ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რა მიზეზით უჩინარდებიან ადამიანები საქართველოში

რა მიზეზით უჩინარდებიან ადამიანები საქართველოში
2-10-2017, 07:42

ძირითადი გარემოებები ასეთია: •გაუჩინარებული პირის ფსიქიური დაავადება•ალცჰეიმერის დაავადება•ჯანმრთელობის მდგომარეობა•ოჯახური პრობლემები კონფლიქტები•წინასწარ განზრახვით ნათესავებთან კავშირის გაწყვეტა•საზღვარგარეთ გამგზავრების შემდგომ გაურკვეველი მიზეზით გაუჩინარება•სტიქიური უბედურება•საომარი მოქმედებები•ტურისტული მოგზაურობალაშქრობა•მიუსაფარ ბავშთა და საოჯახო ტიპის სახლებიდან ბავშვების გაქცევა და სხვა.რაც შეეხება რეგიონების მიხედვით უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა რაოდენობას, მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2012 წლიდან 2017 წლის ივნისის მონაცემებით, ყველაზე მეტი, 347 პირი თბილისშია დაკარგული. დანარჩენი მონაცემი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს რეგიონების სამმართველოებიდან მოგვაწოდა, ასე გამოიყურება:მთავარი სამმართველო - 2012 წლიდან 2017 წლის 30 ივნისამდე იძებნებოდა 347 პირი, აქედან იპოვეს 261, იძებნება 86. ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო - იძებნებოდა 119 პირი, მოიძებნა 90კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო - ზემოთ აღნიშნულ პერიოდში ძებნა გამოცხადდა 68 ადამიანზე, მოიძებნა 46 პირი.შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო - იძებნებოდა 83 პირი, მოძებნეს 43.სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო - იძებნებოდა 20, მოიძებნა 16.გურიის სამხარეო მთავარი სამმართველო - 2012 წლიდან 2017 წლის 30 ივნისამდე იძებნებოდა 14 პირი, მოიძებნა 12.მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო - იძებნებოდა 23, მოიძებნა 16 პირი.იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო სამმართველო - აღნიშნულ პერიოდში ძებნა გამოცხადდა 192-ზე, მოიძებნა 136.სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო - იძებნებოდა 116 პირი, მოიძებნა 88 ადამიანი.

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა