ლანჩხუთის ვილი ბარამიძის სახელობის სამხატვრო სკოლაში გაიმართა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა სადიპლომო ნამუშავრების გამოფენა, რომელიც სკოლის დირექტორმა რევეზ ხოფერიამ გახსნა. გამოფენილი იყო 19 ნამუშევარი. მათ შორის 18 ფერწერული და ერთი ქანდაკება, რომელიც წარმოადგინეს პედაგოგების ეკა წილოსანის, მანანა ფირცხალაიშვილის, დავით თავდიშვილის და თამაზ ჩხაიძის მოსწავლეებმა. სამხატვრო სკოლას ამ დღეებში დიდი წარმატება ხვდა წილად, ამ სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვეს რესპუბლიკის მასშტაბით გამოცხადებულ ფესტივალებში ,,მომავლის ვარსკვლავები’’ და ,,ოქროს მართვე.“
შეკრებილებს მიულოცა და წარმატებები უსურვა სახელოვნებო სკოლათა გაერთიანების ხელმძღვანელმა, ლია ურუშაძემ: ,,ჩვენ მადლობელი ვართ იმისათვის, რომ თქვენ მართლაც შრომობდით, მართლაც აკეთებდით საოცარ საქმეს და დღეს სწორედ ამ ფერად სამყაროში ვართ თქვენთან ერთად. არ არის ადვილი, ოთხი წარმომადგენელი გაუშვა რესპუბლიკურ ფესტივალზე და ოთხივე იყოს ლაურიატი, ოთხი ლაურიატიდან სამი საპატიო მედლით და სიგელით დაბრუნდეს“ _ თქვა მან დაჯილდოვება დაიწყო, ერთ ერთი მეშვიდეკლასელით, რომელიც გახლავთ არაერთი ფესტივლის ლაურიატი და მრავალი გამოფენის მონაწილე, რევაზ კუპატაძე. ფესტივალის ლაურეატია ასევე ტატა გუჯაბიძე (პედაგოგ მანანა ფირცხალაიშვილის კლასი). ისინი დაჯილდოვდნენ სიგელებით და როგორც აღინიშნა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაჯილდოვდებიან ფულადი საჩუქრით. საპატიო მედალი და ლაურეატის სიგელი გადაეცათ რესპუბლიკური ფესტივალის გამარჯვებულ პედაგოგს, დავით თავდიშვილს და სასწავლო ნაწილის გამგეს, მარინა ჭყონიას; სიგელებით დაჯილდოვდნენ მასწავლებლები: ბადრი მოისწარაფეშვილი და მანანა ფირცხალაიშვილი. საპატიო სიგელი გადაეცა ,,მომავლის ვარსკვლავებისაგან“ სამხატვრო სკოლის დირექტორს, რევაზ ხოფერიას.
რაც შეეხება თავად ნამუშევრებს ყოველი მათგანი გახლდათ განსაკუთრებული ღრმა შინაარსის და თავისებურად საინტერესო. ,,ჰო და არა" შეეცდება თითოეულ მონაწილეზე უფრო ფართოდ გიამბოთ.
დასასრულს, თოთოეული წარმოდგენილი ნამუშევრის ავტორს სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ, მარინა ჭყონიამ, საჩუქრად საკუთარი ნამუშევრების ფოტო ასლები გადასცა.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა სამხატვრო სკოლაში

მაია კუკულაძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 579