ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გულშიც გაიფიქრა, შენ აგაშენა და გაგახარა ღმერთმაო, აქეთ-იქით, ალბათ, მეასედ გაიხედა, ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში და გზა ისეთი სისწრაფით გადაჭრა…

გულშიც გაიფიქრა, შენ აგაშენა და გაგახარა ღმერთმაო, აქეთ-იქით, ალბათ, მეასედ გაიხედა, ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში და გზა ისეთი სისწრაფით გადაჭრა…
7-08-2015, 00:00

  ლანჩხუთში ერთადერთი საკურორტო ზონა გრიგოლეთია, რომელიც ბოლო მონაცემებით დამსვენებელთა რაოდენობას არ უჩივის (არადა, 20-იოდე დღის წინ `ჰო და არამ~ საკუთარი თვალით იხილა თუ როგორ კანტი-კუნტად იყო გრიგოლეთში ზღვის სანაპიროზე დამსვენებელი და როგორ ელოდნენ ეულად დარჩენილი კერძო და ოჯახის ტიპის სასტუმროების მეპატრონეები სასურველ კლიენტებს) და ქართველებითა თუ უცხოელი ტურისტებით საკმაოდ კარგი სეზონი უდგას. ზაფხულის დადგომა ლანჩხუთში ცენტრალური მაგისტრალის გადატვირთვას იწვევს. ამიტომაც, სამწუხაროდ, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. ამის მაგალითები წელსაც გვქონდა. მიზეზი, როგორც წესი, გადაჭარბებული სიჩქარეა. ყველას სადღაც ეჩქარება, ყველას რაღაც საქმე აქვს. არადა, სიჩქარის მცირედით შემცირებამ შეიძლება იმ უბედურებას ააცილოს, რომელიც შემდგომ ხდება და სავალალო შედეგით სრულდება. განსაკუთრებით გადატვირთულია მაგისტრალის ირგვლივ მდებარე სოფლები და ჩვენი ქალაქი. ლანჩხუთი განსაკუთრებულად, რადგან მაღაზიების უმეტესობა ქალაქის ცენტრშია განთავსებული და დამსვენებელსა თუ ადგილობრივ რაიმეს შეძენა თუ სურს მთელი ბარიკადები უნდა გადალახოს. ბოლო დღეების განმავლობაში ქალაქში შეიძლება ითქვას, მოძრაობა ქაოსურია. ერთი მხრიდან მეორეზე რომ ფეხით გადავიდნენ, კარგა ხანს უწევთ ჩვენს მოქალაქეებს ლოდინი. თაკარა სიცხეში ეს ნამდვილად აუტანელია. მით უმეტეს მაშინ, როცა მძღოლების უმეტესობა ისეთი სიჩქარით დაჰქრიან, რომ თვალსაც ვერ მოკრავ. ლანჩხუთი, ალბათ, მაინც უნიკალურია მთელს საქართველოში, რადგან ცენტრალური მაგისტრალი შუა ქალაქში გადის. აქ ზაფხულის სიცხესთან ერთად ირევა დამსვენებელთა მანქანები, თურქული ტრაილერები. ხშირად საკრებულოს სხდომაზე უთქვამთ, რომ ქალაქს ამ მხრივ განტვირთვა სჭირდება. მაგრამ სანამ ავტობანი არ გაკეთდება, მანამდე მოგვიწევს ლანჩხუთელებს ზაფხულობით გადატვირთული მოძრაობის ატანა. გუშინწინ, ასეთ ფაქტს შევესწარი და ამიტომაც გადავწყვიტე პოლიტიკიდან დაღლილ და სიცხისგან გათანგულ ლანჩხუთლებს ის მოვუთხრო, რაც ერთ წამში გაკეთებულმა სიკეთემ დამანახა. ქალაქის ცენტრში, იქ სადა ``ნინო-ნატოს``მაღაზიაა და მაგისტრალი შედარების ფართოა, მანქანების ისეთი კოლონა მოდიოდა, დაახლოებით დღის პირველი საათისთვის, რომ გზაზე გადამსვლელებს დიდხანს უწევდათ ლოდინი. იქვე ახლოს, ერთი ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც თავისი შევერცხლილი თმით და ბევრი შრომისგან ბეჭებში მოხრილობით გამორჩეულად იდგა, დიდხანს ლამობდა გზის მეორე მხარეს, ანუ პოლიციისკენ გადასვლას. რამდენ ნაბიჯსაც წინ გადადგამდა, იმდენ სიგნალს აძლევდა ამა თუ იმ ავტომობილის მძღოლი და არაფრით უთმობდა კაფანდარა მოხუცს გზას. ისიც იძულებული იყო უკან დაეხია. ვუყურებდი ამ ადამიანს და ვფიქრობდი, საინტერესოა, თუ გამოჩნდება ისეთი ვინმე და დაუთმობს გზას-მეთქი. მოძრაობა მართლაც ძალიან გადატვირთული იყო. მანქანები ცდილობდნენ ერთმანეთს არ ჩამორჩენოდნენ და სიჩქარეს და სიგნალს ერთად უმატებდნენ. იყო შეძახილი _ მალე! რამ დაგაძინა! სად აჩერებ! დაუჩქარე და ა.შ. ეს ქალბატონი იდგა და გზაზე გადასვლას ლამობდა. ისეთი სიტუაცია იყო, დახმარებითაც ვერ დაეხმარებოდი გზის გადაკვეთაში, რადგან შეჩერებას და მოხუცის გატარებას არავინ ფიქრობდა. `ეჰ, კიდევ დიდხანს უნდა ვიწვალო ასე?!~ _ გავიგონე ამ ქალბატონის ნათქვამი. ვინ იცის, რამდენ დარდს, ნაღველს ატარებდა მისი გული, რამდენი სიხარული განუცდია ცხოვრების გზაზე და დღეს, ჩვენ ქართველები წამიერად არ ვანელებდით მოძრაობას, რომ ერთი მხრიდან მეორე მხარეს 10 მეტრიანი გზა ადამიანს გაევლო და დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ მისულიყო. უცებ, მანქანა შენელდა, მძღოლმა ქალბატონს ხელით რამდენჯერმე ანიშნა, მიბრძანდითო! ისიც იმდენად დაიბნა სიხარულისგან, რომ საით წასულიყო აღარც იცოდა. ბოლოს მძღოლისკენ გაიხედა, მოკრძალებით დაუკრა თავი, გაუღიმა, ამით ალბათ, დიდი მადლობაც გადაუხადა და გულშიც გაიფიქრა, შენ აგაშენა და გაგახარა ღმერთმაო, აქეთ-იქით, ალბათ, მეასედ გაიხედა, ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში და გზა ისეთი სისწრაფით გადაჭრა, რომ ირგვლივ მყოფთა აღტაცება გამოიწვია. ყველაზე საინტერესო კი ამის შემდეგ მოხდა. `წამიერი შენელებისთვის~ და მოხუცისთვის გზის დათმობისთვის, ისეთი სიგნალი და შეძახილი ატყდა, რომ უბრალოდ სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. მძღოლები გზის დამთმობს საყვედურებით ავსებდნენ და ჩქარა წასვლას ურჩევდნენ. არ მოეწონათ, რომ მათი აკრეფილი სიჩქარე წინ მდგომმა შეანელა. არადა, წამის ``შეჩერებით``მან უდიდესი ბედნიერება მიანიჭა ამ ქალბატონს, რომელიც კარგა ხანს ლამობდა გზის სავალი ნაწილის გადაჭრას, ხოლო იქვე მყოფებს სიხარული აღებეჭდათ, სახეზე, რომ კეთილი ადამიანი გამოჩნდა. ეს ადამიანი ლანჩხუთელი, ყველასათვის კარგად ნაცნობი პიროვნება, ექიმი ამირან ქანთარია გახლდათ. სწორედ მან ``დაურღვია``ავტომობილების კოლონას მცირედით მყუდროება, მაგრამ მისივე თანაქალაქელს მისცა საშუალება, რომ გზა გადაეკვეთა.   ასეა, როცა კეთილ საქმეს უბრალოდ წამები სჭირდება ამის დაუნახავობა შეუძლებელია და ამაშიც გამორჩეულები რომ ვართ ლანჩხუთლები, ეს გუშინწინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა.     

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები