ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
28-03-2016, 00:00

დამოუკიდებელი საქართველო ყველა ნორმალური ქართველისთვის ოცნებაა, ოცნება საუკუნოვანი, ოცნება ფერადი სიზმარივით საოცნებო და ქარაშოტივით მოუხელთებელი. დღეს ეჭვის ქვეშ დგას საქართველოს დამოუკიდებლობა. ბოლო წლებში ქვეყნის სისხლითა და ვაი-ვიშით მოპოვებული თავისუფლება `ქარებს გაჰყოლია~ და დარჩენილა ადგილი `ნაშამქორალი~, `ნადიდგორალი~, მაგრამ `შამქორივით~ და `დიდგორივით~ საამაყო არა.სადღაა თავისუფლება, დამოუკიდებლობა?! დავკარგეთ _ ტერიტორიები;დავკარგეთ _ ტრადიციები;დავკარგეთ _ ქართული ღირსებები;დავკარგეთ _ ზნე-ჩვეულებები;დავკარგეთ, დავკარგეთ, დავკარგეთ...და შესაბამისად დავკარგეთ დამოუკიდებლობაც, გავხდით დამოკიდებულნი. ეს თავისთავად ტრაგედიაა, რასაც ბოლო დროს კიდევ ერთი ტრაგედია დაემატა. ისიც აღარ ვიცით ვისზეც ვართ დამოკიდებულნი, ჩვენი მტერია თუ მოყვარე. თავს ართმევს თუ არა ჩვენს პატრონობას. და უფრო მეტიც _ ბოლო ხანებში ვართ კი დამოკიდებულნი მათზე, ხელი ხომ არ აიღო ჩვენზე, თუ აიღო, რატომ, რა მოტივი უდევს საფუძვლად ასეთ ქმედებას, რატომ ვიყავით საინტერესო და რატომ აღარ ვართ? ვის ინტერესებს ემსახურება ყოველივე, ვის იმედად ვრჩებით, ან ვის ხელში გადავდივართ თუ გადავდივართ? საკუთარი თავის იმედად ყოფნა ხომ ჩვენთვის, როგორც ჩანს, სხვა ოცნებაა, ოცნება, ოცნება... ქართველი კაცი ბუნებით მეოცნებეა. მჯერა, დიდ და გულისმიერ ოცნებას ახდენა უწერია.დღეს კი _ დღეს ისევ და ისევ _ გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!ისევ და ისევ ეს მოწოდება _ ანუ დამოუკიდებლობისკენ და არა მოპოვებული დამოუკიდებლობის ღირსებით ტკბობისკენ. ეჰ, ასეა სამწუხაროდ.და მაინც _ გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები