კონფერენცია გახსნა და უძღვებოდა გელა ზოიძე, ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრის დირექტორი.
კონფერენციის სტუმრებს და მონაწილეებს მიესალმა ალექსანდრე სარიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, რომელმაც აღინიშნა, რომ მეტად მნიშვნელოვანია ამ ტიპის კონფერენციების მოწყობა, ხელს უწყობა ეკონომიკის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ აღნიშნა, რომ მცირე ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა ჩვენი მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ტრადიციული დარგების განვითარება და მათ შორის, მეცხოველეობა, მემცენარეობა და სხვ.
დღის წესრიგის პირველ საკითხზე - „ქართული ტრადიციული ხორბლის ჯიშების ბიოწარმოების აღდგენა საქართველოში“ისაუბრეს თამარ ჯინჯიხაძემ და მირიან ჩოხელმა, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაპანაში შპს „კომპანია აგრომშენის (დირექტორი ბიძინა ჯიბლაძე)“ კუთვნილ 5 ჰა-ზე დაითესა ძველი ქართული ენდემური ჯიშის ხორბალი, რომელიც მოიყვანეს ბიოლოგიურად სუფთა საშუალებებით, ჰერბიციდების გარეშე და, რომელმაც საუკეთესო შედეგი მისცათ.
შპს „ჯეონათს კომპანის“დირექტორმა რევაზ ჩიტიძემ დამსწრეთ გააცნო სოფელ ნიგოითში არსებული ინოვაციური პროექტი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის - ინტენსიური ტექნოლოგიები მრავალწლიანი ბაღების გაშენებაში. კომპანიის ფართობებზე მოჰყავთ ხილი, მათ შორის: მსხალი, ვაშლი, ატამი, გარგარი. 10 კჰა-ზე კი გააშენეს ავოკადო, რომელიც კარგად შეეგუა არსებულ პირობებს. მუდმივად და სეზონურად დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა.
ქართული თევზის წარმოების გაფართოებას ჯაპანის სატბორე მეურნეობის რეაბილიტაციის საფუძველზე ახორციელებს შპს „ვოთერმენეჯმენტი“ (დირექტორი ბიძინა ჯიბლაძე) უკრაინულ კომპანია „რიბატსკი ხუტორთან“ ერთად.
ინფორმაცია ქართულ-უკრაინული პროექტის შესახებ კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრის სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილების უფროსმა, ეთერ ჭყონიამ.
მისი თქმით, უკრაინულ მხარესთან ერთად შემუშავდა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 28ჰა წყალსატევის ტერიტორიის აღდგენას და რომლის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება აღემატება 1მლ. 200 ათას ლარს.
შპს „ვოთერმენეჯმენტს“ საკუთრებაში აქვს 28ჰა სატბორე მეურნეობა, რომლის მიმდებარედ არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ორი ბუნებრივი ტბა - „დიდი ნარიონალი“, ჯამში შესაძლებელია 182 ჰა-მდე დიდი სატბორე მეურნეობის მოწყობა.მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობა და ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდი (200 დღე) იძლევა ლიფსიტების გამოყვანის ხელსაყრელ შესაძლებლობას. ტბორების მიზნობრივი კაპიტალური რემონტისა და რეკონსტრუქციის შემდეგ ბიორესურსების წარმოება შეიძლება იყოს 4,3 მლნ. ლიფსიტა (7 დასახელების თევზი)
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს წყალსატევის 3,5 მ. საშუალო სიღრმეს, უნდა გაიზარდოს მისი პროდუქტიულობა ჰექტარზე 200 კგ-მდე.
როგორც აღინიშნა, პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს უკვე სამი წელია, მისი განხორციელება გადაიდო პანდემიის გამო, მ/წლის მაისში უკრაინული მხარის წარმომადგენელი იგორ დიკუხა იყო ჩამოსული ლანჩხუთში, რათა მხარეები საბოლოოდ ჩამოყალიბებულიყვნენ და სამი წლის წინ შემუშავებულ პროექტისთვის მსვლელობა მიეცათ.
კერძო სექტორის როლი სოფლის მეურნეობის განვითარებაში თავისი მოსაზრება წარმოადგინა გოჩა ბერიძემ - აჭარის „აგროპროექტების მართვის კომპანიის გენერალურმადირექტორმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი ორგანიზაციის პოტენციური პატნიორებია: აგროსფეროში მოქმედი ბიზნესი; ბიზნესი, რომელიც ოპერირებს აგროსფეროში და იმყოფება კრიზისში; ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორები, ვისაც საქართველოში სურთ აგროსფეროში ინვესტიციის განხორციელება. დამწყები ან მოქმედი ბიზნესი ვისაც სურს აგრომიმართულებით დაფინანსების მოძიება (გრანტი, აგრო-სესხი, სახელმწიფო დახმარება);
კომპანიას აქვს სხვადასხვა სერვისი: მეურნეობის/საწარმოს/ფერმის შესწავლა, ანალიზი და ბიზნეს გეგმის მომზადება; მეურნეობის/საწარმოების/ფერმის დაგეგმარება, ტექნოლოგიური რუქის შედგენა; მეურნეობის/საწარმოს/ფერმის აგროპროცესების სრული ციკლის მართვა; აგრობიზნესისათვის საინვესტიციო პაკეტების მომზადება, დაფინანსების მოძიება (გრანტი, სესხი, სახელმწიფო დახმარება) და სხვა.
გოჩა ბერიძემ აღნიშნა, რომ მომავალში „აგროპროექტების მართვის კომპანია“ ითანამშრომლებს ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრთან ერთობლივი პროექტების განხორციელებაში.
„ახალი ტექნოლოგიები მოცვის წარმოებაში“, პრეზენტაცია წარმოადგინა ლევან ჩხაიძემ, შპს „მოცვის წარმოების პარტნიორის“ დირექტორმა. შპს-ს გამოყავს მოცვის ნერგები, მისივე თქმით, მოცვის მოყვანა ქოთნებში არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა დიდი მოსავლის უზრუნველსაყოფად, ამიტომ აუცილებელია აქცენტი საადრეო ჯიშებზე გაკეთდეს, რადგან ამ დროის მოსავალს ბაზარზე უფრო მეტი ფასი აქვს.
შოთა მარგალიტაძემ, შპს „ბლუმბლუბერის“ კომერციულმა დირექტორმა მადლობა გადაუხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას, რომელმაც დაუმზადა ვებ-გვერდი, სადაც მან გაწევრიანა მოცვის მწარმოებლები, რომელთაც საიტის საშუალებით გაყიდეს თავიანთი მოსავლი.
იოსებ კვაჭაძემ, კოოპერატივ „გულიანი თაიგულის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ცენტრის მხარდაჭერით ჩამოაყალიბა კოოპერატივი, გაიგო ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ და მიიღო მონაწილეობა, რის შედეგად 8ჰა-მდე ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციას აპირებს, პროგრამის განხორციელების შემდეგ სურს მოაწყოს ჩაის ფაბრიკა და 100ტ. ნედლეული გადაამუშაოს.
შპს „ლიმონში“ ინვესტიციების განხორციელების შესახებ ისაუბრა მარია არქიპოვამ, შპს „ლიმონის“ პროექტის დირექტორმა. მისი თქმით, საწარმო უკვე 30 წელია გაჩერებულია. მიმდინარე წელს მასში გაწევრიანდა ინვესტორთა ჯგუფი, რომელიც გეგმავს 2.3 მლ. ლარის ინვესტიციის განხორციელებას. საკონსერვო ქარხნის ბაზაზე გადამამუშავებელი ბიოწარმოებისაღდგენას, მანდარინისა და ლიმონის კომფიტიურების (რეცეპტი შემუშავდა ანასეულის კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე) დამზადებას, შეიცავს გაზრდილი ოდენობით „პ“ ვიტამინს, რომელიც ორგანიზმიდან გამოდევნის რადიონუკლიდებს.
ქ. ლანჩხუთთან დაძმობილებულ ქალაქებთან თანამშრომლობაზე ინფორმაცია გააკეთა გელა ზოიძემ, ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრის დირექტორმა, რომელმაც ისაუბრა ლანჩხუთთან დამეგობრებული ქალაქების: კუპიშკისის (ლიტვა), ნოვა კახოვკის (უკრაინა), როსოსნი (ბელორუსია). განსაკუთრებით გამოყო ლანჩხუთისა და ნოვა კახოვკის ურთიერთთანამშრომლობა, აქვე მოსმინეს ნოვა კახოვკის მერის ვლადიმერ კოვალენკოს მიმართვა. ბატონი კოვალენკო ხუთი თვის მანძილზე ოკუპაციის პერიოდში მაინც აგრძელებდა მუშაობას მერიაში, რის შემდეგაც გადავიდა უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე, გაიარა 17 საოკუპაციო პოსტი თავის თანამშრომლებთან ერთად, ჩავიდა კიევში, გაიარა სიცრუის დედექტორზე, მონაწილეობა მიიღო უკრაინის ქალაქების ასოციაციის სხდომაში, ამჟამად იმყოფება ნოვა კახოვკასთან ახლოს, საიდანაც აგრძელებს თავისი ქალაქის მხარდაჭერას.
საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე ახალი აბრეშუმის გზის პროექტში დამსწრეთ გააცნო სალავატ აზერბაევმა, ყაზახეთის ქ. ალმაატის აბილაი ხანის საერთაშორისო ენების უნივერსიტეტის პროფესორმა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტს ყაზახეთში, მაღალი შეფასება მისცა ირაკლი ღარიბაშვილის ჩასვლას მის ქვეყანაში და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, ასევე ისაუბრა ტურიზმის განვითარებაზე ყაზახეთიდან და შუა აზიიდან ტურისტების მოზიდვის შესახებ საქართველოში.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი დამსწრეთ გააცნო ცენტრის ტურიზმის განყოფილების უფროსმა, დარეჯან ბურჭულაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარებაში ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრის როლს.
მისი თქმით, ცენტრის მიერ შემუშავდა რამდენიმე პროექტი, რომელმაც გაიმარჯვა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტებში, მათ შორის: „მუნიციპალიტეტის საშუალო მთიანი სოფლების აცანისა და ჩოჩხათის ტურისტული ადგილების მოწყობა“ (70 ათასი ლ).
დარეჯან ბურჭულაძემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები: „სოფელ ჩიბათში, კოლხეთის ეროვნულ პარკთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და ელექტროფიცირება მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ამაღლებისა და ადგილობრივი ბიზნეს სტიმულირების მიზნით“ (პროექტის ღირებულება (1656367,84ლ), რომლის ფარგლებში მოხდება 9,923კმ-იანი გზის რეაბილიტაცია, მდინარე ფიჩორის ნაპირზე მოეწყობა ნავმისდგომი, საპიკნიკე და საპარკინგე ადგილები, ადგილები თევზჭერისთვის და სხვ.
ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორაგვეში მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა და მისასვლელი გზის რეაბილიტაცია (პროექტის ღირებულება 1390587,29 ლ).
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ კაიკაციშვილმა გამოყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრიორიტეტები: ტურისტული პროდუქტების განვითარება, სერვისის განვითარების ხელშეწყობა, რეგიონის პოპულარიზაცია საერთაშორისო და შიდა ბაზრებზე, შიდა ტურიზმის სტიმულირება, ღEჩOVEღY - ტურიზმის აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვა.
აჭარა-გურიის ტურისტული მარშრუტების ავთენტური გარემოს ზოგადი ასპექტებზე ისაუბრა თემურ ზოიძემ, აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, აჭარის ტურიზმის გიდების ასოციაციის თავმჯდომარემ,ბიზნესის ადმინსტრირების დოქტორმა.
მისი თქმით, საქართველოში ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა სოფლის ტურიზმის პოპულარობა. ამ მიმართულებით განსაკუთრებით შეიმჩნევა ვიზიტორების ინტერესი როგორც გურიის, ასევე აჭარის სოფლების მიმართ. გაიზარდა ინტერესი სოფელში ტურისტული ბიზნესის განვითარებისათვის. სოფლის ტურიზმის განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია ბუნებრივი მშვენიერება, მდიდარი ფლორა და ფაუნა, მრავალი კულტურული და ისტორიული ძეგლი, ფოლკლორი, სამზარეულო და სხვა. განსაკუთრებით გამოირჩევა აჭარა-გურია ადგილობრივი ტრადიციების ავთენტურობით შენარჩუნებით.
ზვიად ელიზიანმა, საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის დირექტორმა ხაზი გაუსვა აჭარა-გურიის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს ტურიზმის და განვითარების კუთხით.
როგორც მან აღნიშნა, აჭარის რეგიონი წარმოადგენს მნიშვნელოვან ტურისტულ ჰაბს და ძალიან ეფექტური იქნება თუ მოხდება გურიის რეგიონის ტურების კომბინირება აჭარის რეგიონის ტურ-პროდუქტებთან. შესაბამისად, სწორი სტრატეგიის შემთხვევაში გურიის რეგიონში შესაძლებელია აჭარაში ჩამოსული ტურისტების გარკვეული ნაწილის მოზიდვა.უნდა განხორციელდეს ერთობლივი ტურისტული მარშრუტები, თემატური ტურისტული პაკეტები: ჩაის გზა, ღვინის ტურები, ეკო-ტურიზმი, გასტრონომიული ტურიზმი, კულტურული ტურიზმი. აქტიური თანამშრომლობა უნდა მოხდეს აჭარის ტურისტულ კომპანიებთან და ტურიზმის ფედერაციასთან, რომლის დროსაც დაიგეგმება ინფო-ტურების ორგანიზება - ტურისტული კომპანიებისთვის, გურიის რეგიონის ტურისტული ლოკაციების, ტურისტული ბიზნეს ობიექტების, სასტუმრო სახლების და ა.შ. გაცნობის და დაკავშირების მიზნით.
საქართველოს კონკურენტული პოტენციალი კოსმოსურ ტექნოლოგიებში წარმოადგინა გულიარა არქიპოვამ, შპს „ჯეოკოსმოტექის“ გენერალურმა დირექტორმა. ორგანიზაცია დაფუძნდა ლანჩხუთში, რომელიც გეგმავს ლანჩუთში მოაწყოს მაღალტექნოლოგიური საწარმო და დაამზადოს კოსმოსურ დარგში გამოსაყენებელი მოწყობილებები და აპარატურა, დაასაქმოს 100 ადამიანამდე.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე ონლაინ ჩაერთო კრის მენივი, დიდი ბრიტანეთის პროფესიონალ მკვლევართა და აკადემიკოსთა ასოციაციის წარმომადგენილი არგენტინაში, საერთაშორისო „საბავშვო კოსმოსური ფონდის“ თავმჯდომარე, ფონდი ეწევა საგანმანთლებლო საქმიანობას და გეგმავს საქართელოში ექვსი ტექნოლოგიის განვითარებას.
ასევე ონლაინ ჩაერთო, ეკატერინა სისფინტესი, შვედური საიუველირო ნაწარმის კომპანიის „სისკა დიზაინის“ მფლობელი, რომელიც აპირებს საქართველოში გახსნას თავისი წარმომადგენლობა და ქართულ ბაზარზე შემოიტანოს თავისი პროდუქცია.
დასასრულს, აჭარის ტურიზმის ფედერაციის პრეზიდენტს, აკაკი ბერიძესა და ა(ა)იპ ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრის დირექტორს, გელა ზოიძეს შორის ხელო მოეწერა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმში ნათქვამია, მხარეები მზად არიან განახორციელონ ერთობლივი მიზანმიმართული და ურთიერთშეთანხმებული საქმიანობები: ინფორმაციის გაცვლა; ტურიზმის პოპულარიზაციისა და შემეცნების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება და განხორციელება; კვალიფიციური კადრების დასაქმების ხელშეწყობა; ადგილობრივ სახელმწიფო ორგანიზაციებთან ერთობლივი თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში; უცხოელ და ქართველ სპეციალისტებთან შეხვედრების, კონფერენციების, სემინარების, სხვა აქტივობების ორგანიზება და ჩატარება, უცხოეთში გაცვლით პროგრამებში, ტრენინგებსა და კონფერენციებში ჩართულობა და აქტიური თანამშრომლობა.
„ახალი შესაძლებლობლებები რეგიონთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობისათვის“ლანჩხუთში მე-4 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 688