ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეები

ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეები
17-08-2022, 11:35

ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმ­ჯდომარე ბესიკ ტაბიძემ ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს. 
საპატიო მოქალაქის წოდება ჟურნალისტსა და პროექტების მენეჯერს დავით გოგიჩაიშვილს, კლინიკა ,,ვივამედის" კლინიკურ დირექტორს, პროფესორ ზურაბ ჩხაიძეს, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორ თემურ მახარაძესა და ,,ქალთა საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის ლანჩხუთის" დირექტორს დურმიშხან ჩხაიძეს გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ თითოეული მათგანი თავიანთ პროფესიაში წარმატებულები არიან. მათ ლანჩხუთელების განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურეს. როგორც თავად ამბობენ, მშობლიურ მუნიციპალიტეტზე და ლანჩ­ხ­უთელებზე ზრუნვას მომავალშიც დიდი სიყვარულით გააგრძელებენ. მუნიციპალიტეტის მერის მიერ, საკონსულტაციო საბჭოსთან ერთად საპატიო მოქალაქეობის მინიჭება, ტრადიციული აქტივობაა და იგი მომავ­ალშიც გაგრძელდება.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 666
FACEBOOK კომენტარები