ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეირაღებული პირის შეჭრის გამო, წერეთლის 12 ნომერში მდებარე შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეირაღებული პირის შეჭრის გამო, წერეთლის 12 ნომერში მდებარე შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
20-11-2020, 18:52

წერეთლის 12 ნომერში მდებარე შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ეს არის შენობა, რომელში განთავსებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაშიც შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.
წერეთლის 12 ნომერში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სის" შენობასთან, სახანძრო მანქანაც არის მობილიზებული.
როგორც ამ ეტაპისთვის ცნობილია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 მძევალი იმყოფება.
შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები.

განყოფილება: ---
გადასვლები: 957
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა