23 ივლისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრის შედეგად "გურია"-ს მეტოქედ "გაგრა" ხვდა წილად. მეორე ეტაპის მეტოქე კი "კოლხეთი1913"-სა და "შევარდენი 1906"-ს დაპირისპირებიდან გაირკვევა.
წილისყრის პროცესში მონაწილეობა ლიგა 4-დან თექვსმეტმა, ლიგა 3-დან და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-დან კი ათ-ათმა გუნდმა მიიღო. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი პირველი ეტაპის მატჩებით 22 აგვისტოს დაიწყება. წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
- საბურთალო 2 - შუქურა
- იბერია თბილისი - ბახმარო
- სამეგრელო - კოლხეთი ხობი
- მერანი 2 თბილისი - სპაერი
- იმერეთი - ვიტ ჯორჯია 2
- სულორი - თბილისი სითი
- მერანი მარტვილი - არაგვი
- დიდუბე 2014 - სიონი
- სქური - დინამო ზუგდიდი
- ბორჯომი - გარეჯი
- მაღაროელი - რუსთავი
- კოლხეთი 1913 - შევარდენი 1906
- ვარკეთილი - ალგეთი
- ეგრისი - გორი
- ზესტაფონი - ვიტ ჯორჯია
- ოდიში 1919 - სამგურალი
- ბეთლემი - მეშახტე
- გურია - გაგრა
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეორე ეტაპზე პირველი ეტაპის 18 გამარჯვებულთან ერთად მონაწილეობას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ის 6 გუნდი მიიღებს, რომლებიც მომავალ სეზონში ევრო ტურნირებზე არ იასპარეზებს. წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
- იმერეთი/ვიტ ჯორჯია 2 - დილა
- სქური/დინამო ზუგდიდი - შუქურა
- ბეთლემი/მეშახტე - ეგრისი/გორი
- ოდიში 1919/სამგურალი - ზესტაფონი/ვიტ ჯორჯია
- მერანი 2 თბილისი/სპაერი - მაღაროელი/რუსთავი
- სამეგრელო/კოლხეთი ხობი - ტორპედო
- კოლხეთი 1913/შევარდენი 1906 - გურია/გაგრა
- ბორჯომი/გარეჯი -მერანი მარტვილი/არაგვი
- საბურთალო 2/შუქურა - სულორი/თბილისი სითი
- ვარკეთილი/ალგეთი - სამტრედია
- დიდუბე 2014/სიონი - მერანი თბილისი
- იბერია თბილისი/ბახმარო - თელავი