სამუშაოები უკვე დაწყებულია. ლანჩხუთის ერთ-ერთი ცენტრალური სკვერში, რომელიც მუნიციპალიტეტის მთავარი შენობის წინ მდებარეობს უკვე დაიწყო სარემონტო სამუშაოები. იქ, სადაც წლების წინ ფანტანი `გუგუნებდა~, რომელიც, სხვათა შორის, `პა პრაზდნიკუ~ ან დიდი სტუმრიანობის დროს ირთვებოდა ხოლმე, დიდი ხანია გამოსულია მწყობრიდან. მაშინ ენაკვიმატმა გურულებმა კაფიაც კი მიუძღვნეს `თეთრი სახლის~ წინ მდებარე ფანტანს:`კუჭი შიმშილით გვიხმება,მუხლებში გაგვდის კანკალირა ჭირად გვინდა ლანჩხუთლებს,ხახაგამშრალი ფანტანი?!~`ჰო და არას~ ინფორმაციით, ძველი ფანტანის ადგილას `მოცეკვავე~ ფანტანის გაკეთება იგეგმება, ხოლო იქვე მდებარე გადასასვლელი ხიდი უქმდება. კეთილმოწყობის სამუშაოებს ეხმაურება ოპოზიცია. ფრაქცია ,,ლანჩხუთი-ევრო ატლანტიკური მომავლისათვის~ თავმჯდომარე ელჯუჯა ჩხაიძე ამბობს, რომ ეს ვიღაცაებს ფულის გასათეთრებლად სჭირდება. `დღეს დილით კულტურის სახლის წინ მდებარე სკვერში გავიარე და მომეჩვენა მეგონა. ყველაფერი მინგრეულ მონგრეული იყო. რა უნდა გააკეთონ უკეთესი გრანიტის ქვები წნევიანი ჩაქუჩით ამოყარენ და სხვა მასალით აპირებენ გაკეთებას. ნუთუ ამ ქვეყანაში ჭკუა არავის მოეკითხება. სიმწრით შეკოწიწებული ბიუჯეტის ფული, რატომ უნდა იხარჯებოდეს გაკთებულის გადასაკეთებლად, როცა ლანჩხუთის ზოგიერთ უბანზე ვერ გაივლი. თუ რამდენი ხელისუფლება შეიცვლება ამას მოყვება გაკეთებულის ხელმეორედ გადაკეთება მიჩნდება ეჭვი რომ ვიღაცეები ფულს ათეთრებს. ვისი ახირებაა საინტერესოა. სად არის ბატონი ჯავახიშვილი. იყო იმის აუცილებლობა, რომ სკვერის ხელმეორედ გაკეთება აუცილებელი იყო?~ _ აცხადებს საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავკაცი.გუშინ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდზე შემდეგი განცხადება გავრცელდა: `რაკი ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ ქალაქის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დაიწყო, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, ამიტომ კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ: `ქალაქის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის 708 888 ლარია გამოყოფილი. არსებული თანხით ამ ეტაპისთვის გამგეობის წინ მდებარე სკვერის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომლის დაასრულების შემდეგ პროექტი არა მხოლოდ აღნიშნული სკვერის, არამედ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ყველა დასასვენებელი პარკის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. პროექტი, რომელიც გარდამავალია, ასევე ითვალისწინებს გამგეობის წინ მდებარე სკვერში შადრევნის გაკეთებას, ქალაქის ტერიტორიაზე ტროტუარების კეთილმოწყობას, ბორდიურების გაკეთებას, ასევე დაგეგმილია გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბინების უკან სანიაღვრე არხის გაკეთება და ქუჩის მოასფალტება~.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0