ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ბესო ხარძიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი

ბესო ხარძიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი
19-08-2015, 00:00

  გუშინწინ, ლესაში დასრულდა ქილერის მიერ მოკლული ბიზნესმენისა და მეცენატის, ბესო ხარძიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, რომელშიც თემში შემავალი სოფლებისა და უბნების გუნდები მონაწილეობდნენ. გადამწყვეტ მატჩებს ბიზნესმენის მიერ სკოლის ეზოში გაკეთებულმა ხელოვნურსაფარიანმა მოედანმა უმასპინძლა. აქვე გეტყვით, რომ ბიზნესმენს სოფელში სხვა მრავალი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული. ჯერ მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართა, რომელშიც `ლოკომოტივმა~, რომლის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ბიზნესმენის ვაჟი, უმცროსი ბესო ხარძიანი გახლდათ, `ყოჩებს~ დაძაბულ ბრძოლაში მოუგო. ფინალურ შეხვედრაში კი `კომბლემ~ ჭინათის გუნდს ასევე დრამატულ ორთაბრძოლაში აჯობდა. თუმცა კი ჩემპიონები თავიდან სამი ბურთით დაწინაურდნენ, ჭინათლებმა (მათ ცნობილი იუმორისტი დათო გოგიჩაიშვილიც ქომაგობდა) სხვაობის აღმოფხვრა მოახერხეს, თუმცა საბოლოოდ მაინც მეტოქემ იძალა. აღსანიშნავია ჭინათელთა მეკარე ზურაბ ქვარცხავა ჩინებული თამაში _ ფეხბურთის დიდი გულშემატკივრისა და ამქვეყნიდან ნაადრევად წასული გოჩა ბერიძის სახელობის პრიზი, რომელიც მისმა მეუღლე ელისო ჭიჭინაძემ დააწესა, ალალად დაიმსახურა. თავის მხრივ ლესის მაჟორიტარმა ტურნირის ორგანიზატორ ხარძიანების ოჯახის ქება დაიმსახურა. ბესო ხარძიანის ძმამ _ გია ხარძიანმა (ტურნირში მისი ვაჟიც მონაწილეობდა) სოფლისა და სკოლის ხელმძღვანელობას, ყველა ლესელს მადლობა გადაუხადა, რომ ახსოვთ და არ ივიწყებენ ბესო ხარძიანს. საუკეთესო ფეხბურთელად ბექა ბერიძე (ჭინათი) დასახელდა, ხოლო გამარჯვებულებს მთავარი პრიზი უმცროსმა ბესო ხარძიანმა გადასცა. `კომპლეს~ ხარძიანების სახელით ფულადი საპრიზო თანხაც გადაეცათ.    

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა