შეგახსენებთ, რომ "მოყვარულთა თასის" რაიონულ გათამაშებაში ლანჩხუთიდან ოთხი გუნდი ჩაერთო: ქალაქის, ნიგოითის, ჩოჩხათისა და აკეთის მოყვარული თუ პროფესიონალი ფეხბურთელები. საბოლოოდ კი ერთმანეთს ქალაქის "ოქროს უბანი" და აკეთის გუნდები შეხვდნენ.შეხვედრამ საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. ბოლო წუთამდე ანგარიში უცვლელი იყო: 1:1, მაგრამ ქალაქმა მოახერხა და საბოლოოდ გამარჯვებასაც მიაღწია. 3:1 - ასე დასრულდა ეს საინტერესო მატჩი.რაიონულ დონეზე პირველ და მეორე ადგილოსნები, ქალაქისა და აკეთის გუნდები რეგიონულ გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ივლისში დაიწყება.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0