ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

უკრაინა, რუსეთი, ირანი... - რომელი ქვეყნებიდან ითხოვენ თავშესაფარს საქართველოში 2023 წელს

17-07-2023, 11:15

2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში თავშესაფრი 515 ადამიანმა ითხოვა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მი­ე­რ გამოქვეყნებული მიგრაციის სტატისტიკიდან ირკვევა.მიმდინარე წლის მე-2 კვარტა­ლში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებულ მოქ­ალაქეთა რაოდენობა 224 იყო, პირ­ველ კვარტალში კი 291. შესა­ბამისად, ჯამში მიმდინარე წლის 6 თვეში კი ეს რიცხვი - 515-ს შეადგენდა.
შსს-ს ინფორმაციით, გასულ 2022 წელს ჯამში 1 473 განა­ცხადი იყო რეგისტრირებული.
რაც შეეხება ქვეყნებს, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებ­ლე­ბით საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად ყველაზე მეტი - 104 მოქალაქე უკრაინიდან დარეგისტრირდა.,,ბიზნესპრესნიუსი" გთ­ავ­აზობთ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლის მოქალაქეებმაც 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართვე­ლ­ოში თავშესაფარი ითხოვეს:
უკრაინა - 104 მოქალაქე
რუსეთი - 49 მოქალაქე
ირანი - 93 მოქალაქე
თურქეთი - 72 მოქალაქე
ინდოეთი - 17 მოქალაქე.

განყოფილება: ---
გადასვლები: 400
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა