ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რატომ გავხდით ღარიბები?!

რატომ გავხდით ღარიბები?!
4-07-2022, 11:32

ღარიბები გავხდით იმიტომ, რომ არ გვეყო ტვინის ბიუჯეტი. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, მივი­ღეთ დამოუკიდებლობა, როგ­ორც სხვა რესპუბლიკებმა, მაგრამ რა გა­მოვიდა? 
რაში გვაჯობეს?
იმათმა (ჭკვიანებმა) დაიწყეს  აღ­­­მშ­ენებლობა, ჩვენ კი ჯართის ფა­სად გავყიდეთ ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. აწყობილი ქვეყანა, აწყო­ბი­ლი საქმე დავანგრიეთ. იტყვით, რა ვქენით ასეთიო. ის ვქენით, რომ გავა­ღატაკეთ მშრომელი ხალ­ხი, ჩვენი სიმდიდრე ჩავ­აბა­რეთ მეზობელ სახელმწიფოს. სტატისტიკიდან ამოკრიბეთ და შეადარეთ სა­ბ­ჭოთა კავშირის დაშლამდე როგორ ცხოვრობდა ჩვენი მეზობელი თუ­რქი ხალხი. სულს ღაფა­ვდნენ, იყვნენ ჩაუცმელ-დაუხურავები, იყო უმუშ­ევ­რობა, სიღარი­ბე, მაგრამ სახელმწიფოს ჭკვიანმა მეთაურმა და დამჯერე ხალხმა იგრძნო, რომ დაუ­დგათ აღმშენებ­ლობის დრო და ეს მო­მენტი საუკეთესოდ გამოი­ყენეს. დღეს თურქეთი ერთ-ერთი კარგად განვითარებული სახელმწიფოა მსო­ფლიოში. 
მაშინ მაღალი ეშელონის წარმომადგენლებს ხელ-ფეხი გაეხსნათ და იცემოდა ნე­ბართვები ,,ჯარ­თე­ბის“ გაყიდვის შესახებ თურ­ქეთის სახელმწიფოში.
მახსოვს, რკინიგზის მინისტრი იყო ბატონი დევი ვაშაკიძე, რომელსაც ასევე მისდიოდა განკარგულებები ჯართების რკინიგზით გადა­ზიდვის შესახებ თურქეთში. საქარ­თველოში ცეკას პირველი მდივანი გახლდათ ბატონი ედუარდ შე­ვ­არდნაძე. ისიც მახსოვს, რომ ცეკას ბიუროს სხდომაზე სხვა საკითხ­ებთან ერთად განიხილებოდა ჯარ­თ­ების ნებართვების უკანონოდ გაც­ემისა და გადაზიდვის საკითხებიც, რაზედაც პირდაპირ ადანაშაუ­ლე­ბდნენ ბატონ დევი ვაშაკიძეს. ბა­ტონმა დევიმ, რომელიც ალბათ ელოდა მის კისერზე უნდა გა­დამტყდარიყო ეს არასწორი ბრალ­დებები, იქვე წარმოადგინა ყველა განკარგულება, რომლითაც მას ავალებდნენ კონკრეტული ტვირთი უფლებამოსილი მეპატრონეებისა, შე­უფერხებლად გადაეზიდა თურ­ქეთის სახელმწიფოში. აღმოჩნდა, რომ მთავრობის განკარგულებით გადაზიდული ტვირთის გარდა არცერთი კილოგრამი გადაზიდული არ იყო, მაგრამ მთავრობა თავს ხომ არ გაიმტყუნებდა, ვაშაკიძე უკანონოდ გაათავისუფლეს თანამდე­ბობიდან. ეს ამბავი გაზეთშიაც წავ­იკითხე და ტელევიზიითაც მოვისმინე. ჩემი აზრით ბატონი დევი ,,მწვადი აღმოჩნდა კამპანიისათვის“.
ბატონებო, წარმოიდგინეთ, რომ საქართველოდან თურქეთში გაიტანეს ყველა ჩაის ფაბრიკაში არს­ე­ბული ჩაის გადამამუშავებელი აგ­რ­ეგატები. ასე მოხდა ჩვენს რაი­ონშიც, მაგრამ ძალიან გულდასაწ­ყვეტი აღმოჩნდა ქარხანა ,,გურიას” ჩაბარება თურქებისათვის თავისი უნიკალური დაზგა-დანადგარებით. ნათქვამია მადა ჭამ­აში მოდისო, ვის­აც ამ საშინელ და სამარცხვინო სა­ქმეზე ხელი მი­­უწვდებოდა, ყველა საშუალებით გა­და­ჰქონდა თურ­ქ­ეთში. სი­­­ღ­არი­ბე­­­ს­აც გააჩ­ნია ბა­ტო­ნებო, საქარ­თვე­ლოდან იქ ჩა­ტანილ ზე­და-ქვედა საცვალსაც კი სიხა­რულით ყი­დულობდა იქაური ხა­ლ­ხი. ალ­ბათ ბე­ვრი ადა­მიანი ამ საკი­თხებში უფრო მეტად არიან გარკვეულები და ეცოდინებათ, რომ სრულიად გამოს­ადეგი რკინიგზის რელ­სები, ვაგონები, ცისტერნები, ალუმინისა და სპილენძის სადენები, სხვადასხვანაირი რკინები გაზიდეს და ჩააბარეს თურქ მეზობლებს ჯა­რთის ფასად. რამდენი ადამიანი დაიღუპა ელექტროსადენების მო­პარვის დროს, რამდენი დედა ატირდა ამ სამარცხვინო საქმით და­ღუ­პუ­ლი შვი­ლების გამო.
როგორ წარმოგიდგენიათ ბატო­ნებო, ამ საკითხებზე დაფიქრებულა ჩვენი მთავრობა? არა. სამაგიეროდ მიღებული ჯართიდან თურქი ხა­ლ­ხი ამზადებდა სასოფლო-სამეურნეო იარაღებს და სხვადასხვა სახის ნა­კეთობებს, რომლებიც სამმაგ-ოთხ­მაგ ფასებში შემოჰქონდათ სა­ქა­რ­თველოში და ყიდდნენ მათ. სულ მარტივ შედარებას მოვიყვან: უბ­რ­ალო, დაძველებული ერთი ბა­რიდან ორ ბარს ამზადებენ და ამ­ჟამადაც ეს ბარები იყიდება საქ­ართველოში. წარმოგიდგენიათ? აი, რა დღეში აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა. აღარ არსებობს ბიუჯეტი, მისი შევსების წყაროა ჯარიმები და არა დამზადებული პროდუქციიდან შენ­ატანი. რკინა რომ დაილია, სასა­ფ­ლაოების ძარცვა დაიწყეს. მოგწ­ონთ? პენსია და ხელფასები მიზ­ერულია, ინფლაცია აყვავდა. მოგ­წონთ? უმაღლეს ეშელონებში კი ხელფასებს იზრდიან. გადახედეთ და აღიარეთ უფ­როსო ბატონებო, ნა­მდვილად გა­მა­თხოვრდა მშრო­მელი ხალხი, თქვენ ქამრების მოჭერის მაგივრად აღარ გყოფნით ქამრების სიგრძე ღიპ­ებზე.
,,ჯართობანა“ რომ დამთავრდა რა უნდა ექნათ? გადავიდნენ სრულიად საღი წიფლის მორებისა და სხვა ჯიშების დამზადებაზე და ისევ თურქეთისკენ დაადგნენ გზას.
დაიწყო კოლხეთის დაბლობის ტყეების ამოძირკვა და თხმელის მორების თურქეთში გაზიდვა, რომელიც დღესაც მიმდინარეობს.
მახსოვს ერთ დღეს გამომიძახეს ბუნე­ბის ქომაგების შეკ­რებ­აზე და სიტყ­ვაშიც გამომიყვანეს. მე ვთქვი, რომ ტყეების ამო­ძირკვა კი არა, ვინც ეს მოი­ფიქრა ის აზრი უნდა ამო­იძ­ირკვოს თავიდან მეთქი. შევა­ტყვე, რომ შეკრებაზე მსხდომ ჩინოვნიკებს ფერი ეცვალათ, იმიტომ, რომ ტყეების ამოძირკვის წინადადება ბა­ტ­ონი ედ­უარდ შე­ვარდნაძის ბრძ­ა­­ნება იყო.  
ამავე პერიო­დში დაიწყო მეზობელ სახელ­მწიფოთა სხვადასხვა რელ­იგიისა და ერო­ვნების ხალხთა შემო­დინება, რომლებსაც თავიანთი მთავრობა მათ აძლევდა დიდი რაო­დენობით უპ­როცენტო სესხ­ებს, რათა დამკვი­დრებულიყვნენ ჩვენს ქვეყანაში. ეძებდნენ და პოულობდნენ ფულზე დახარბებულ კურტიზან ქალებს და ფიქტიური ქორწინებით იღებდნენ საქა­რთ­ველოს მოქალაქეობას. ეს სა­ქმე ამჟამადაც ისეთი ტემპით მი­მდინარეობს, რომ მალე საქართ­ველო ქართველების გარეშე და­რჩება, რაშიაც ჩვენს მთავრობას ლომის წილი უდევს.
აი, მაგალითად, რომ მოხდეს 40-50 წლის და უფრო იქით კიდევ აჭ­არის ზღვისპირა რაიონების შე­მოწმება (რომელსაც ჩვენი მთავ­რობა იმედია არ გააკეთებს) ქართ­ველები ალბათ 30%-ის მეტი არ იქნება დარჩენილი, გაიყიდა და ამჟ­ა­მადაც იყიდება საქართველოს მიწ­ები, გაღარიბდა და გამათხოვრდა ქართველი ხალხი მთავრობის მიერ გატარებული არასწორი პოლიტი­კის შედეგად, ხედავთ რა დღეში ვართ ჩავარდნილები? მოგწონთ?
ნათქვამია, ასეთი ცხოვრება ვისაც მოეწონებაო...
დაფიქრება, გამოფხიზლება და გო­ნიერებაა საჭირო ერთო მუჭა ქართველებო, რომ გამოვიდეთ ამ გაჭირვებიდან.

პატივისცემით, რევაზ იმნაძე,
საქართველოს დამსახურებული მეტყევე

განყოფილება: ---
გადასვლები: 1 019
FACEBOOK კომენტარები