დასკვნა, რეკლამის შემკვეთის მოთხოვნით, ფოტოების სახით დაიბეჭდა, რათა აუდიტორული კომპანიის ბეჭედი და სხვა სასაქონლო ნიშანი ხილვადი ყოფილიყო. დასკვნის ძირითადი ნაწილი პირველ გვერდზე დაიბეჭდა. გამოქვეყნების შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგებლის მონაწილეობით საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ მოეწყო განხილვა. დასკვნის განხილვის შესახებ ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა პრესაში, ამიტომ მის ხელახალ განხილვას აღარ შევუდგებით, მხოლოდ ერთ დეტალზე გავამახვილებთ ყურადღებას. ამ სხდომაზე ბატონმა ვახტანგ ზენაიშვილმა განაცხადა: არ ვიცი, ეს რედაქციის ლაფსუსია თუ რევერანსი, მაგრამ მისი წაკითხვა შეუძლებელიაო. ხმამაღლა ვაცხადებთ _ `ჰო და არას~ რევერანსები არავისთან, მით უმეტეს, მთავრობასთან და პოლიტიკურ პარტიებთან არ სჭირდება, რადგან ჩვენ მხოლოდ მკითხველის ინტერესებიდან გამოვდივართ. ეს ისეთი გამოცდილი ამბავია, მეგობართან ერთად ერთი მუჭა მარილი რომ უნდა შეჭამო, მის მეგობრობაში დასარწმუნებლად. ბატონო ვახტანგ, რევერანსობანა არ არის ჩვენს სტილში, ვერც ვერავისგან ვისწავლეთ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მაგალითებით გაივსო ქვეყანა. თუნდაც `ირგვლივ~ მიმოიხედეთ. იქნებ ისიც `ამოიცნოთ~, რევერანსებით ვინ ეცადა უშედეგოდ `ნაციონალების~ დროს `დაბრუნებას~, სამაგიეროდ, `ქართულ ოცნებასთან~ `კოჭის გაგორებამ~ მოუტანა შედეგი და დღეს, ისევ `ნაციონალებთან~ `რევერანსობს~... ჩვენ ეს ვერ ვისწავლეთ არა იმიტომ, რომ სწავლა არ შეგვიძლია, არა, უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენთვის მიუღებელია ვინმესთვის კუდის ქიცინი. ჩვენ ის გვიკვირს ჩვენს მიმართ თქვენგან რომ ისმის ასეთი სიტყვები, რამეთუ განათლებული ადამიანისგან (როგორი წარმოდგენაც თქვენზე გვაქვს) დაუსაბუთებლად პირზე წამოგება და სწორედაც იმ ქმედების დაბრალება, რის გარეშეც გვიშრომია გაზეთის არსებობის მთელი 16 წლის მანძილზე და რითაც ვამაყობთ, სულ მცირე _ გულსატკენია. და კიდევ, ვის ვის და, თქვენ უნდა შეგემჩნიათ, რომ ჩვენ ყოველთვის ვდგებით იმ ადამიანების გვერდით, რომელთაც თავი დაჩაგრულად, შეურაცხყოფილად, შევიწროვებულად მიაჩნიათ...ხოლო ხელისუფლების გასაგონად კი ვიტყვით, რომ ყველა დარღვევა გულისყურით გამოიკვლიოს და ყველა კითხვას პასუხი რომ გაეცემა, მაშინ საკამათო აღარაფერი იქნება. თორემ სკანდალები კვლავაც გაგრძელდება, რასაც ჩვენ ისევ ავსახავთ ჩვენს გაზეთში, როგორც ნებისმიერ მიღწევას, რომელსაც ხელისუფლება შეასრულებს თავისი ვრცელი წინასაარჩევნო დაპირებებიდან.მკითხველებს ვუსურვებ მოთმინებას, რადგან დაძაბულ წინასაარჩევნო პერიოდში მრავალი ამგვარი სიახლის წაკითხვა მოუწევს. მთავარია, მის საკეთილდღეოდ ვინ იზრუნებს სინამდვილეში.ნონა გიგინეიშვილი
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 0