ამას გარდა, დიდთოვლობის დროს სახურავიდან ჩამოსულმა წყალმა უნიკალური ექსპონატები დააზიანა. უყურადღებობით შეწუხებულმა მუზეუმის თანამშრომლებმა, საკუთარი ძალებით და სახსრებით სცადეს პრობლების მოგვარება. შაბათს არა სამუშაო დღეს, სამსახურში მისულებს საშინელი სიტუაცია დახვდათ. ჭერიდან ჩამოსული წყალით სავსე იყო დარბაზი და ექსპონატენი წყალში ცურავდა. ადგილზე მისულთ კი მუზეუმში განგვიმარტეს, რომ პრობლემის შესახებ მათ დაუყონლებლივ აცნობეს კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელს. ადელინა კილაძეს.მხარეთმცოდნოების მუზეუმის დირექტორის ნონა იმნაძის თქმით, დაწესებულებათა ხელმღვანელს პრობლემის არსში გარკვევა არც კი უცდია და პირდაპირ შეტევაზე გადასულა, რჩევაც კი მიუცია, რომ თუკი არსებული სიტუაცია არ მოსწონდა დაეწერათ განცხადება და სახლში წასულიყვნენ. `დღეს ჩვენი უფროსი მოვიწვიეთ, მეორე და მესამე მოადგილესთან ერთად (არ ვიცი, რამდენი ყავს). პირადაპირ შეტევაზე გადმოვიდა. ნუ, ჩვენც ადამიანები ვართ და ვუპასუხეთ კიდეც. ისეთ რამეს გვიმტკიცებდა, რაშიც თავად არ იყო დარწმუნებული. ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელიც ახლდა და ერთმანეთში ჯერ არ იყვნენ გარკვეულები. მე შვებულებაში ვიყავი და არაფერი ვიციო. აქ არჩევდნენ საქმეს... არცერთი თეთრი არ არის გამოყოფილი ინფრასტრუქტურის გასავითარებლად. 35 წელია აქ ვმუშაობ და ყველანი ერთად ვცდილობთ, რომ ჩვენი სახსრებით რაღაც შევძინოთ მუზეუმს. ყველაზე მიზერული ხელფასებია ჩვენთან. არცერთი თეთრი არ არის გამოყოფილი ჩვენი ხელფასების მოსამატებლად. მოგეთხოვათ წინა ხელისუფლებისთვისო. წინა ხელისუფლებამ ამასთან შედარებით ნამდვილად ცოტა მოგვიმატა. მით უმეტეს, ჩვენ, მუზეუმის თანამშრომლებს `ნაციონალობას~ ვერ დაგვწამებენ, ეს ყველამ კარგად იცის. არაფერში ამხელა ხელფასებს თავად რომ იღებენ, ამაზე ჩვენი პროტესტი გამოვხატეთ და არ გავჩერდებით. რომ მოვითხოვეთ პრობლემის მოგვარება და ხელფასების ცოტათი გაზრდა, ეს თურმე როგორ გავუბედეთ. არაა საშუალება და რა გაგიკეთოთო. კულტურას იმდენი თანამშრომელი ყავს, თუ არაა საშუალება, ამდენი წელია რატომ იღებენ ამხელა ხელფასებს? წავიდნენ მაშინ უფასო შვებულებაში, ე.ი. რა გამოდის, ტყუილა იღებენ ხელფასებს. ვკითხე, თქვენი მეუღლე რას აკეთებს იქ თქო, ამხელა ხელფასი რომ აქვს? ჩემი მეუღლე რომ აქ დამენიშნა, ციხეში გამიშვებდნენ ესენი. თვითონ კი იღებენ 1000 ლარიან ხელფასს. ასევე იღებს მისი მეუღლეც, რომელიც იქ მუშაობს და მე ამ დროს თურმე ხელფასი არ მეკუთვნის. პრობლემებიც კი არ მოუსმენია, ისე გავარდა აქედან. თან ბოლოს მომაძახა, თუ არ მოგწონს განცხადება დაწერე და წადი სახლშიო~ _ განაცხადა ნონა იმნაძემ.ამის პარალელურად საკმაოდ ხმაურიანი და სკანდალური განცხადება გავრცლდა ვალოდია წულაძის სახელობის თეატრის მუზეუმის ფეისბუქ-გვერდზე და სავარაუდოდ, ის მის ხელმძღვანელ მაია ჩხაიძეს ეკუთვნის: `არ შემიძლია არ დავარღვიო დუმილის პოზიცია და არ დავაფიქსირო საკუთარი აზრი მხარეთმცოდნეობის და ზოგადად, მუზეუმების სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. თავდაპირველად განვუმარტავ მათ, ვისაც მუზეუმების არსი და დანიშნულება არ ესმით, რომ მუზეუმი წარმოადგენს კულტსაგანმანათლებლო ორგანიზაციას, სადაც მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის კვლევა, შენახვა, დაცვა და ექსპონირება. აქვე დავსძენ, რომ სწორედ მუზეუმები წარმოადგენენ რეგიონის თუ მუნიციპალიტეტის სახეს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურის, ეკონომიკის და ა.შ. თვალსაზრისით; ანუ ჰქმნიან შთაბეჭდილებას თუ რამდენად მყარ ეროვნულ ნიადაგზე ვდგავართ. და ალბათ, დამეთანხმებით, რომ კოლოსალური ენერგიის ხარჯვისა და მცირე ანაზღაურების ფასად, რუდუნებით მოკვლეულ ამ უნიკალურ მასალას (ექსპონატებს) განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. მაშინ როდესაც, მხარეთმცოდნეობის უნიკალური ექსპონატები ნადგურდება, ქალაქის ეპიცენტრში მდებარე ვ. წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმის ღობე ,,კალმახელიძეების ჭიშკარს~ მოგვაგონებს, ხოლო სანიტარულ-ჰიგიენური თვალსაზრისით, გაუმართავი ტუალეტის გამო, სავალალო მდგომარეობაა შექმნილი აქვე, მუზეუმის გვერდით და ა.შ. მთავარი აქცენტები გამახვილებული უნდა იყოს ინფრასტრუქტურულ საკითხებზე. მავანნი, ალბათ, იმასაც იტყვის, რატომ წინამორბედ ხელისუფლებას არ თხოვდით პრობლემების მოგვარებასო? და ვინ მოგახსენათ, რომ არ ვთხოვდით. პირადად, მე მუზეუმის დაუსრულებელი, ლპობისთვის განწირული შენობა ჩამაბარეს და დიდი წვითა და დაგვით მოვახერხე შენობის გადარჩენა. ის პერიოდიც კარგად მახსოვს (მაშინ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ვმუშაობდი ექსკურსიათმძღოლად) რა შეუპოვრად ვიბრძოდით ერთობლივად _ მუზეუმის დირექტორთან ერთად, არსებული პრობლემების მოსაგვარებლად და ამ ვითარებაში დიდი გულისტკივილით მახსენდება, მუზეუმის თანამშრომელთა დისკრიმინაციისა და აბუჩად აგდების ფაქტები~ _ აღნიშნულია წერილში.მაია ჩხაიძე აღშფოთებულია გავრცელებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც მუზეუმის თანამშრომლებს `სახლში წასვლა ურჩიეს~: `როდესაც მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მასალას გავეცანი, გარდა იმისა, რომ შემაშინა ექსპონატების განადგურების საფრთხემ, კიდევ უფრო მეტად შემზარა და შემაშფოთა ფრაზამ: ,,თუ არ მოგწონს არსებული ვითარება, დაწერე განცხადება და წადი სახლში~. და თქვენ ფიქრობთ, ეს პანაცეაა? ნაცვლად იმისა, ექსტრემალურ სიტუაციაში პრობლემის მოგვარების ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტზე გეფიქრათ, მუზეუმის ხელძღვანელსა და თანამშრომლებს, რომელთაც სამუზეუმო საქმიანობაში გულის სისხლი აქვთ ჩადებული, სამსახურიდან წასვლისაკენ მიუთითეთ და დავუშვათ, რომც წავიდნენ, ამით საქმეს ეშველება რამე? მე, ასე ვიტყოდი; `ისეთმა ფურმა დაგვწიხლოს, ჩვენზე მეტს კი არა, ჩვენდენს რომ იწველება~. აქვე, დავსძენ რომ, როგორც მუზეუმის ხელმძღანელი და კოლეგა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, ვუსურვებ მტკივნეული პრობლემების მოგვარებას და შემდგომ წარმატებებს.~ _ აღნიშნავს მაია ჩხაიძე.მისივე თქმით, კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი უფრო მეტად ცდილობდეს ჩვენთან საერთო ენის გამონახვას. `იქნებ ერთად, კონსოლიდირებულად უკეთ შევძლოთ პრობლემების მოგვარება. თორემ იმდენ პარადოქს ვხედავთ, აქ კულტურის თანამშრომლები, თუ ბოლომდე ავლაპარაკდი, არა მგონია ლოგიკური თუ პოლიტიკური ომი მომიგოს ვინმემ. და ყველაზე მთავარი, რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მუნიციპალიტეტის გამგებლის ბატონი ზაზა ურუშაძის ინტერესებში არამც და არამც არ შედის კონფლიქტური სიტუაციების შექმნა. ნუთუ ასე ძნელია გულისხმიერი და პროფესიონალი კადრების პოვნა? ამას ვნატრობდი `ნაციონალური ხელისუფლების~ დროსაც.~ _ აღნიშნულია განცხადებაში.ესმა ბერიძე, სპეციალურად `ჰო და არასთვის~`ჰო და არა~ სიამოვნებით მოისმენს ადელინა კილაძის კომენტარს, თუ ის პოზიციის დაფიქსირების სურვილს გამოთქვამს. ამ მასალაში მისი პოზიცია კი იმიტომ ვერ მოხვდა, რომ მან ჟურნალისტის ზარებს არ უპასუხა.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0



