ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

საქმე, ბატონებო, საქმე!..

საქმე, ბატონებო, საქმე!..
23-03-2016, 00:00

როგორ, მას სხვა საქმე არა აქვს? არ არის თემები, რომელზეც მას ვალდებულება აქვს ილაპარაკოს და არა მარტო ილაპარაკოს, საქმე აკეთოს? როგორ, იმ ქვეყანაში, რომელშიც ფაქტიურად ყველა მესამე შეჭირვებულია, უმუშევარია, უიმედოა, მთავრობისთვის მთავარ თემად ვიღაც ამორალის მიერ ამორალურ ადამიანებზე გადაღებულ უზნეობაზე გამოქვეყნებული კადრების გამოქვეყნება უნდა იქცეს? თან რამდენ ხანს?! ხომ არსებობს შესაბამისი სამსახური, რომელმაც უკანონობის აღმოფხვრაზე უნდა იზრუნოს, უნდა დაადგინოს რას ემსახურება მსგავსი კადრების გასაჯაროება. მაშ, რა საჭიროა მთელი სახელმწიფო მანქანის ამ კუთხით მომართვა, საქმე მართლა გამოელიათ?გაუმარჯოს თავისუფლებას და დემოკრატიას, მაგრამ, მჯერა, არც ერთ ღირსეულ ქართულ ოჯახს არ სიამოვნებს, ტელეეკრანიდან ესმოდეს ცნობილი ადამიანების განცხადება იმის შესახებ, რომ მას ჰყავს მეგობარი და `სწორედაც რომ აქვს სექსი~. ვეკითხები ამ კატეგორიის და ამით ამაყ ადამიანებს _ რატომ მალავთ თქვენი სექსპარტნიორის სახელს და გვარს? იმიტომ ხომ არა, რომ ეს ურთიერთობა მოპარულია, ანუ სხვას პარავთ თქვენს, ეგრეთ წოდებულ, სიყვარულს? ჰოდა, ქურდობა ყველა ვარიანტში დანაშაული რომ არის, ეს კარგად მოგეხსენებათ. მაშ, რაშია საქმე, რატომ ქადაგებთ ქურდობას? ქურდობასაც გააჩნია. მორალური ქურდობა, ზნეობრივი ქურდობა, ქართულ ოჯახში შეჭრა და ზნეობის შებღალვა ორმაგი ქურდობა არ არის? აუცილებელია ზღვარდაუდებელი ურცხვობა წესად აქციოს თვით მთავრობამ, რომელიც ზნეობის, წესის და კანონის დამფუძნებელი, სამაგალითო უნდა იყოს თავისი ცხოვრების წესით?! ამ უძაღლო ქვეყანაში ეს უკვე მეტისმეტი სირცხვილია.საქმე, ბატონებო, საქმე! ნონა გიგინეიშვილი

გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა