ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

`ქალაქში რომ ეს მდგომარეობაა, ზემო სოფლებში რაღა იქნება?!~

`ქალაქში რომ ეს მდგომარეობაა,  ზემო სოფლებში რაღა იქნება?!~
6-01-2016, 00:00

, რომელსაც შემდეგი კომენტარი ჰქონდა: `სრული ქაოსი ლანჩხუთის ცენტრში. დღის პოზიტივი ძაღლია, რომელიც ზრუნავს მოქალაქეებზე~ რა თქმა უნდა, ფოტოს სხვადასხვა სახის გამოხმაურებაც მოჰყვა. ლანჩხუთელ ნაციონალთა თავკაცი კახა ასკურავა `ოპოზიციურ~ კითხვას სვამს _ ქალაქში რომ ეს მდგომარეობაა, უფრო ზემოთ რა იქნება, წარმომიდგენიაო. მას `პოზიციური~ პასუხი დაუკომენტარეს: `ეს ფოტო გადაღებულია შუა დღეზე, მას შემდეგ, რაც ასფალტზე მიყინული თოვლი გრეიდერმა ვერ აიღო დილით, ხოლო შუდღეზე დადნა. რაც მახსოვრობა მაქვს, კომუნისტების დროიდან მოყოლებული, ქუჩებში თოვლის დადების და მერე დნობის პროცესი ასე მიდის. თქვენ დროს რა, ასფალტზე მიყინულ თოვლს, რომელსაც გრეიდერი ვერ იღებდა, ფენით ალღობდით?~ლანჩხუთის საკრებულოს ექს-თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილი `ვისაც არ სჯერა~, იმათ ონლაინ-ლინკს სთავაზობს, თუ რა მდგომარეობაა ქალაქში: `ცენტრალური გზატკეცილი რომ არაა გაწმენდილი, მარილი რომ არაა დაყრილი, უკვე ენა აღარ მიბრუნდება, რომ სოფლის შიდა გზების გაუწმენდაობაზე ვილაპარაკო. ყველა სოფელს ჰყავს ტრაქტორი. უბრალოდ, გაეტარებინათ მაინც, რომ მერე მანქანებს ნაკვალევზე გაევლო. თუ გაწმენდილია ცენტრალური მაგისტრალი, აგერ ლანჩხუთის ცენტრი ნახეთ ონლაინ~ _ წერს ის. ლანჩხუთის გამგეობის პრესსამსახურში `ჰო და არას~ განუცხადეს, რომ სპეციალური შტაბი, რომელსაც გამგებელი ზაზა ურუშაძე თავკაცობს, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. `რთულ უბნებში მიმდინარეობს ცენტრალური და შიდა სასოფლო გზების წმენდითი სამუშაოები. სპეციალური ტექნიკით იწმინდება გზები: მამათის, აცანის, აკეთის, ლანჩხუთის, მაჩხვარეთის, ლესის, ნინოშვილის და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში. გრძელდება დაზიანებული ელექტროგაყვანილობის შეკეთების სამუშაოები. დაზიანებულ უბნებზე ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება. საამისოდ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დამატებითი ბრიგადებია ჩამოსული~ _ აცხადებენ გამგეობაში.ბოლო ინფორმაციით, გუშინ საღამოს, ა(ა)იპ ტექსერვისმა საწვავით უზრუნველყო ინდ.მეწარმე ლევან ჩხაიძის კუთვნილი ტრაქტორები, რომლითაც მიმდინარეობს ქალაქის გაწმენდა.

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები