ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ქალაქის ცენტრში არსებულ ჭა პირველ სტუმარს~ ელოდება?!

ქალაქის ცენტრში არსებულ ჭა პირველ სტუმარს~ ელოდება?!
26-09-2016, 00:00

ავერსის კლინიკის მიმდებარედ არსებულ ღია ჭაზე ისაუბრა. დეპუტატმა სკოლის დაწყებაც ახსენა და ხელისუფლების წარმომადგენლებს პრობლემის აღმოფხვრისკენ მოუწოდა. გუშინ სკოლა დაიწყო და ბავშვებს უწევთ ამ ტერიტორიაზე გავლა. ქალაქის ცენტრალურ ადგილზე ვსაუბრობ. უკვე დღეებია იქ არსებული საკანალიზაციო ჭა ღიაა, შეიძლება ტრაგედია დატრიალდეს. ვინმე ყურადღება მიაქციოს ამ ფაქტს და პრობლემა მოაგვაროს~ _ განაცხადა საკრებულოს ბოლოს სხდომაზე დეპუტატმა. 16 სექტემბრის შემდეგ 10 დღე გავიდა და 26 სექტემბერს დეპუტატმა ჰო და არას ჟურნალისტთან ერთად გადაწყვიტა მოენახულებინა ის ადგილი, რომლის შესახებაც სხდომაზე გააკეთა განცხადება. წამოდით და ვნახოთ, როგორ ხდება იმ საკითხების მოგვარება, რომელსაც დეპუტატები სხდომებზე ვაყენებთ ხოლმე. თავადაც ხედავთ, რომ წინ წასულა საქმე. ღია ჭაში ჯოხი ჩაუდიათ, რომელზეც იატაკის საწმენდი ტილო დაუმაგრებიათ, მაცნე იმისა, რომ აქ ჭაა და ფრთხილად იყავითო. აი, ასე გვარდება მარტივად ხოლმე პრობლემები~, _ გვითხრა ქალბატონმა დარეჯანმა. მართლაც, ავერსის კლინიკის მიმდებარედ არსებული ჭა ისევ ღიაა და მხოლოდ იასამნისფერი ნაჭერი მიგვანიშნებს, რომ სდექ!!!

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები