ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გიორგი მორჩილაძე: საქართველოს ისტორიაში გვინახავს მთავრობები, რომლებიც სწორედ მედიასთან ჭიდილს გადაჰყვნენ

გიორგი მორჩილაძე: საქართველოს ისტორიაში გვინახავს მთავრობები, რომლებიც სწორედ მედიასთან ჭიდილს გადაჰყვნენ
15-08-2022, 11:12

,,ჰო და არას“ სტუმარია გიორგი მორჩილაძე, აკეთელი ახალგაზრდა. იგი ჟურნალისტიკის ფაკ­ულტეტის სტუდენტი გახდა. წარმატებებს ვუსურვებთ გიორგის, ვუსურვებთ მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქვას ამ მეტად რთულ საქმეში.
_ გიორგი, რატომ აირჩიე ჟურ­ნალისტიკის ფაკულტეტი?
_  შემიძლია ვთქვა, რომ თავი­და­ნ­ვე ვიყავი დაინტერესებული ქვე­ყანაში მიმდინარე პროცესებით და ვფიქრობდი, რომ ჩემი მომავალი პროფესიაც სწორედ ამ საკითხე­ბთან იქნებოდა კავშირში. არც თუ ისე დიდი ხნის წინ შესაძლებლობა მომეცა მემუშავა ერთ-ერთ ინტერნეტ-ტელევიზიაში. სამუშაო პროცესმა იმდენად დამაინტერესა, რომ განვაგრძე ამ მიმართულებით გა­ნვ­ითარება. მალევე ერთ-ერთმა ორ­განიზაციამ შემომთავაზა საარჩევნო გადაცემაში წამყვანის პოზიციაზე მუშაობა - ეს კიდევ უფრო საინტე­რესო აღმოჩნდა და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ჟურნალისტიკა იყო ჩემი მომავალი პროფესია. ახ­ლ­აც ერთ-ერთ რეგიონულ მედი­ასთან ვთანამშრომლობ და ვცდ­ილობ ეს შანსი გამოვიყენო ჩემი განვითარებისთვის. თანაც ვხვდები და ვაანალიზებ თუ რა როლი აქვს დღეს მედიას საქართველოსა და მსოფლიოში, ესეც გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა, იმისთვის, რომ ამერჩია ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
_ რა აზრის ხართ მედიის თავ­ისუფლებაზე საქართველოში დღ­ეს?
_ მედიის თავისუფლება უმნიშვ­ნელოვანესი საკითხია, განსაკუთ­რებით საქართველოს მსგავს განვ­ითარებად ქვეყნებში. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა პოლიტი­კური გემოვნების მედიაა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მედიის თავისუფლების შეზღუდვა არ ხდ­ება. სამწუხაროდ, ხშირია პოლიტიკოსების მხრიდან ჟურნალი­სტების სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამას აქვს ჯაჭვური რეაქცია საზ­ოგადოებაში, რის შედეგადაც მომრავლდა ქუჩაში ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები და ყველას გვახსოვს, რომ ამგვარმა დამოკიდებულებამ გამოიწვია 5 ივლისი - უმძიმესი დღე ქართული მედიის ისტორიაში. ერთ-ერთი გამოწვევა არის პოლარიზებული მედია-გარემოც. ისე ხდება, რომ პოლიტიკური ძალები მათთვის მიუღებელი სარე­დაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიებს ბოიკოტს უცხადებენ. ამის გამო, ჩვენ მივიღეთ მედია-საშუალ­ებები, რომლებშიც ჟურნალისტი და რესპონდენტი ერთ ხმაში საუბ­რობენ. პოლიტიკური პარტიები და განსაკუთრებით მმართველი ძალა უნდა ესაუბრებოდეს ყველა ტელევიზიას, მიუხედავად განსხვავებულობისა. მათ უნდა ესმოდეთ, რომ დაუშვებელია მედიაზე ზეწოლის ნებისმიერი მცდელობა. საქარ­თვე­ლოს ისტორიაში გვინახავს მთავრ­ობები, რომლებიც სწორედ მედია­სთან ჭიდილს გადაჰყვნენ. ევროკა­ვშირთან გაფორმებულ ხელშეკრ­ულ­ებებშიც მკაფიოდ არის გაწერილი, რომ საქართველო ვალდებუ­ლებას იღებს უზრუნველყოს მედიის თავისუფალი მუშაობა. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა და ამ ვალდებულების გათვალისწინების გარეშე ვერ დავიმკვიდრებთ ადგილს ევროპულ ოჯახში.
