ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ჰო და არაში~ გამოქვეყნებული წერილის შემდეგ ჭადარი მოჭრეს

ჰო და არაში~ გამოქვეყნებული წერილის შემდეგ ჭადარი მოჭრეს
22-05-2017, 00:00

`უნდა ნახოთ ქარიან ამინდში რა საშიშროების ქვეშ ვართ. ხე ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, სპეციალისტების დასკვნაც არსებობს, რომ ის არის მოსაჭრელი, მაგრამ არავინ გვაქცევს ყურადღებას. ერთ წელზე მეტია, ჩვენს მიერ დაწერილი წერილები, რომელიც გამგეობაშიც არის გაგზავნილი, მხოლოდ წერილებად რჩება. მართალია, მოვიდნენ და გვითხრეს, რომ მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა, მაგრამ ისიც დასძინეს, რომ ფინანსები არ გვაქვს და შესაბამისად, ვერც მოვჭრითო. ხის მოსაჭრელად 1000 ლარი ყოფილა საჭირო. როცა ეს ხე წაიქცევა და აქაურობას ფუნგად აქცევს, მერე რამდენი 1000 ლარი იქნება საჭირო რეაბილიტაციისთვის. ეს ადგილი ქალაქის ცენტრალური პარკის ნაწილია. აქ ბავშვები ხშირად თამაშობენ. ღმერთმა ნუ ჰქნას, მაგრამ უბედურება რომ დატრიალდეს, პასუხი ვის მოვთხოვოთ?!~ _ ასეთი გახლდათ მათი პოზიცია. როგორც ჰო და არასთვის~ გახდა ცნობილი, არსებული ხე უკვე მოჭრილია და მოსახლეობას სარფთხეს ვეღარ შეუქმნის. მეოთხე კი არა, პირველი ხელისუფლება თქვენ ყოფილხართ. ერთ წელზე მეტია ვითხოვდით ამ პრობლემნის მოგვარებას და მხოლოდ მას შემდეგ მოგვარდა, რაც თქვენს გაზეთში გამოქვეყნდა ამის თაობაზე. მადლობა ჰო და არას~ ჩვენ დახმარებისთვის~ _ ასეთი შინაარსის სატელეფონო შეტყობილება შემოვიდა გუშინ ჩვენი რედაქციის ოფისში.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები