ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ყველა მძევალი თავისუფალია, თავდამსხმელი მიიმალა

22-10-2020, 07:04

ბოლო სამი მძევალიც თავისუფალია. რამდენიმე წუთის წინ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "კბილებამდე შეიარაღებულმა" მამაკაცმა ყველა მძევალი გაათავისუფლა, თავად კი მიმალვა შეძლო.
ამ დროისთვის უცნობია კონკრეტული ადგილი, სადაც თავდამსხმელმა მძევლები გაათავისუფლა. სად იმყოფება ახლა საზოგადოებისათვის საშიში პირი, უცნობია.

გაქცეული პირი ხელყუმბარით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით არის შეიარაღებული, მას თან აქვს თანხა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ გადასცა. თავისუფალია პოლიციელი ავთანდილ გალდავაც. მას ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.
ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა შს სამინისტრომ სადაც წერია, რომ " სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს"

გადასვლები: 1 191
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა