წერილი რედაქციას
მოგახსენებთ, რომ ვცხოვრობთ გრიგოლეთში. დღეის მდგომარეობით იგი სოფელია, მაგრამ ნებისმიერი სოფელი ჯობია.
არის ფოთისკენ მიმავალი ტრასა, ფეხით მოსიარულეებს გვექმნება გზაზე გადასვლის პრობლემა, რადგან მანქანები მოძრაობენ გადაჭარბებული სიჩქარით. თითქმის ყოველ დღე ძროხებს, ძაღლებს კლავს მანქანა.
გთხოვთ მიმართოთ შესაბამის სამსახურს, რათა გააკეთონ ჭკვიანი კამერა ან რაიმე დამაბრკოლებელი, რომ მძღოლებმა ცოტა შეამცირონ სიჩქარე.
ხშირად დადის საპატრულო პოლიცია, მაგრამ ეს საქმეს არ შველის.
გაივსო სოფელი უპატრონო ძაღლებით, გამკითხავი არავინაა.
მთავარი არის ის, რომ ვართ გრიგოლეთის მარჯვენა ზოლი აღებაში, რადგან გადის ავტობანი, ეს ვიცით 5 წელია. არ არის გაყიდვის, აშენების უფლება, არავინ არ გვეუბნება რა ბედი გვეწევა. თუ არაფრის უფლება არ გვაქვს, ჩამოგვართვან ჩვენი საკუთრება, სახლ-კარი, თუ არა, მოგვცენ გაყიდვის ან აშენების უფლება.
ელგუჯა ბარამიძე, ლია თავაძე, ნანი წილოსანი,
გენო კუკულაძე;
ლანჩხუთის მერს, ბატონ ალექსანდრე სარიშვილს! სუფსის დეპუტატს, ქალბატონია მოქიას!
განყოფილება: ---
გადასვლები: 1 091



