გუნდს გამოცდილი მწვრთნელი დავით მახარაძე ავარჯიშებს, დაბრუნდა საკმაოდ წარმატებული საფეხბურთო წარსულის მქონე თენგიზ ჩიკვილაძე, რომელსაც კაპიტნის სამკლაური გადასცეს, არც აახლადაბრუნებულ ალექსანდრე შენგელიას ეთქმის გამოუცდელი. სულ ახლახანს კი სასიამოვნო სიახლის შესახებ გავიგეთ, ,,გურიაში“ სანდრო ბახია, რომელიც საკმაოდ მრისხანე ძალას წარმოადგენს, მითუმეტეს ამ ლიგაში. ,,გურიას“ ძალიან უჭირს თავდასხმის ხაზში, პრაქტიკულად გუნდს ცენტრფორფარდი არ ჰყავს. მართალია, ბექა ზაქრაძე ბევრს ცდილობს და არცთუ უშედეგოდ, მაგრამ ნათელია რომ ასე გაგრძელება გაუჭირდება. ჩვენმა გუნდმა პირველი და იმედია უკანასკნელი მარცხი ზუგდიში განიცადა, სადაც მეტოქემ აშკარად გვაჯობა. სულ ჩატარებული შვიდი მატჩიდან ,,გურიას“ 4 მოგება, ორი ფრე და ერთი წაგება აქვს. გულშემატკივარს კარგად ემახსოვრება ევგრაფი შევარდნაძეზე გამართული მატჩი ,,გარდაბანთან“, ის დაკარგული ორი ქულა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსაჯის-ნინუას კისერზეა. არჩათვლილი გოლი, საეჭვო თამაშგარეები, არდადებული თერთმეტრიანი, მეტოქე ფეხბურთელებისთვის უხეშობის გამო არ მიცემული ბარათები და ა.შ ნინუა კარგა გვარიანად ნაგინებ-ნალანძღავი წავიდა ლანჩხუთიდან და ვფიქრობთ პრეტენზიები არც გაუჩნდებოდა, თუ რატომ? ,,გურიამ“ ორი ქულა გასულ ტურში ჭიათურაშიც დაკარგა, სადაც ასევე პირწმინდად დაჯაბნა მეტოქე, თუმცა ტაბლოზე მაინც 0:0 დარჩა. იქ იყო ერთი ეპიზოდი, როდესაც ნიკა წერეთელმა მძლავრად დაჰკრა, ბურთი ხარიხამ აისხლიტა და უხეხურლ პოზიციაში მყოფმა ალექსანდრე შენგელიამ თავით ისევ კარისკენ გაგზავნა, მეკარემ მართალია ბურთი გამოიტანა, თუმცა კადრებში ჩანს, რომ ბურთს დიდი ალბათობით მთლიანად გადაკვეთილი ჰქონდა კარის ხაზი, სამწუხაროდ მთავარმა არბიტრმა ეს ეპიზოდი გაატარა. მართალია დავით მახარაძე ამ ლიგის მსაჯობით უკმაყოფილო არ არის, თუმცა ფაქტია არბიტრები ,,გურიას“ სასარგებლოდ არცერთ შემთხვევაში არ ,,შემცდარან“. ,,გურიას“ შვიდი ტურის შემდეგ ათი ბურთი აქვს გატანილი და ხუთი მიღებული, ბოლო ოთ მატჩში გუნდმა ოთხი ბურთი გაიტანა და ისიც სამი ,,მარკ სტარსთან“ გასვლაზე. ანუ იჩინა თავი ფორვარდის პრობლემამ, მომენტებს საკმაოდ ბლომად ქმნიან, მაგრამ რეალიზება ჭირს. რაც შეეხება შორეულ დარტყმებს, გიგა გურეშიძე, თენგიზ ჩიკვილაძე და ნიკა წერეთელი ამ კომპონენტში გამორჩეული არიან პრო 3-ში და იმედია ეს მომენტი სასიკეთოდ წაადგება კლუბს. პრო 3-ში მოასპარეზე გუნდებს რაც შეეხება, აღსანიშნავია ,,გორის“, ,,ზუგდიდის“, ,,საბურთალო 2“-ის, ,, კოლხეთი ხობის“, ,,ბეთლემის“ და ,,ბახმაროს“ გუნდების სიძლიერე. სწორედ ეს გუნდები იბრძოლებენ მაღალი მიზნებისთვის, ,,საბურთალო 2“-ის წარმატება დიდად არ ანაღვლებს სხვა გუნდების გულშემატკივრებს, რადგან დებულების მიხედვით ეს კლუბი ვერ გადავა ლიგა 2-ში. ,,გურიას“ პირველ წრეშიც ურთულესი კალენდარი აქვს, ზემოთ ჩამოთვლილი კლუბებიდან მხოლოდ ,,ზუგდიდთან“ აქვთ ნათამაშები და სხვები რიგში დგანან. 23 აპრილს ,,გურიას“ ურთულესი და უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის ქედის ,,ბეთლემთთან“, ზემო აჭარლებს ლანჩხუთლების მსგავსად 14 ქულა აქვთ_ 4-მოგება, 2-ფრე და ერთი წაგება. სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ჯერეჯრობით სიმჭიდროვეა 1. ,,ზუგდიდი“-18 ქულა. 2. ,,გორი“-17 ქულა. 3. ,,საბურთალო 2“-16 ქულა. 4. ,,კოლხეთი ხობი“- 15 ქულა. 5. ,,ბახმარო“-14 ქულა. 6. ,,გურია“-14 ქულა. 7. ,,ბეთლემი“- 14 ქულა.,,ბეთლემთან“ მატჩის შემდეგ ,,გურიას“ ურთულესი გასვლა აქვს ,,კოლხეთი ხობთან“. სათადარიგო სკამის სიგრძეს დავით მახარაძე არ უჩივის, თუმცა როგორც აღვნიშნეთ წინა ხაზში პრობლემებია. მეკარე ვახტანგ ჯომიდავას ტრავმის შემდეგ ,,გურია“ მხოლოდ გაბრიელ თებიძის იმედად დარჩა, იმედია სიტუაცია კრიტიკული არ გახდება და თებიძე ტრავმას არ მიიღბს, აი მაშინ გუნდის მდგომარეობას უკიდურესად დაძაბული დაერქმევა. ,,გურია“ წარმატებით ჩაერთო დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში, სადაც პირველ ეტაპზე თბილის ,,შევარდენს“ დაუპირისპირდა და ანგარიშში ჩამორჩენის მიუხედავად მოახერხა გამარჯვება. ,,გურიას“ მთავარი მწვრთნელის განცხადებით გუნდის უმთვრეს მიზანს პრო 3-დარჩენა და საუკეთესო შემთხვევაში ლიგა 2-ში დაბრუნება წარმოადგენს, მაგრამ ამის მიუხედავად ,,გურიამ“ საბრძოლო ხასიათი გამოავლინა და სათასო მატჩში იმარჯვა. გულშემატკივარი ხან მრავლად მოდის ევგრაფი შევარდნაძეზე, ხანაც ძალიან ცოტა, არადა მათი როლია ძალზედ მნიშვნელოვანია, აშკარაა როდესაც გულშემატკივარი ომახიანი შეძახილებით ამხნევებს გუნდს, ,,გურია“ აშკარად მეტად მოტივირებულია და თავდაუზოგავად იბრძვის. პრო 3 ჩემპიონატის ახლანდელი ლიდერი გუნდები მართალია კარგად გამოიყურებიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი უკან ჩამოტოვება შეუძლებელია. ფინანსური პრობლემები აქვს ,,ზუგდიდს“, რომელმაცშვიდი მატჩიდან ექვსი მოიგო, მაგრამ მომდევნო ტურებში საეჭვოა მსგავს წარმატებას მიაღწიონ, ზუგდიდში შიდა სამზარეულოს სიტუცია ძალზედ დაძაბულია. უკვე უჭირს ,,ბახმაროს“, თითქოს ჯადო გაუკეთეს, ბოლო ორ თამაშში ორ-ორი ქულა მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში დაკარგეს, თემურ ლორიას შეგირდებს თამაშის ბოლოსკენ ფიზიკური ძალები აღარ ჰყოფნით, თუმცა აღსანიშნავია, რომ ისინი დაუმარცხებლად ასპარეზობენ, თანაც უკვე ნათამაშები აქვთ ,,ბეთლემთან“, ,,კოლხეთი ხობთან“ და ასევე დაუმარცხებელ ,,გორთან“. ,,საბურთალო 2“-ზე უკვე მოგახსენეთ, ეს გუნდი ვერ გადადის. არც ,,გორი“ წარმოადგენს ისეთ ძალას, რომ ვთქვათ უპირობო ფავორიტი იქნება თუნდაც ,,გურიასთან“ მატჩებში. ხოლო ,,კოლხეთი ხობიმ“ ორჯერ უკვე იწვნია მიმდინარე სეზონში მარცხის გემო. ჩატარებული ტურებიდან ერთი დასკვნის გაკეთბა შეიძლება_ ,,გურიას“ არ აქვს პრობლემები ნახევარდაცვაში, ვფიქრობთ ერთ-ერთი საუკეთესო შუახაზი ჰყავთ ლანჩხუთელებს ამ ლიგაში, მეტი ყურადღებით არის საჭირო დაცვაში თამაში, აუცილებლად დასამატებელია ფორვარდი, უკეთეს შემთხვევაში ფორვარდები, ისეთიც ,,შემსრულებელს“ რომ ეძახიან და ვერც ერთი მეკარის ვიქნებით( იმედია ჯომიდავა მალე დაიწყებს ვარჯიშს). გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ამ მწვრთნელ-ფეხბურთელებს შესწევს უნარი ,,გურია“ დააბრუნოს ლიგა 2-ში. კარგი იქნება თუ მსაჯობა ,,ნინუასებურად“ აღარ განმეორდება არც ევგრაფი შევარდნაძეზე და არც რომელი მოედანზე. ყველაფერს დრო გვიჩვენებს, მანამდე დაველოდოთ უახლოეს ტურს და ვუგულშემატკივროთ ,,გურიას“ საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან ,,ბეთლმმთან“ მატში 23 აპრილს 14:00 საათზე ლანჩხუთის ცენტრალურ სტადიონზე. თორნიკე ჯიჯიეშვილი
როგორ თამაშობს ,,გურია“ და რა შანსები აქვს გუნდს მიმიდინარე სეზონში?!

ავტორი: თორნიკე ჯიჯიეშვილი
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 1 012