ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

შინდისი, 2008 წელი, აგვისტო – საქართველოს მოურჩენელი იარა, ტკივილი, სიამაყე და სევდა...

შინდისი, 2008 წელი, აგვისტო – საქართველოს მოურჩენელი იარა, ტკივილი, სიამაყე და სევდა...
12-08-2015, 00:00

  შინდისი თავისი 17 გმირით და დამარცხება, რომელიც გამარჯვებაზე მეტია...მიხეილ დვალიშვილი, მალხაზ აბაშიძე, ამირან შაინიძე, ალექსანდრე ონიანი, რუსლან წულაძე, ზვიად კაცაძე, ილია გაბუნია, რომან ზოიძე, კახა კოშაძე, ემზარ წილოსანი, ფელიქს კაკაურიძე, ვეფხია ჯიშკარიანი, მარლენ ბარამია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, შმაგი კუპატაძე, ნიკოლოზ ფორჩხიძე. ამათგან ორი: რუსლანი და ემზარი ლანჩხუთელები იყვნენ. ოჯახი მხოლოდ ემზარს დარჩა.შინდისში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება წელს უკვე მეოთხედ ჩავიდნენ. გმირების უკანასკნელი ადგილსამყოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში თემურ ჩხაიძემ, საკრებულოს წევრებმა, გამგეობის თანამშრომლებმა და ვეტერანმა შოთა ფირცხალაიშვილმა მოინახულეს. აქვე იყვნენ ემზარ წილოსანისა და რუსლან წულაძის ოჯახის წევრები. თემურ ჩხაიძე:„ეს ბიჭები გმირები არიან. საქართველოს უყოყმანოდ შეწირეს სიცოცხლე და თავად კი უკვდავება არჩიეს. ახალი ხელისუფლება მაქსიმალურს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ბიჭების ოჯახებმა, საერთოდ, ყველა ვეტერანმა თავი ღირსეულად იგრძნოს ჩვენ ქვეყანაში“. ზაზა ურუშაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი:„რამდენადაც მძიმეა აქაურობა, იმდენად სიამაყით გვავსებს, რადგან ორი ლანჩხუთელი ვაჟკაცია ამ გმირებს შორის, რომლებმაც უყოყმანოდ შეწირეს სიცოცხლე სამშობლოს. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ამ ბიჭების ოჯახებს, მათ მშობლებს, რომლებსაც მადლობს ვუხდით გმირების გაზრდისათვის. ასეთმა ვაჟკაცებმა გადაარჩინეს საქართველო და ჩვენი ვალია, პატივი ვცეთ მათ ხსოვნას, პატივი ვცეთ მათ ოჯახებს.“ გიორგი ხელაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: „ძნელია იმის გადმოცემა, რაც აქ ვნახე. თუმცა აქაურობა მაინც სიამაყით გვავსებს, რადგან შინდისი - ეს არის გმირობის უბადლო მაგალითი, რომელიც ამ 17 ვაჟკაცმა გვაჩვენა. ქედს ვიხრი თითოეული მათგანის წინაშე. სამარადისო ხსოვნა ჰქონოდეთ გმირებს.“ „შინდისის გმირის, რუსლან წულაძის დედა ვარ. შინდისი ჩემი ცხოვრების უმთავრესი ადგილი გახდა. ყველა ადამიანს თავისი სამშობლო აქვს, ჩემი სამშობლო კი შინდისია იმიტომ, რომ აქ ჩემი რუსლანის სისხლია დაქცეული. ისე მოვდივარ აქ ყველა თვე, როგორც მშობლიურ სახლში, როგორც საკუთარ შვილებთან. ჩემთვის შინდისის მიწა წმინდა მიწაა. ეს ბიჭები ღვთისგან რჩეული ბიჭები არიან. ასეთ ადამიანებს ღმერთი მილიარდში ერთს ბადებს. რუსლანი ჩემი მარადიული სიამაყეა. მთელი ჩემი სიცოცხლის აზრი ისაა, რომ ჩამოვედი რუსეთიდან საქართველოში, გავაჩინე სამი ვაჟი და ერთი მათგანი, რუსლან წულაძე, შინდისის გმირია. ეს ბიჭები ახლა ზეცაში არიან, უფალთან ახლოს, აქ კი, დედამიწაზე მათ მარადიული სახელი დაიმკვიდრეს. დედის სული ჩაუმქრალი ცეცხლით იწვის მათ გამო. ქედს ვიხრი თქვენი ხსოვნის წინაშე, ბიჭებო,“ – ეს სიტყვები ჩვენ რუსლან წულაძის დედამ, ქალბატონმა ლიდია ინშუნა–წულაძემ გვითხრა... რუსლანი 25 წლისა იყო... ემზარ წილოსანი ომში რომ წავიდა, შინ მეუღლე, წლისა და სამი თვის შაკო და 20 დღის მარიამი დატოვა... მათ მამა არ ახსოვთ... სამაგიეროდ, იციან, რომ მათი მამა მარადიულად 29 წლის გმირია, საქართველოსთვის ზვარაკად შეწირული გმირი.ამ ბრძოლას ცოცხალი გმირიც ჰყავს, შინდისელი ბადრი ხუციშვილის სახით, რომელსაც მთელი სოფელი ახმედას სახელით იცნობს: „იოლად გასახსენებლი ნამდვილად არაა. ყოველთვის, როცა ამ დღეს ვიხსენებ, ისევ ყველაფერი თავიდან იწყება და ტკივილი მიახლდება. ნაშუადღევის პირველი საათი იქნებოდა, შინდისში რომ დავბრუნდი.ცოტა ხნის შემდეგ სოფელში ჯავშანტრანსპორტიორების კოლონა შემოვიდა, გორისკენ მიდიოდნენ. ვისაც შემეძლო,ხმა მივაწვდინე, რომ რუსები მოდიოდნენ. ამის შემდეგ ერთი საათიც არ გასულა, რომ სროლა ატყდა. ვინც კიხალხი იყო, დაახლოებით ოცდახუთ კაცამდე, სოფლელები, ჩემთან სარდაფში ჩავიყვანე"- ამბობს ახმეტა, – „სროლადაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა. ცეცხლი რომ შეწყდა, სამ თანასოფლელთან ერთად სახლიდან გამოვედი,თუმცა "ბეტეერები" დავინახეთ და უკან გავბრუნდით. ისღა მოვახერხეთ, რომ გზის პირას მწოლიარე დაჭრილიჯარისკაცი შენობას მოვაფარეთ. ღამით ისევ დავბრუნდით და დაჭრილების გაყვანა დავიწყეთ. ღამ–ღამობით გაგვყავდა ბიჭები აქედან. პლედში ვახვევდით და ისე“, გვიყვება ახმედა. ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით, ლანჩხუთის ახალგაზრდულმა დასმა, რომელიც გია ქურიძის სახელს ატარებს, მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია "გმირების კვალდაკვალ" წარმოადგინა, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორი ნანა შაინიძე გახლავთ. ლანჩხუთელი ბავშვების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ წარმოდგენამ გულგრილი არავინ დატოვა, რისთვისაც ყველა მონაწილეს გულთბილი მადლობა გადაუხადეს. იქ, სადაც ქართველმა ვაჟკაცებმა გმირობის უბადლო მაგალითი უჩვენეს მსოფლიოს, მემორიალი აღიმართება.   მასლა მომზადებულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ფეისბუქის გვერდზე დაყრდნობით    

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები