ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ჰო და არაში გამოქვეყნებული წერილის შემდეგ ქალაქის ცენტრში მდებარე ჭას ხუფი დაახურეს

ჰო და არაში გამოქვეყნებული წერილის შემდეგ ქალაქის ცენტრში მდებარე ჭას ხუფი დაახურეს
6-10-2016, 00:00

რომ ქალაქის ცენტრში მედალფას კლინიკასთან მდებარე ჭა თავსახურის გარეშე იყო დარჩენილი და არსებობდა საშიშროება, რომ ვინმე უბედური შემთხვევის მსხვერპლი გამხდარიყო. აღნიშნული იფორმაცია საკრებულოს ბოლოს სხდომაზე დეპუტატმა დარეჯან ბურჭულაძემ გააკეთა. შემდეგ ქალაბტონმა დარეჯანმა მონიტორინგიც განახორციელა ჟურნალისტთან ერთად პრობლემის გაჟღერებიდან 10 დღის შემდეგ. წამოდით და ვნახოთ, როგორ ხდება იმ საკითხების მოგვარება, რომელსაც დეპუტატები სხდომებზე ვაყენებთ ხოლმე. თავადაც ხედავთ, რომ წინ წასულა საქმე. ღია ჭაში ჯოხი ჩაუდიათ, რომელზეც იატაკის საწმენდი ტილო დაუმაგრებიათ, მაცნე იმისა, რომ აქ ჭაა და ფრთხილად იყავითო. აი, ასე გვარდება მარტივად ხოლმე პრობლემები~, _ გვითხრა ქალბატონმა დარეჯანმა. მართლაც, ავერსის კლინიკის მიმდებარედ არსებული ჭა ისევ ღიაა და მხოლოდ იასამნისფერი ნაჭერი მიგვანიშნებს, რომ სდექ!!! – ამის შესახებ ჩვენი გაზეთი 28 სექტემბრის ნომერში წერდა. რამდენიმე დღეა, რაც ჭას ხუფი დაუკეთეს. გამგეობის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში, რომელიც 3 ოქტომბრის თარიღდება ვკითხულობთ: ლანჩხუთში "მედალფას" კლინიკის წინ მდებარე სახურავის გარეშე დარჩენილი ე.წ. საკანალიზაციო ჭა, რომელიც კომპანია "სილქნეტის" საკუთრება იყო, დღეს უკვე კომპანიის მიერვე შეკეთდა და დაყენდა ახალი ხუფი. უნდა ითქვას, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისმა სამსახურმა რამდენჯერმე წერილობით მიმართა აღნიშნულ კომპანიას, რათა პრობლემა მოეგვარებინათ. ამ მიმართვებმა შედეგი გამოიღო და როგორც ხედავთ, ჭა დახურულია. გუშინ ჰო და არას ქალბატონი დარეჯანი კიდევ ერთხელ შეეხმიანა და გვითხრა: თქვენთან გამოქვეყნებული წერილის შემდეგ, ჭას ხუფი დაახურეს და კარგია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა პრობლემა მოაგვარესო.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა