ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მასწავლებელი - შუქი გიზგიზა

მასწავლებელი - შუქი გიზგიზა
17-06-2022, 12:07

მასწავლებლის პროფესია მეტად რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობაა. რაიონში ბევრი კარგი მასწავლებლის დასახელება შეიძლება, რომლებიც არ იშურებენ ძალასა და ენერგიას, ცოდნასა და გამოცდილებას, რათა აღზარდონ მომავალი თაობა ჩვენი საქართველოს ერთგულ შვილებად. მასწავლებელი ხომ იგივე მოქანდაკეა, რომელსაც მარად ახსოვს, რომ მას მასწავლებლის სახით თანამედროვეობა და მომავა-ლი შესცქერის.
სწორედ ასეთ პედაგოგად გვევლინება N3 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ქალბატონი თინათინ გაბედავა.
განუმეორებელია ის ლამაზი წლები მოსწავლეობისა, როცა თინათინ მასწავლებელი გარდა საგაკვეთილო პროცესისა უამრავი ღონისძიებებით გვანებივრებდა. ყოველი მისი გაკვეთილი თითოეული ჩვენგანისათვის ახლის ძიების დასაწყისი და შემოქმედებითი იყო.
დაუვიწყარი იქნება განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ არაერთ ოლიმპიადასა და კონკურსში გამარჯვება. სწორედ მისი უშუალო ხელმძღვანელობით ვაღწევთ სერიოზულ წარმატებებს.
და ბოლოს გვინდა მადლობა გადავუხადოთ თინათინ მასწავლებელს თითოეულ ჩვენგანზე გაწეული ამაგისათვის, უდიდესი პროფესიონალიზმის, სითბოსა და სიყვარულისთვის.
      გოდუნა ქურიძე,  აკაკი ტოროტაძე,
 ქრისტინა კოვლაკოვი 

განყოფილება: ---
გადასვლები: 1 334
FACEBOOK კომენტარები