაშე. ვის ეკუთვნის ეს ჭები იქნება გაგვაგებინონ. 50 მეტრში 2 ჭაა და ორივე სახურავის გარეშეა. ერთი ბიჭი ჩავარდა ამას წინათ, კიდევ კარგი არაფერი მოუტეხია. სანამ ვინმე არ დასახიჩრდება, მანამდე ვიყოთ ასე და ვუცქიროთ რა მდგომარეობაც არის. ბავშვები დარბიან ირგვლივ, ვინმე რომ ჩავარდეს, პასუხისმგებლობა ვის დავაკისროთ?! ხშირად იძახიან, ბოლო წლებში იმდენი ფული შემოვიდა ლანჩხუთში ინფრასტრუქტურა უფრო და უფრო მოწესრიგებული ხდებაო. სადაა მერე?! ქალაქს მიხედვა უნდა, მარტო გამგეობის წინ გაკეთებული შადრევანი და დაგებული ქვაფენილი არ კმარა,~ _ გვითხრეს ღიად დატოვებული ჭების შორიახლოს მცხოვრებლებმა. მართლაც, მდგომარეობა საკმაოდ საგანგაშოა. მით უფრო მაშინ, როდესაც საკმაოდ ხშირია ჭის შორიახლოს დიდი მანქანების გაჩერება. ეს ჭები კი ტროტუარზე არის. როცა მანქანით გზა შევსებულია, ფეხით მოსიარულეები საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდნენ. განსაკუთრებით ღამით. მართალია, განათებები ჩართულია ირგვლივ, მაგრამ დიდი ავტომობილების გადამკიდე უთავოდ დატოვებული ჭა თითქმის არ ჩანს და შეიძლება მასში ნებისმიერი გამვლელი აღმოჩნდეს. თვეების წინ კლინიკა `მედალფასთან~ ახლოს, იქ სადაც ბენზინგასამართი სადგურის სარეკლამო ბანერია გამოკრული უთავოდ დატოვებული ჭა გამვლელებს `უხმობდა~. `ჰო და არაში~ გამოქვეყნებული წერილის შემდეგ ჭას როგორც იქნა მშველელი გამოუჩნდა და ის უკვე საფრთხეს აღარ წარმოადგენს. სანამ შესაბამისი სამსახურები ბედის ანაბარად მიტოვებული ჭებს მიხედავენ, მანამდე ადგილობრივებმა მცირედი გამოსავალი იპოვეს და მასთან რამდენიმე დიდი ქვა დადეს, რათა გამვლელთა უსაფრთხოება დაიცვან.
განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 0