ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

კონსტიტუციის პროექტის განხილვა

კონსტიტუციის პროექტის განხილვა
8-05-2017, 00:00

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას კონსტიტუციის პროექტის ძირითადი ასპექტები გააცნო. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიის წინაშე ორი ამოცანა იდგა, პირველი, ისეთი დოკუმენტი შეექმნათ, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნებოდა კონსტიტუციის პრინციპებთან, მეორე კი, ისეთი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებაა, რომელიც გაუძლებდა დროს. ასევე, დეტალურად ისაუბრა ხელისუფლების თითოეული შტოს უფლებამოსილებების, არჩევნების, საარჩევნო ბარიერის დაწესებისა და საარჩევნო ბლოკების გაუქმების თაობაზე. ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური კანონის პროექტში არსებულ პრეზიდენტის თავზე, მისი უფლებამოსილებების და არჩევის საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ადგილობრივ მოსახლეობას. საკონსტიტუციო ცვლილებების დეტალური მიმოხილვის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი მოსახლეობის მრავალრიცხოვან კითხვებს უპასუხა.კონსტიტუციის პროექტის განხილვას გურიის გუბერნატორ, ოთხივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ _ წერია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა