ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლიკას შვიდიდან-შვიდი, დემეტრეს დუბლი და ზოიძის სიურპრიზი

28-03-2025, 11:37

  მარტის თვე საჭადრაკო ბატალიებით დატვირთული აღმოჩნდა.  9-14 მარტს ქ. ფოთში საქართველოს ჩემპიონის დასავლეთ ზონის I ლიგის ტურნირი გაიმართა, ხოლო თვის ბოლოს ლანჩხუთის საჭადრაკო სახლმა მუნიციპალიტეტის ჩემპიონატს უმასპინძლა.ფოთში მონაწილეობა ლანჩხუთის სპორტული ცენტრს შვიდმა ნორჩმა მოჭადრაკემ მიიღო, ჩემპიონატი ამავე დროს იყო უმაღლესი ლიგის შესარჩევი ტურნირი, სადაც I - V ადგილზე გასული მოჭადრაკეები მიიღებედნენ 8-10-13 წლამდე ასაკის საგზურს.ჩვენმა მოჭადრაკეებმა განსაკუთრებით ძლიერად ითამაშეს 8 წლიანთა გათამაშებაში.
შესანიშნავად იასპარეზა ლიკა კლდიაშვილმა. მან შვიდიდან შვიდივე თამაში მოიგო და ღირსეულად გახდა ტურნირის გამარჯვებული. აღსანიშნავია, რომ ლიკას ფაქტიურად ვერავინ გაუწია წინააღმდეგობა და პარტიებს დიდი უპირატესობით იგებდა. (მწვრთნელი ტარიელ ხუხუნაიშვილი) ძალიან ახლოს იყო ჩემპიონობასთან ჩიბათელი დემეტრე სარჯველაძე, რომელმაც I ადგილისათვის გადამწყვეტ პარტიაში ემოციებს ვერ ძლია და აშკარად მოგებულ პოზიციაში თავი დამარცხებულად ცნო. დემეტრე საბოლოოდ მეორე ადგილზე გავიდა და გახდა ტურნირის ვიცე-ჩემპიონი (მწვრთნელი ადამი ხუხუნაიშვილი).
10-წლიდან გოგონებში კარგად იასპარეზა ანასტასია ებრალიძემ, ტასომ მეოთხე ადგილი და უამღლესი ლიგის საგზური მიიღო, თუმცა ამ უნიჭიერესი გოგონებისგან, მეტს მოველით, ვიდრე მეოთხე ადგილი. უმაღლესი ლიგის გათამაშება მაისის ბოლოს ქალაქ ბათუმში გაიმართება. 
გაიმართა მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი აბსოლუტურ და 10 წლამდელთა კატეგორიაში. ჩემპიონი  ამჯერადაც მიხეილ აფხაზავა გახდა, მიშა აქტიური, შემტევი სტილით მოთამაშეა, მისი თამაშის ხილვა სიამოვნებას ანიჭებს ჭადრაკის მოყვარულებს.ჩემპიონატზე სიურპრიზი გივი ზოიძემ შემოგვთავაზა, რომელიც მოუცლელობის გამო დიდი დროს ვერ უთმობს ჭადრაკს, მაგრამ ძლიერი და გააზრებული თამაშით შეძლო მეორე ადგილის დაკავება, იგი მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა გამარჯვებულს.
 III ადგილი სპორტული ცენტრის მწვრთნელმა ნუგზარ გვარჯალაძემ დაიკავა.ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა 10 წლიანთა ჩემპიონატი. აქაც მოულოდნელად ჩემპიონი გახდა დემეტრე სარჯველაძე, რომელმაც საქართველოს I ლიგის ვიცე ჩემპიონის მასზე ორი წლით უფროსებში დაკავებული I ადგილი დაამატა.
მეორე ადგილი ანასტასია ებრალიძემ დაიკავა, მესამეზე - ანდრია დობორჯგინიძე, ხოლო მეოთხეზე საბა წულაძე გავიდნენ.ყველა პრიზიორს ა.ა.იპ. ლანჩხუთის სპორტული ცენტრი (დირექტორი დ. მარშანიშვილი) ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვებს.
                ადამი ხუხუნაიშვილი, სპორტული ცენტრის  მთავარი მწვრთნელი

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 186
FACEBOOK კომენტარები