ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

შინდისის ბრძოლის დაუვიწყარი ისტორია

შინდისის ბრძოლის დაუვიწყარი ისტორია
15-08-2022, 11:27

2008 წლის აგვისტოს ომი ერთ-ერთი უმძიმესი ფურცელია, ერთმორწმუნე რუსეთის მიერ  საქართველოს ოკუპაციის ისტო­რიაში და იგი არასოდეს წაი­შლება ჩვენს მეხსიერებაში,   აგვისტოს ომის ყველაზე სის­ხლიანი და ტრაგიკული ეპიზოდი - 11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა. ეს იყო უმაგ­ალითო ბრძოლა, რამაც თავად მტერიც კი დააბნია და გააკვირვა. 
14 წლის წინ, სოფელ შინ­დისთან, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა:
ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალი­შვილი, ნიკოლოზ ფორჩხი­ძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
მათ შორის  ორი ლანჩხუთე­ლი ემზარ წილოსანი 29 წლის და რუსლან წულაძე 24 წლის.
11  აგვისტოს მხარეთმცოდ­ნე­ო­ბის მუზეუმში, ოკუპაციის და­რბაზში პედაგოგ ბიძინა კუკუ­ლაძის ხელმძღვანელობით,  ჩიბა­თის საჯარო სკოლის მოს­წავლეებმა წარმოადგინეს პრე­ზე­ნტაცია თემაზე: ,,შინდისის გმირები." 
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ამ სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და ოკუპაციის დარბაზის შექმნის ინიციატორი ლადო აფხაზავა, ადგილობრივი პრესის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.
შესავალში პედაგოგმა ბიძინა კუკულაძემ ვრცლად ისაუბრა აგვისტოს მოვლენებზე მის წინაპირობასა და იმაზე, რომ მოვლენებს უფრო ღრმა ფესვები ჰქონდა, ეს იყო ჩვენს მიწაზე რუსეთის ორსაუკუნოვანი ბატ­ონობის მერე, გამსახურდიას მთავრობის მიერ 1991 წლის 9 აპრილს მიღებული  საქართვე­ლოს სახელმწიფოებრივი დამო­უკ­იდებლობის აღდგენის აქტი, რასაც აფხაზეთისა და სამა­ჩაბლოს სისხლიანი მოვლენები მოჰყვა და ჩვენი ქვეყნის  ისტორიული ნაწილები ოკუპირებული იქნა. საქართველომ უკან დასახევი გზები ვერ ჩახერგა და....
კვლავ  რუსეთ- საქართველოს ომი და არაფერი სხვა, რუსეთის მიერ ინსპირირებული  კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოს პირველი დღეებიდან აქტიურ ფაზაში გადავიდა, ომი დაიწყო 7 აგვისტოს და 8 აგვისტოს რუსეთი ღიად ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში, რამაც წაგვართვა ჩვენი გმირების სიცოცხლე და ტერიტორიები,  მცოცავი ოკუპაცია  კი კვალავ გრძელდება.
ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმ ჩვიდმეტ შინდისელ გმირთან ერთად, ორი ლანჩხუთელი ვაჟკაცი  რუსლან წულაძე და ემზარ წილოსანი გაიხსენეს, საკმაოდ მძიმე მოსასმენი იყო ამბავი გმირობისა,  რომელიც არა ერთხელ მოგვისმენია, ცრემლებისა და ემოციების გარეშე ამ წუთებსაც არ ჩაუვლია დარბაზში ყველ ტიროდა.
 მათი გმირობის ისტორია იმ ბავშვების მიერ მოყოლილი, ვინც იმ დროს დაიბადა ან მცირეწლოვანი გახლდათ, როცა ომის საშინელება დატრიალდა ჩვენს პატარა ქვეყანაში, კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ  ფურცელი გაუგონარი გმირობისა არასოდეს გადაიშლება... ისინი არ იქნებიან დავიწყებული. ქართველ ერს ყოველთვის ეყოფა ძალა იმისა არ შეეგუოს ოკუპაციას..

          მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 097
FACEBOOK კომენტარები