ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მაშველების მიერ გადარჩენილი 100-მდე სიცოცხლე და პატრურირება გრიგოლეთის პლაჟზე

მაშველების მიერ გადარჩენილი 100-მდე სიცოცხლე და პატრურირება გრიგოლეთის პლაჟზე
21-08-2015, 00:00

: რეზო ორაგველიძე (ჯგუფის ხელმძღვანელი), ომარ დიასამიძე, ბიძინა ჩხაიძე, ვლადიმერ ტუღუში, დავით სვანაძე და სულიკო ჯორბენაძე. ისინი დილის 8 საათიდან საღამოს 9 საათამდე 5 კილომეტრიან სანაპირო ზოლს აკონტროლებენ და მზად არიან ადამიანებს დახმარების ხელი გაუწოდონ.  ბოლო დღეებში რამდენიმე ადამიანს გადარჩენა მოხდა. 21 წლის ლანჩხუთელი ი.წ. დღეს გამოსტაცეს ზღვის ტალღებს. სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელს, რეზო ორაგველიძეს როცა ვესაუბრეთ, გრიგოლეთში იმყოფებოდა და ზღვის პირას მყოფ დამსვენებლებს გარკვეულ მითითებებს აძლევდა თუ რა უნდა გაითვალისწინონ წყალში ყოფნისას. `ჰო და არამ~ მისგან საკმაოდ საინტერესო ინფორმაციები მიიღო: _ გრიგოლეთის სანაპირო ზოლი თავისებურობით გამორჩეულია. შეიძლება წყალში 10 მეტზე იყო შესული და წელამდე გწვდებოდეს, მაგრამ ზღვის დინებამ უცებ 3-4 მეტრიან წყალში ჩაგაგდოს. ამიტომ ხშირია სამაშველოს გამოძახება.  _ დღეში რამდენი გამოძახება ხდება? _ 5-6 გამოძახება მაინც ხდება. გააჩნია ამინდი როგორია.  _ საღამოს 9 საათამდე მორიგეობთ როგორც ვიცით. ხშირია ზღვაში ღამით შესვლის ფაქტებიც და ამ დროს პასუხისმგებელი ვინ არის? _ ჩვენ, როგორც თქვენ აღნიშნეთ საღამოს 9-მდე ვართ, თუმცა, ხშირად ღამის საათებშიც ვახდენთ პერიმეტრის დათვალიერებას. ყოფილა შემთხვევა, რომ ღამით ნასვამები შესულან, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ფანრის შუქზე აღმოგვიჩენია ასეთი რამდენიმე ფაქტი, რომელიც საბედნიეროდ კარგად დასრულებულა. _ წელს, გრიგოლეთში ერთი ქალბატონი დაიღუპა. დააგვიანა მაშველმა თუ რა მოხდა? _ ერთი სამწუხარო ფაქტი მართლაც დაფიქსირდა. ძალიან დიდი ღელვა იყო. რუპორებით მთელი დღე მოვუწოდებდით დამსვენებლებს, რომ ზღვაში შესვლისგან თავი მაქსიმალურად შეეკავებინათ, მაგრამ ხშირად არ გვიჯერებენ ხოლმე. თან 5 კილომეტრიან ზოლს 6 კაცით ვერ გაწვდები. გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა, მაგრამ სკუტერის აუცილებლობა დგას დღის წესრიგში. ის რომ გვყავდეს, უფრო სწრაფად მოვახდენთ რეაგირებას და მეტი შანსია, რომ ადამიანი ზღვის ტალღებს გამოვტაცოთ. რაც შეეხება დაღუპულ ქალბატონს. გეტყვით, რომ მაშველების რეაგირება დროული იყო. მისი ოჯახის 3 წევრი ჩვენმა ბიჭებმა გადაარჩინეს, მეოთხე სამწუხაროდ დაიღუპა. _ ეს დღეები, როგორც ვიცით, საკმაოდ დაძაბული იყო… _ ნამდვილად ასეა. დღეს 21 წლის ლანჩხუთელი ბიჭი გადავარჩინეთ. გუშინ თბილისელი ლევან დვალიშვილი ვიხსენით. ფერისცვალება დღეს 17 წლის გარდაბნელი გოგონა აიჯან რაგუმოვა. მისი მშობლები ახლა ჩემთან ერთად არიან და მადლობას გვეუბნებიან. წელს 100 ადამიანი მაინც გვეყოლება გადარჩენილი.  _ დამსვენებლები ბევრია? _ ძალიან ბევრია. თითქმის გადაჭედილია აქაურობა.  _ პლაჟის სისუფთავეზე ხშირად აკეთებენ აქცენტს. ახლა როგორ მდგომარეობაშია? _ ამ მხრივ თენგიზ ჭიჭილეიშვილის სამსახურს მადლობა ეკუთვნის. ურნების გატანა ხდება. ასევე ყოველდღიურად სუფთავდება პლაჟი. გიგლა წურწუმია არის დასუფთავების სამსახურიდან მოვლენილი. ეს კაცი დღე და ღამ მუშაობს მგონი, რომ აქაურობა სუფთად გამოიყურებოდეს.  _ მართალია, ახლა დამსვენებელთა პიკია, მაგრამ თქვენთვის სამაშველო სეზონი სანამდე გაგრძელდება? _ 22 ოქტომბრამდე გვაქვს ხელშეკრულება, მერე ვნახოთ. ერთს დავძენ ბოლოსთვის, ჩვენი ბიჭები თავს არ ზოგავენ, რომ ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინონ. ამისთვის ბევრი მადლობა გვაქვს მიღებული დამსვენებლებისგან. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთოთ და ხალხს უსაფრთხოდ ცურვის, ბანაობის და კარგი დასვენების საშუალება მივცეთ.      

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა