ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,მაშინ ხარ ძლიერი, როცა ტრაგედიას შენს დიდ გამარჯვებად აქცევ”

,,მაშინ ხარ ძლიერი, როცა ტრაგედიას შენს დიდ გამარჯვებად აქცევ”
14-11-2022, 11:49

,,ჰო და არას“ სტუმარია უცნაური ისტორიის მქონე ადამიანი, ძლიერი დედა და ძლიერი ქალი, ვერიკო გუგუჩია
_ ვერიკო, პირველ რიგში მოგესალმები და მადლობას გიხდი, რომ დამთანხმდი ინტერვიუზე. შეგარჩიე, როგორც ძლიერი ქალი და ძლიერი დედა. მოგვიყევი ვინ არის ვერიკო გუგუჩია?
_ ვერიკო გუგუჩია არის ადამიანი, რომელიც დაიბადა მეორედ 2019 წლის 15 აგვისტოს. ადამიანი, რომელიც არასდროს არ ნებდება და ყოველთვის, ცდილობს საკუთარი თავის გაზრდას. უკვე სამი წელია, ქეჩოში წაავლო საკუთარ მეს ხელი და დაჟინებით მიჰყავს წინ და წინ. არ აძლევს უფლებას გაჩრებისა და დაცემის.
_ როგორ გახსენდება ბავშვობა?
_ მე დავიბადე ჩვენი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, კერძოდ სამეგრელოს შუა გულში. ვიზრდებოდი ქალაქთან შორიახლოს არსებულ სოფელში. რომ არ დაგიმალოთ გათამამებულად გაზრდილი ბავშვი ვიყავი.  ჩემი ბავშვობა ასოცირდება დაუღალავ შრომასთან, ვგულისხმობ სწავლა-განათლების საკითხს. ის გაჯერებული იყო წარმატებული დღეებით. ძალიან პატარამ ავირჩიე პროფესია და გადავწყვიტე, რომ გავმხდარიყავი მედიცინის წარმომადგენელი. პასუხისმგებლობით სავსე ბავშვი ვიყავი. მახსოვს მეზობლები, რომლებსაც ბიბლიოთეკა ჰქონდათ მყავდა „შეწუხებული“. ყველას ბიბლიოთეკა გადავიკითხე.
_ ვერიკო, საზოგადოებამ გაგიცნო შენი ძალიან ტრაგიკული პირადი ცხოვრებიდან, იქნებ მძიმეა კიდეც გახსენება შენთვის, მაგრამ ჩვენს მკითხველს მოუყევი შენი ისტორია.
_ რეალურად ეს ისტორია ჩემთვის სრულიად გარდამტეხი აღმოჩნდა. თითქოს, ამ ტრაგედიამ დიდ ტკივილთან ერთად უზარმაზარი ნათელი გარდასახვა მოახდინა ჩემი და ჩემს ირგვლივ არსებული სივრცის. მგონია, რომ მაშინ ხარ ძლიერი, როცა ტრაგედიას შენს დიდ გამარჯვებად აქცევ. მოკლედ ეს ყველაფერი დაიწყო 2018 წლის ზაფხულის მიწურულს, ძალიან ლამაზი და მიზანმიმართული ურთიერთობით. მაშინ მე განათხოვრის სტატუსის მატარებელი გახლდით და პირველი ქორწინებიდან მყავდა არაჩვეულებრივი ანამარია. მოგეხსენებათ როგორი სტერეოტიპები არსებობს ამ კუთხით, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, ამიტომაც ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა ჩემთვის გაერიგებინა ჩემზე ასაკით დიდი ადამიანი, რომელიც ჩემით დაინტერესებული იყო. მეც ყოყმანის შემდეგ დავთანხმდი და განვავითარეთ ურთიერთობა. ურთიერთობის საწყისი ეტაპზე ყველაფერი კარგად იყო. მიხაროდა და მიყვარდა, მაგრამ ეს ჩემი სიხარული მალე გაქრა. ჩემი საქმრო სხვისი შეყვარებული აღმოჩნდა. პირველი ძალიან დიდი ტკივილი ამ ურთიერთობაში, სწორედ ამ ღალატის დროს ვიგრძენი. თითქოს მივეჩვიე უიმისოდ ყოფნას და ერთ მშვენიერ დღეს ისევ გამოჩნდა. გამოჩნდა. მახსოვს, როგორ უსიტყვოდ გადავეშვი ვნებების ქარცეცხლში. აი, სწორედ ეს საღამო აღმოჩნდა საბედისწერო ჩემს ცხოვრებაში. დავფეხმძიმდი და გადავწყვიტე ეს ყველაფერი მიმეტანა მეორე მშობლამდე სატელეფონო ზარით. ჩემგან მოსმენილმა გააღიზიანა, გააგიჟა და სასწრაფოდ მოითხოვდა აბორტი გამეკეთებინა, რომელზეც მე არ დავთანხმდი. მე მინდოდა ჩემი შვილი გამეჩინა და მისგან არაფერს ვითხოვდი, მაგრამ ის ჩვეულ რუტინას აგრძელებდა, ცდილობდა ჩემს ფიქრებში დომინირებას. მემუქრებოდა, მაშანტაჟებდა, ძალადობდა ჩემზე ფსიქიკურად. სურდა მაქსიმალურად გავეტეხე, მაგრამ არ გამოუვიდა! მეტიც, მან და მისმა ნათესავმა მამაკაცმა კლინიკაში წამიყვანეს, სადაც მოსყიდული რადიოლოგი გველოდა, რომელსაც უნდა დაეწერა, რომ ნაყოფი არ ვარგოდა.  ესეც არ გაუვიდა ჩემთან. ჩასახვის თარიღიც ვიცოდი და რადიოლოგმა ჯანმრთელი ბავშვის სასიკვდილო გზაზე გაყენებას, მისთვის ასაკის მომატება არჩია. ამით დადასტურდებოდა, რომ ბავშვის მამა სხვა იყო. მახსოვს მთელი გზა დაახლოებით 100 კმ როგორ მლანძღავდა, მაგინებდა, მაფურთხებდა, დამცინოდა. ბოლოს კი ვნახე, რომ ამ ყველაფერს თავისივე კამერაში იწერდა. მისი ზღვარგადასული „კაცობის“ დასამტკიცებლად, მისივე მიჯნურთან. მახსოვს იქ მოვკვდი. ამის შემდეგ დაიწყო რეკვები ჩემს დასთან და ახლობლებთან, სხვისი სახელით. იცოდა ჩემებიც, რომ მისი თანამოაზრეები გახდებოდნენ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ. სწორედ ამიტომ მივედი საზარელ დასკვნამდე, გადავწყვიტე თავი მომეკლა. მან მისი ქცევებით შვილებს შორის არჩევანის გაკეთება მაიძულა, მაგრამ მინდა სწორად გაიგოთ მაშინდელი ჩემი, როგორც დედის ფიქრები. მედარდებოდა ჩემი 7 წლის შვილი და ზუსტად ასე მტკიოდა პატარა, დაუცველი ბავშვი, რომელიც ჩემში ცოცხლობდა. უკანასკნელს ვერ ვაჩუქებდი სიცოცხლეს და ჩემს 7 წლის გოგონას, საოცარი დღეები და სიყვარული მივეცი ამ წლების მანძილზე. საოცარ მოგონებებს ვუტოვებდი მას. ვიცი, ეს არ მამართლებს, მაგრამ მაშინ ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი ზუსტად ეს იყო. გავუდექი გზას. მინდოდა ჩემი პატარა შვილის ასაკი ზუსტად დამეტოვებინა მისი მამისთვის, ამიტომაც ერთ-ერთ კლინიკაში დავიკავე ჩემი კუთვნილი რიგი რადიოლოგის კაბინეტთან და გავეშურე ჩემი გადაწყვეტილების აღსასრულებლად. ვიყიდე 120 ტაბლეტი წამალი და მახსოვს კლინიკის საპირფარეშოში, როგორ გადავყლაპე ერთიანად ორ მუჭაში მოქცეული პატარა წამლები. გამოვედი და გავუდექი კუთვნილი რიგის დასაკავებლად გზას. მახსოვს, მას ვამცნე ჩემი გადაწყვეტილება და მივულოცე მისი გამარჯვება. ამის შემდეგ მალევე ჩამობნელდა და ხმებიც გაქრა, გარკვეული დროის შემდეგ შორიდან მესმოდა რაღაც ხმები. ამ დღემ მიმაჯაჭვა საწოლს 17 დღე და ღამე, ვიყავი 48 საათზე მეტი კომაში და თვალი როგორც კი გავახილე თავზე მედგა თვალცრემლიანი დედა, რომელმაც არ დააყოვნა და მკითხა, თუ როდის ვიშორებდი ამ ბავშვს. ყველაზე ცუდად მახსენდება ეს წუთები. დედისთვისაც მიუღებელი ვიყავი. მახსოვს მერე გულიც გამიჩერდა, გარკვეული დრო დასჭირდათ რომ აემუშავებინათ, ჩემი შვილი კი ამ დროს მშვიდად იყო მუცელში და მისი გულისცემა არც მეტი არც ნაკლები 160 იყო. ჯიუტად არ მტოვებდა ყველასგან მიტოვებულ დედას. ამ საშინელი 17 დღის მერე გაურკვეველი მიზეზებით ჩამიყვანეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სადაც ფსიქიატრი მეუბნება „აქ ვერ დაგაწვენ დანიშნულების გარეშე, ამიტომაც 3 დღის დანიშნულებას დავწერ, რომელსაც არ მოგცემენ, გავაფრთხილებ მედპერსონალს. შენ კი ვერსად დაამტკიცებ, ამ პრეპარატს რომ არ იღებდი, აქ კამერები არ არის“. უმალვე მივხვდი, რომ ყველაფერს ჩემი შვილის მამა კურირებდა, ის ხომ მაღალჩინოსანი ვარსკვლავებიანი ნაძირალა იყო. ერთი კვირა ვიცხოვრე ამ ჯოჯოხეთში. ფსიქიატრიულის მერე უსახლკაროდ დარჩენილი მივადექი მონასტრის კარს, სადაც დავყავი 90 დღე. ძილიც კი არ შემეძლო. ვერ ვჭამდი, ვერ ვისვენებდი მხოლოდ ვკითხულობდი. მინდოდა ჩემი ფიქრები, ემოციები, გრძნობები გადაეფარა ახალ ინფორმაციას. მიმატოვა ირგვლივ ყველამ. დამტოვეს ოჯახმა, ნათესავებმა, მეგობრებმა. მათთვის მიუღებელი პერსონა ვიყავი. ამ მონასტრიდან წასვლის დროც დადგა და ერთმა არაჩვეულებრივმა სამღვდელო პირმა წამიყვანა მისი დის სახლში, ჩამომაყვანინა ჩემი შვილი და მომცა სახლი, ოჯახი და უპირობო სიყვარული. ჩემი წარსულიდან ყველა წაიშალა, უკვალოდ გაქრა ყველა.
_  რა ხდება უკვე ამ ამბების შემდეგ შენს ცხოვრებაში, როგორ შეიცვალა მეორე შვილის მერე შენი ცხოვრება? როგორც ვიცი, ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვარი ძალიან დაგეხმარათ....
_  როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ფაქტი გახდა ჩემი ცხოვრების მთავარი გარდამტეხი ეტაპი. შემეცვალა დამოკიდებულება, განცდები ამა თუ იმ საკითხის მიმართ. იოანეს შეხების დღიდან მივხვდი, რომ ათასმაგად გავძლიერდი. ვიცოდი, რომ ვეღარაფერი შემაჩერებდა ჩემივე პირმშოების გამო. ჩემმა მეორე შვილმა მომცა საშუალება დავბადებულიყავი თავიდან. ყველაფერი დამეწყო სრულიად ახალი ფურცლიდან. მართალია, ამ ეტაპზე თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები მყავდა ირგვლივ, ადამიანები, რომლებსაც ვუყვარდით უპირობოდ და უანგაროდ. მე ოჯახის გარეშე დარჩენილს, ღმერთმა სწორედ ამ სასულიერო პირის სახით გამომიგზავნა ანგელოზი. ადამიანი, რომელმაც მასწავლა ყველაზე ღირებული რამე ცხოვრებაში ფიქრი მიტევებაზე, მიტევება და ღვთის სიყვარული. მისი წყალობით შევძელი თავიდან, ახალი ფურცლიდან დამეწყო ცხოვრება. დაცემულს მან გამომიწოდა ხელი და წამომაყენა. მან შეძლო ჩემთვის ნაყოფიერი, პერსპექტიული პროცესის მოცემა. მისი წყალობით სრულიად მარტო დარჩენილს მომეცა საშუალება მქონოდა ოჯახი მე და ჩემს პატარებს მის არაჩვეულებრივ დასთან. მათგან ძალიან ბევრი ვისწავლე, მაგრამ ჯერ კიდევ წინაა უდიდესი გზა... სრულიად უცხო ადამიანი მიმიღეს და ჩამიხუტეს, ეს მხოლოდ მათ შეუძლიათ, სხვას არავის! 
_ მუდმივად სწავლობ.... როგორ ახერხებ 2 შვილთან და უამრავ ფიქრთან ერთად შენი თავის განვითარებისთვის ბრძოლას?
_ სწავლა, ინფორმაციის მიღება ჩემთვის საუკეთესო აქტივობაა. აქ, ამ მდგომარეობაში ვგრძნობ თავს ყველაზე კარგად. ალბათ, ყველაზე კარგად რაც გამომდის დედობის მერე სწავლაა. საკუთარი თავი სწავლის, გაზრდის, განვითარების გარეშე ვერც წარმომიდგენია. სულ ვფიქრობ და თითქოს ჩემი საქციელებით ვამტკიცებ კიდეც, თუ ადამიანს აქვს მკაფიო სურვილი შეუძლებელი არაფერია მისთვის. მთავარია, არ გაჩერდე არასდროს და იბრძოლო გახდე უკეთესი ხვალ, ვიდრე დღეს ხარ.
_ რას ურჩევდი ადამიანებს რომელიც საკმაოდ ხშირად არიან ტყუილის მსხვერპლნი? 
_ მგონია, რომ ჩვენს ცხოვრებაში თითოეული ადამიანის გამოჩენა კონკრეტულ მიზანს ემსახურება. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ძალა ჩვენივე თავში, რომ ნებისმიერ სიტუაციაში, არ აქვს მნიშვნელობა მის სიმძიმეს, დადებითის პოვნა შევძლოთ. ყველაზე მთავარია ვაპატიოთ, მაგრამ არ დავრჩეთ იქ სადაც გვატკინეს. ვაპატიოთ მისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის ჩვენივე სიმშვიდისთვის. მგონია, იმაზე ძვირფასი არაფერია, როცა გულს არ აკარებ ნეგატივს. სხვაგვარად უყურებ ადამიანებს და სამყაროს ამის შემდეგ. არ უნდა მისცენ უფლება არავის და არაფერს გასტეხონ, უარი თქვან საკუთარ თავზე, ოცნებებზე და სურვილებზე. ისწავლონ, არასწორი სიტუაციიდან არასდროს ჩავარდნენ სასოწარკვეთილებაში და ფაქტი დაინახონ სწორად. 
_ ბოლოს მინდა გკითხო, როგორც ვიცი ამ ყველაფერთან ერთად წიგნიც დაწერე, და გეგმავ გამოცემას, და სხვა სამომავლო გეგმებზეც რომ გვესაუბრო.
_ დიახ დავწერე, სახელწოდებით „სილუეტს მიღმა“, სადაც მოთხრობილია ჩემივე ისტორია. მგონია, რომ ბევრისთვის იქნება საინტერესო და ბევრი შეძლებს წაკითხულიდან სწავლას. ამ ეტაპზე ვგეგმავ გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ერთ-ერთ კონკურსში გატანას ჩემი ნაწარმოების. ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება ჩემს წამოწყებულ საქმეს, სწავლას ვგულისხმობ. დასრულების შემდეგ მინდა ისევ დავსაქმდე, რათა შევძლო ჩემი პატარებისთვის საკუთარი კერის შეძენა. ბევრს არც ვფიქრობ მომავალზე, ვიცი, რომ მე და ჩემს შვილებს წინ უდიდესი და ულამაზესი გზა გვაქვს გასავლელი. მინდა თითოეულ ქალს თუ კაცს ვურჩიო, რომ არ არსებობს სიტუაცია საიდანაც ამოსავალი გზა არ არის. მთავარია გაბედონ, საკუთარ თავს ამოუდგნენ გვერდში და მჭიდროდ ჩასჭიდონ ხელი, სანამ დასახულ მიზნამდე არ მივლენ.                  
ნინია ბარამიძე

განყოფილება: ---
გადასვლები: 933
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
ვრცლად
იზმირში დღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრისიზმირში დღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი გარდაიცვალაშედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი გარდაიცვალა
იზმირში დღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრისიზმირში დღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი გარდაიცვალაშედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი გარდაიცვალა
30-10-2020, 20:10
ვრცლად
ლანჩხუთელმა მაშველებმა გუშინ 3 ადამიანი გადაარჩინეს ლანჩხუთელმა მაშველებმა გუშინ 3 ადამიანი გადაარჩინეს
ლანჩხუთელმა მაშველებმა გუშინ 3 ადამიანი გადაარჩინეს
28-08-2015, 00:00
ვრცლად
ოკუპაცია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უდიდესი ტკივილია – ამ ტრაგედიას ერთნაირად განვიცდით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ოკუპაცია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უდიდესი ტკივილია – ამ ტრაგედიას ერთნაირად განვიცდით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს
ოკუპაცია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უდიდესი ტკივილია – ამ ტრაგედიას ერთნაირად განვიცდით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს
7-08-2020, 22:51
ვრცლად
ვინ გახდება საკრებულოს თავმჯდომარე?!
ვინ გახდება საკრებულოს თავმჯდომარე?!
27-10-2017, 09:31
ვრცლად
თამარ ხელაძე: სახელმწიფოსგან შეძლებისდაგვარად არის ხელშეწყობა... მაგრამ განათლების სისტემას მე მაინც დღეს ჩამონგრეულად ვთვლი თამარ ხელაძე: სახელმწიფოსგან შეძლებისდაგვარად არის ხელშეწყობა... მაგრამ განათლების სისტემას მე მაინც დღეს ჩამონგრეულად ვთვლი
თამარ ხელაძე: სახელმწიფოსგან შეძლებისდაგვარად არის ხელშეწყობა... მაგრამ განათლების სისტემას მე მაინც დღეს ჩამონგრეულად ვთვლი
16-09-2022, 12:47
რეკლამა