სოფელ აკეთში კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცე გაიხსნა.
პროექტი ,,მონაწილეობითი ბიუჯეტის“ ფარგლებში, ასევე მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.ძვირფასო აკეთლებო, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო. პირველ რიგში, მადლობა ჩემს გუნდს, რომელიც უდიდესი ენთუზიაზმითა და შრომით მუშაობდ იდეის განხორციელებაზე. დიდი მადლობა სოფლის მოსახლეობას, ვინც მხარში დაგვიდგა და ამ სივრცის რეალობად ქცევაში დახმარება გაგვიწია.ეს სივრცე არ არის მხოლოდ ფიზიკური ადგილი – ეს არის ჩვენი სოფლის ისტორიისა და მომავლის
საკრალური ადგილი, სადაც წარსული, აწმყო და მომავალი ერთმანეთს ხვდება.გჯეროდეთ, რომ ერთად შევძლებთ ჩვენი სოფლის გამდიდრებასა და გაძლიერებას!
სალი გეგიაძე
სოფელ აკეთში კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცე გაიხსნა
განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 344