ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სუფსის საბავშვო ბაღის სახურავი ავარიულია!!!

სუფსის საბავშვო ბაღის სახურავი ავარიულია!!!
1-02-2016, 00:00

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები კვლავაც მიმდინარეობს. შესაბამისად მუშაობას განაგრძობს შტაბი, რომელსაც გამგებელი ზაზა ურუშაძე ხელმძღვანელობს. როგორც გამგეობის პრესსამსახურში აცხადებენ, შტაბმა განიხილა არსებული მდგომარეობა და მიიღო გადაწყვეტილებები დიდთოვლობის სალიკვიდაციო ღონისძიებების სწრაფად განხორცილების მიზნით. შეიქმნა ჯგუფები, რომლებიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამოწმებენ დაზიანებულ ობიექტებს. გუშინდელი ინფორმაციით, დაზიანებული იყო ორ ათეულამდე სახლი. `18 ოჯახს დაუზიანა თოვლმა სახურავი. ვადგენთ აქედან რამდენია სოციალურად დაუცველთა ბაზაში. სპეციალური კომისია ადგილებზე მუშაობს და დასურათებას ახდენს. სრულყოფილ მონაცემებს ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავაგზავნით და მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლება დაზუსტებით იმის თქმა, რა ფორმით შევძლებთ ამ ადამიანების დახმარებას. ერთი რამის თქმა დარწმუნებით შემიძლია _ ხელისუფლება უყურადღებოდ არავის დატოვებს~ _ აცხადებს ზაზა ურუშაძე.დაზარალებულთა შორისაა აფხაზეთის ომის გმირის, ნიკა იმნაძის ოჯახიც. `დიდთოვლობამ ოჯახს პრობლემა შეექმნა, საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩაინგრა, რის გამოც ოჯახი დახმარებას საჭიროებდა. გამგებლის ინიციატივით, სოფელში ა(ა)იპ `ტექსერვისის~ რვა კაციანი ბრიგადა გაემგზავრა და სახურავი შეაკეთა. ბრიგადამ სახლისკენ მიმავალი გზაც გაწმინდა და ეს პრობლემაც მოაგვარა. ნიკა იმნაძე სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენითაა დაჯილდოებული~ _ ვკითხულობთ პრესსამსახურის განცხადებაში.`ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორეთში მოსახლეობა მეხუთე დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი~ _ წწწ.გურიისმოამბე სოფლის მაცხოვრებელთა პოზიციასაც ავრცელებს: `ამდენი დღეა ვითხოვთ, რომ გზა გაიწმინდოს. მეტრონახევარი თოვლია სოფელში და ახლა წვიმის იმედად ვართ. დღეს გამოუშვეს ტრაქტორი და გაწმენდის მაგივრად უარესი ქნა, 10 ადამიანი ვიდექით ქუჩაში და ვუყურებდით, რომ გზა კი არ იწმინდებოდა, იტკეპნებოდა თოვლი. ისეთი ნიჩაბი ეკეთა, ვერც გაწმენდდა გზას. სოფლის დეპუტატიც ჩვენთან იყო. რამდენჯერ დარეკა, სხვა ტექნიკა გამოგვიგზავნეთო, მაგრამ ვინ გვაქცევს ყურადღებას? ტრაქტორმა გზა ვერ გაწმინდა, გაფუჭდა და უკუსვლით იარა ჩოჩხათამდე. არავის არ აინტერესებს, ხალხი რა დღეში ვართ. ორი მიცვალებული გვყავს სოფელში, რა ვუყოთ, არ გავასვენოთ? იქნებ, ცუდად გახდა ვინმე და სასწრაფო დასჭირდა, უნდა მოკვდეს უყურადღებობით?~ ამ ფაქტზე გამგებლის წარმომადგენელელი ჩოჩხათში რევაზ ფაცურია აცხადებს, რომ სოფელში შექმნილი პრობლემა დღეს დილისთვის მოგვარებული იქნება.: `იყო სოფელში დღეს ტექნიკა გამოგზავნილი, მაგრამ ვერ გაწმინდა გზა. ხორეთი მაღალმთიანი სოფელია და ადგილებიც ისეთია, სპეციალური ტექნიკაა საჭირო. ამ საღამოს შემოიყვანეს საჭირო ტექნიკა და ხვალ დილიდან უკვე მოგვარებული იქნება პრობლემა. არც მიცვალებულების დაკრძალვაზე შეექმნება ოჯახებს პრობლემა, რადგან ისინი ცენტრთან ახლოს ცხოვრობენ, სადაც გზა ისედაც გაწმენდილია. ძალიან დიდი თოვლია და ამიტომ გაძნელდა გაწმენდითი სამუშაოები~ _ აცხადებს რევაზ ფაცურია. ლანჩხუთის გამგეობის ინფორმაციით, ზემო აკეთში მეწყერი ჩამოწვა და რამდენიმე ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა. როგორც გამგებლის წარმომადგენელმა მანუჩარ ღლონტმა განაცხადა, დილიდან მუშობდა შესაბამისი ტექნიკა და ამ დროისთვის გაწმენდილია გზა, რომელიც აკეთს აცანის ადმინისტრაციულ ერთეულთან აკავშირებს. დიდთოვლობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სუფსის საბავშვო ბაღს, რომლის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. ამის გამო ბაღში სამუშაო პროცესი შეწყვეტილია. ლანჩხუთის ექს-გამგებელი, `ნაცმოძრაობის~ ადგილობრივი ლიდერი კახა ასკურავა აცხადებს, რომ პრიორიტეტი სუფსაში თავიდანვე არასწორად იქნა შერჩეული და შედეგიც სახეზეა: „მე ყოველთვის ვამბობდი საკრებულოს სხდომაზე, რომ პრიორიტეტი არასწორად შეარჩიეს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სუფსაში 213 ათასლარიან სკვერს აშენებ, როცა იქ ბაღის შენობა ავარიულია. სწორედ პრიორიტეტების არასწორად შერჩევამ გამოიწვია ეს შედეგი~ _ აცხადებს ოპოზიციონერი.გუშინ, ლანჩხუთის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ მოადგილე ნუგზარ ცინცაძესთან ერთად ბაღის შენობა დაათვალიერა. ადგილზე იმყოფებოდა სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელი დავით წულაძეც, რომლის განცხადებითაც, სააღმზრდელო პროცესი ბაღში რამდენიმე დღეში განახლდება.`ჰო და არა~ კომენტარისთვის დავით წულაძეს დაუკავშირდა: `სუფსის საბავშვო ბაღის სახურავის ნაწილი დაზიანდა, სულ 8 კვ.მ.-ია. აქედან ნახევარი უწევს ბაღს, ნახევარი ყოფილი საექიმო ამბულატორიისაა. უკვე ადგილზე იყვნენ გამგებელი და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები. შეხედავენ, თუ აღდგენა მოხდება ისე, რომ მდგრადობის გარანტია იქნება, იქვე გავაგრძელებთ მუშაობას, სხვა შემთხვევაში კი გვაქვს ორი ვარიანტი: ან სხვა ბაღებში გადავანაწილებთ, ანაც _ ვიქირავებთ ფართს. აქვე გეტყვით, რომ რომ სუფსის ბაღის რეაბილიტაცია ჩასმულია და გაზაფხულიდან ისედაც დაგეგმილი იყო სამუშაოების დაწყება~ _ გვითხრა მან.

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა