14-16 თებერვალს ქ.ქუთაისში ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების: ჯ.კოსტავას და ი.ბობოხიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი ბ/რ სტილით ჭიდაობაში.
ასპარეზობაში მონაწილეობდა ლანჩხუთის სპორტული ცენტრის ახალბედა 8-10 წლის და 12-13 წლის ნორჩი ფალავნები. მათი უმრავლესობისათვის შეხვედრა სადებიუტო ოყო.
ჩვენი გუნდიდან ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს 8 წლის გაბრიელ მჟავიამ და 10 წლის ილია ჩხაიძემ.
გუნდის კიდევ 4 მოჭიდავეს: ლუკა ჩახვაძეს, საბა დიასამიძეს, ანდრია იმედაიშვილს და ირაკლი ენდელაძეს შეეძლოთ ბრინჯაოს მედლების მოპოვება, მაგრამ უშუალოდ საპრიზო შეხვედრებში დამარცხდნენ.
განსაკუთრებით დასანანია ირაკლი ენდელაძის მარცხი, ის შეხვედრას 8-1 იგებდა, ერთი ქულის მოპოვება აშორებდა გამარჯვებას და ბოლო წამზე მოდუნებით ისარგებლა მოწინააღმდეგემ და დასანანი მარცხი აწვნია.
მწვრთვნელის შეფასებით, მისი სახით ჩვენს მუნიციპალიტეტს მომავალი, პერსპექტიული მოჭიდავე ეზრდება.
გუნდი შეჯიბრებისათვის მოამზადეს მწვრთვნელებმა, დავით მჟავიამ და ვასილ ეზიეშვილმა.
დამსახურებული მწვრთნელების ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი ბ/რ სტილით ჭიდაობაში
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 92