ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი 425 ინფიცირებული თბილისში გამოვლინდა

20-10-2020, 15:24

კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი 425 ინფიცირებული თბილისში გამოვლინდა, იმერეთში 372 ინფიცირებულია, აჭარაში – 193. რაც შეეხება სხვა რეგიონების მონაცემებს, როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გურიაში 21 შემთხვევა დადასტურდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 27, ქვემო ქართლში -53, შიდა ქართლში -64, მცხეთა-მთიანეთში- 18, კახეთში-3, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში -9, ხოლო სამცხე-ჯავახეთში ასევე 9 შემთხვევა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიური შემთხვევა არის 10182, მათ შორის 2817 პირი მკურნალობს საავადმყოფოში, საიდანაც თბილისში 1383 პირი ირიცხება, ხოლო აჭარაში 488.“აქედან მძიმე 341 პაციენტია, მათ შორის 172- თბილისში, აჭარაში- 69. ხელოვნული სუნთქვის აპარატზე, დღეის მდგომარეობით, გვყავს 75 პირი. მათ შორის თბილისში 49, ხოლო აჭარაში -10. 1672 პირი განაწილებულია კოვიდსასტუმროში, საიდანაც 1079 არის აჭარაში, ხოლო 449 -თბილისში. 5670 ადამიანი ბინაზე გადის მკურნალობის კურსს. საკარანტინე სივრცეში დღეის მდგოამროებით გვყავს 4726 პირი, აქედან თბილისში განაწილებულია 1005, აჭარის რეგიონში -2337, თვითიზოლაციაში 21962 პირი იმყოფება, მათ შორის თბილისში 3 798, აჭარაში 8 821, იმერეთში 3 369”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 721
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა