მიმდინარეობს. ქალაქსა და სოფლებში კვლავ ფუნქციონირებს სტიქიასთან ბრძოლის შტაბი. არსებული ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ორაგვეში ურუშაძეების ოჯახს მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. ლანჩხუთის გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა არაერთხელ გაგზავნა ტრაქტორი, გზის გაწმენდა დიდი თოვლის გამო ტექნიკამ ვერ შეძლო. გუშინ დილით მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში „კამაცუს“ ტიპის ტრაქტორი შევიდა და გზის გაწმენდა დაიწყო. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ადგილზე დაათვალიერა მიმდინარე სამუშაოები. მას ადგილობრივებმა მადლობა გადაუხადეს. თავის მხრივ, გამგებელმა მადლობა გურიის გუბერნატორ გია სალუქვაძეს გადაუხადა.`ჰო და არას~ ინფორმაციით, ზაზა ურუშაძემ გუშინ საღამოს ქალაქის ქუჩები დაათვალიერა. `რამდენიმე ქუჩა (თბილისის, კოსტავას, კვირკველიას, ბარათაშვილის, გორგასლის) სრულად გაწმენდილია, რამდენიმეზე (დუმბაძე, წმ.ნინო, მშვიდობის) მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. გამგებლის დავალებით, `გრეიდერი~ ქალაქის ქუჩებში ღამითაც იმუშავებს, რათა გაუწმენდავი არ დარჩეს ქალაქის ერთი ქუჩაც კი~ _ აცხადებენ გამგეობის პრესსამსახურში. `ჰო და არას~ ინფორმაციით, გუშინ საღამოსთვის ქალაქში რიგი ქუჩები ჯერაც გაუწმენდავი გახლდათ.რა თქმა უნდა, კვლავ პრობლემაურად რჩება მდგომარეობა ლანჩხუთის სოფლებში, სადაც ასევე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, თუმც დიდთოვლობის გამო სამუშაოების შესრულება გართულებულია.როგორც გუშინ საღამოს ლანჩხუთის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ელექტროენერგიის მიწოდება მთელ მუნიციპალიტეტს აღუდგა. `ენერგო-პრო ჯორჯიაში~ აცხადებენ, რომ გურიაში აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება: `ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა მთელი ღამის განმავლობაში და უამინდობის გამო გათიშული აბონენტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ელექტროენერგია მიეწოდება ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტსაც. დიდთოვლობის გამო, გადაადგილება საკმაოდ გართულებულია; სამუშაოების ოპერატიული და ეფექტური წარმოებისთვის, ხშირ შემთხვევაში კომპანიის თანამშრომლებს დაზიანების ადგილამდე ფეხით უწევთ მისვლა. აღდგენითი სამუშაოების საწარმოებლად მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა~ _ აცხადებენ კომპანიაში.
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0