- როგორ ფიქრობთ, თქვენი თა­ობა იტყვის თუ არა მნიშვნელოვან სიტყვას ჟურნალისტიკაში და რა­ტომ?
_ ღრმად მწამს, რომ ჩვენი თაობა იტყ­ვის ახალ სიტყვას ქართულ მედიაში. ჩემი და არა მხო­ლოდ ჩე­მი დაკვირვებით, საკმაოდ გო­ნი­ერი თაობა მო­დის, და­მოუკ­იდებელ საქართ­ვე­ლოში და­ბა­დებული თაობა, რო­მლ­ისთვისაც უცხოა საბ­ჭო­ური მარწუხები, ამიტომ მიმაჩნია, რომ მედიის პოლარიზებას, პოლ­იტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებასა და მიკერძო­ებულობას სწ­ორ­ედ ჩვენი თაობა დაასრულებს. რა­მდენჯერმე მქონდა კომუნიკაცია მო­მავალ ჟურნა­ლისტებთან და მა­თი აზრი და მოტივაცია მე მა­ძ­ლევს იმის თქმის საფუ­ძველს, რომ ჩვენ დიდ აგურს დავ­დებთ მედიის განვ­ითარების კუთხით. მათ გათვითცნობი­ერებ­ული აქვთ ის, რომ საზოგადოება ჩვენგან ელოდება სანდო, ობიექტურ და დაბალანსებულ ინფორმაციას. სამწუხაროდ, ტენდენციურობის პრ­ობლემის აღმოსაფხვრელად დღე­ვან­დელი პოლიტიკური სიტუაცია არ გვიწყობს ხელს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართვე­ლოში ვიხილავთ უფრო მრავალ­ფეროვან და დამოუკიდებელ მე­დიას. ეს ყველაფერი კი მოხდება ახალგაზრდა თაობის ხელით. ჩვენ უნდა გავ­უხსნათ ქართულ მედიას ახალი სუნთქვა.
_ თქვენი აზრით რა თვისებები უნდა ჰქონდეს ჟურნალისტს?
_  ჟურნალისტი უნდა იყოს: სამ­ართლიანი, ობიექტური, კოლეგია­ლური, მიუკერძოებელი; უნდა ჰქონდეს კრიტიკულ სიტუაციაში სწრ­აფად ორიენტირების უნარი. ნამ­დვილი ჟურნალისტი არც ერთი მიზეზით არ დაბლოკავს საზოგა­დოებისთვის მნიშვნელოვან თემას. რაც მთავარია, მას უნდა უყვარდეს თავისი საქმე და გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ წარმოადგენს მეოთხე ხე­­ლისუფლებას. ჟუ­­რნალისტებიც ადამიანები არიან, ამიტომ ხშირია შე­ცდომები მათი მხრი­დან, თუმცა ამ შემთხვევაში გამო­სავალი არის საზ­ოგადოებისთვის ბოდ­იშის მოხდა და ახ­ს­ნა თუ რა მო­­ხ­და. ჟურნალისტი უნდა იყოს პასუხისმგებელი თავის მიერ გაჟ­ღერებულ თითოეულ სიტყვაზე. პოლიტიკური ინტერ­ესით არ უნდა თქვას უარი პროფესიულ ღირსე­ბაზე და ეს სულაც არ არის შაბლონური ფრაზები. ეს ზუსტად ის არის, რაც აკლია დღევანდელ მედიას და რეალურად ამ კრიტერიუმებს უნდა პასუხობდეს მედიის წარმომადგენელი.
_ როგორ ფიქრობთ არის თუ არა მნიშვნელოვანი რეგიონებში  რეგიონული მედიის განვითარება?
_რეგიონული მედიის განვი­თარ­ება უნდა იყოს სახელმ­წიფოსთვის პრიორიტეტული საკითხი. რეგიო­ნული მედია, რომ არა ცენტრა­ლური ტელე­ვიზიები ვერ იქნებოდნენ ასე ინფორმატიულები საზოგა­დოებისთვის. სამწუხაროდ, ისე ხდ­ება, რომ წამყვანი მედია-საშუა­ლებები კონცენტრირებულნი არიან დედაქალაქში არსებულ სიტუაციაზე და დაჩაგრულ პოზიციაშია რეგიონები. ამ ფონზე, ადგილობრივი მედია არის ერთ-ერთი მთავარი საშუალება მაყურებლ­ისთვის, მკითხველისთვის - გაიგოს ინფორმაცია ლოკალურ დონეზე მომხდარი ამბების შესახებ. მე თავ­ად ვარ რეგიონული მედიის წარმომადგენელი და ზუსტად ვიცი, რა გამოწვევების წინაშე ვართ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის მწირი შემოსავლები. სარეკ­ლამო სივრცე თითქმის სრულად შთანთქა ძირითადმა სატელევიზო არხებმა და რეგიონული მედია თამა­შგარე მდგომარეობაში აღმ­ოჩნდა. ალბათ, უფრო უნდა გააქტი­ურდნენ ადგილობრივი და საერთა­შორისო ორგანიზაციები. მათ უნდა დააფინანსონ პროგრამები ადგილობრივი მედიის ჟურნალის­ტები­სთვ­ის. დასავლური ორგანიზაციები ამ კუთხით დიდ სამუშაოს სწევენ საქართველოში, მაგრამ როგორც ჩანს, ეს საკითხი ჯერ ქვეყნის ში­გნით უნდა წარმოადგენდეს ინტ­ერესის საგანს.
_  თქვენ დაიბადეთ და გაიზა­რ­დეთ სოფელ აკეთში. მოგვიყევით თქვენი სოფლის შესახებ, როგორ ცხოვრობს დღეს თქვენი სოფელი და მიგაჩნიათ თუ არა რომ იგი სახეა თანამედროვე ქართული სოფლის?
_ დიახ, მე დავიბადე და გავიზ­არდე სოფელ ქვემო აკეთში. ჩემი სოფელი პატარაა, მაგრამ ძალიან დიდ ისტორიას იტევს. ხალხიც ძალიან კა­რ­გი ცხო­ვ­რობს, სტუ­მარ­თმ­ოყვარე, პასუხისმგებლიანი, თავის სო­­ფ­ელზე შე­ყვ­არე­ბული. რო­გორც ვი­ცი, ადრე აქ სიცოცხლე ჩქე­­ფდა. ახლა ყველაფერი სხვა­გვარადაა... აკეთი და­იც­ალა ახალგაზრდობისგან, აქ ნახავთ უამრავ დაკე­ტილ სახლს, ბევრი წავიდა ემიგრ­აციაშიც. და ეს ხდება იმიტომ, რომ 2022 წელსაც კი აკეთი კვლავ ითხოვს გზისა და წყლის პრობლემის მოგვარებას. არსებობს დაპირება და დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული პრობლემები მოგვარდება. იმედი მაქვს, რომ უახლ­ოეს მომავალში ჩვენ და­ვი­ნახავთ გზაზე ასფალტს და ონ­კანში - წყალს. სხვაგვარად უბრ­ალოდ შეუ­ძ­ლებელია, რადგან არ შეიძლება ასეთი სოფლის პოტენციალი არ იქნას გამოყენებული. ძალიან ბევრი ისტორიულად ღირ­ებული ადგილი გვაქვს, რო­მელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. ერთი კი შემიძლია დან­ა­მდვილებით გითხრათ - ჩემი სოფელი სახეა თანამედროვე ქართ­ული სოფლის თავისი წარსულით და აწმყოთი, მომავალი კი იმედია უკეთესი იქნება.
_ როგორ წარმოგიდგენიათ სოფ­ლის მომავალი?
_  ზოგადად ძალიან ოპტიმისტი ად­ამიანი ვარ და მომავლის ხედვაც შესაბამისად პოზიტიურია. ვფიქ­რობ, რომ აკეთი დაიბრუნებს თავის ძველ დიდებას. ეს იქნება ტურისტულად მნიშვნელოვანი სივრცე, სადაც მოგვარებული იქნება პრობლემების უმეტესობა, გაიღება ყველა დაკეტილი სახლი, ადგილზე დასა­ქმდება მოსახლეობა და აკეთი გახ­დება სუპერ თანამედროვე, ნამდვ­ილი ქართული სოფელი. ახალგა­ზრდები უნდა გავხდეთ ამ სოფლის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჩვენ, ჩვენი ინოვაციური ხედვითა და ახალგაზრდული ენერგიით უნ­და შევუნარჩუნოთ სოფელს სიცოცხლე. ალბათ, ისევ აღდგება მეთ­უნეობის დარგი, გაიჭრება გზა, რომელიც დამაკავშირებელი იქნება კურორტ ბახმაროსთან. ეს ყველაფერი შესაძლებელია თუ იარსებებს ამის ნება... ასე წარმომიდგენია მე აკეთის მომავალი, იმ შემთ­ხვევაში თუ თავად მოსახლეობაც იქნება აქტიური. ვფიქრობ, რომ აკეთელები იმსახურებენ ამას.
_ რას ეტყოდით ახალგაზრდებს, თქვენს თაობას?
_  ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ თავია­ნთი შესაძლებლობები და ეს შესაძლებლობები მოახმარონ საქა­რთ­ველოს. არავითარ შემთხვევაში არ ჩაიქნიონ ხელი და არ დატ­ოვ­ონ საკუთარი ქვეყანა. ისინი უნდა ეცადონ, რომ თავად შეცვალონ არს­ებული ვითარება უკეთესო­ბის­კენ. მე მსმენია ფრაზები უფროსი თაობის ადამიანებისგან : " თქვენი იმედი გვაქვს " , " თქვენ თუ გვიშვ­ელით " ... ჰოდა ეს იმედები არ უნ­და გავუცრუოთ ხალხს. თუ ჩვენ, ახალგაზრდები ვიქნებით განათლ­ებ­ულები, მაშინ ჩვენ შევძლებთ ყველაფერს. შევძლებთ დროებით ოკ­უპირებული ტერიტორიების დაბ­რუნებას, საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი, გაუმჯ­ობესდება ეკონომიკური მდგომარეობა, დაიძლევა სიღარიბე, შეიქმნება დამოუკიდებელი ინსტიტუტები და შევქმნით დასავლურ ფასეულობებზე დამყარებულ სახელმწიფოს, ამიტომ ჩემს თანატოლებს ვურჩე­ვდი, რომ პირველ რიგში განვ­ითარდნენ, სწორად აირჩიონ პროფესია, თუ საჭიროა სწავლა განა­გრძონ ევროპაში, მაგრამ შემდეგ ეს ცოდნა და გამოცდილება უნდა მო­ახმარონ საქართველოს... ჩემს თავსაც ამას ვურჩევ და ვუსურვებ. თუ ჩვენ ეს შანსიც ხელიდან გავუშვით, შემდეგ მართლა რთული გახდება ვთქვათ თუ რა ეშველება ჩვენს ქვეყანას.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 599
FACEBOOK კომენტარები