სამუსიკო სკოლის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ათასი ლარით დაფინანსდა. ახალ შენობაში გადასვლა სკოლის პედაგოგებს, აღსაზრდელებსა და მშობლებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან და სუფსის მაჟორიტარ დეპუტატთან ია მოქიასთან ერთად მიულოცა.
ღონისძიებას მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ. „წითელი ლენტი“ სამუსიკო სკოლის დირექტორმა, ნანი მარგალიტაძემ გაჭრა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ სუფსაში მუსიკალური სასწავლებლის ახალი შენობა გაიხსნა
განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 144