ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ციფრების მიღმა მდგომი რეალობა

26-08-2020, 11:31

 საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.3 პროცენტი შეადგინა. ამ ციფრების მიღმა კი სულ სხვა რეალობა დგას კორონა პანდემიის შემდეგ სამსახური თვითდასაქმებულთა დიდმა ნაწილმა დაკარგა, მათ შორის არიან ახალგაზრდები და საშუალო ასაკით თვითდასაქმებული მოსახლეობა, ისიც ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში 45 წლის ზემოთ მოქალაქეს დასაქმების ყველაზე ნაკლები შანსი აქვს. გამოკითხვებიც გვიდასტურებენ, რომ საქსტატის მონაცემებს რამდენიმეჯერ სჭარბობს უმუშევრობის რაოდენობა. ჩვენი რეგიონის და რაიონის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, გაცილებით მეტი ადამიანია ახლა რაიონში დაუსაქმებელი, ვიდრე იყო შარშან. ეს ფაქტია, მათ შორის დიდია ახლაგაზრდობის წილი.,,საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის II კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.7 პროცენტი შეადგინა. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით როგორც ქალაქის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში უცვლელი დარჩა. დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით.“ციფრები ასეთია, რეალობა კი უფრო მძიმე. დასაქმება ყველაზე დიდი პრობლემაა და განსაკუთრებით უჭირს იმ ხალხს ვისაც საპენსიო ასაკი ჯერ კიდევ არ შესრულებია.
,,2020 წლის II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 48.6 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით გაცილებით დაბალია. 2020 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში გაზრდილია 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით“.
,,უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია როგორც ქალებში ისე კაცებში, შესაბამისად 1.8 და 0.1 პროცენტული პუნქტით.
აქტიურობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2020 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 54.8 პროცენტს, ხოლო კაცებში 74.1 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში შემცირებულია 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.6 პროცენტული პუნქტით.
2020 წლის II კვარტალში დასაქმების დონე ქალებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.4 პროცენტული პუნქტით“
იმის აღიარება, რომ უმუშევრობა წინა წელთან შედარებით გაიზარდა 1.8 და 0,1 პროცენტით რეალობას მოკლებულია, თუმცა წინა წელს როგორიც იყო უმუშევრობის დონე, არც ეს ციფრებია რეალობასთან ოდნავადაც კი ახლოს.
ციფრები და სტატისტიკა იქეთ იყოს და ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ უმუშევრობა მძვინვარებს ქვეყანაში და ბიუჯეტი ვეღარ იტანს პარტიულ ნიშნით დასაქმებულთა მრავალრიცხოვან არმიას. არა მგონია ვინმეს სჯეროდეს, რომ საქართველოში უმუშევრობის დონე ასეთი მცირე მაჩვენებლით განისაზღვრება, რასაც საქსტატი ამბობს. მთავარ პრობლემად რჩება ზემოთ აღნიშნული თემა და სხვა ყველაფერი აქ ზედმეტია.
        მაია კუკულაძე

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 913
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა