ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რესპუბლიკური ტურნირი ჭადრაკში ,,რაჭა 2022"

რესპუბლიკური ტურნირი ჭადრაკში ,,რაჭა 2022"
12-08-2022, 12:09

1-8 აგვისტოს, დაბა ამბროლაურში ჩატარდა ტრადიციული საჭადრაკო ფესტივალი ,,რაჭა 2022". ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან 150-მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.
ტურნირში ლანჩხუთის სპორტული ცენტრის შვიდმა აღსაზრდელმა მიიღო მონაწილეობა. ესენი არიან: მიხეილ აფხაზავა, ლილე ფირცხალაიშვილი, რეზი ჩიკაშუა, ანასტასია კვირკველია, საბა ცომაია, ნიკოლოზ ჟორდანია და ანასტასია ებრალიძე.
ბრწყინვალედ იასპარეზა 10 წლიან გოგონებში მოასპარეზე ჩვენმა ორმა ტიტულოსანმა გოგონამ: სარა ცომაიამ და ანასტასია კვირკველიამ. მათ მთელი ტურნირი წაუგებლად იასპარეზეს და ისევე როგორც ბათუმის ტურნირზე აქაც პირველ-მეორე ადგილებზე გავიდნენ. სარა გახდა ჩემპიონი, ხოლო ანასტასია ვიცე-ჩემპიონი. მათ ერთმანეთში ფრე ითამაშეს, ხოლო დანარჩენი ყველა თამაში სარამ მოიგო. ანასტასიამ კი კიდევ ერთი პარტია დაამთავრა ყაიმით და ნახევარი ქულით ჩამორჩა თავის თანაგუნდელსა და მეგობარს. მესამე ადგილზე თბილისელი მარიამ ნუკსაძე, ხოლო მეოთხეზე ქუთაისელი თეკლა არსენიძე გავიდნენ.
თორმეტწლიან გოგონებში მეორე ადგილი დაიკავა ლილე ფირცხალაიშვილმა, რომელსაც ძალიან ცოტა დააკლდა პირველი ადგილის დაკავებისთვის.
რვაწლიან ბიჭებში კარგად იასპარეზა ნიკოლოზ ჟორდანიამ, რომელმაც როგორც იქნა ნავსი გატეხა და რესპუბლიკური ჩემპიონატის ვიცე ჩემპიონი გახდა.
არ გაუმართლა ჩვენს ყველაზე პატარა, 6 წლის ანასტასია ებრალიძეს, რომელმაც ტურნირის ბოლო პარტია დასანანი შეცდომის გამო წააგო და საშუალოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა, თუმცა თამაშით აშკარად იმსახურებდა საპრიზო ადგილზე დასვლას.
ძალიან კარგად იასპარეზა ღია ტურნირში მიხეილ აფხაზავამ, რომელმაც მხოლოდ კოეფიციენტის გამო დათმო საპრიზო ადგილი. მოსწავლეთა შედეგების მიხედვით ტურნირის საუკეთესო მწვრთნელი გახდა სპორტული ცენტრის მთავარი მწვრთნელი ჭადრაკში ადამი ხუხუნაიშვილი.
მოჭადრაკეები ტურნირისთვის მოამზადეს მწვრთნეებმა: ადამდა ტარიელ ხუხუნაიშვილებმა.
პ.ს. მოჭადრაკეები, მშობლები და მწვრთნელები მადლობას უხდიან ლანჩხუთის სპორტული ცენტრის ხელმძღვანელობას და დირექტორს, დიტო მარშანიშვილს, რომლებმაც ყველა პირობა შეუსრულა ბავშვებს, რათა მათ ასეთი მაღალი შედეგებისათვის მიეღწიათ.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 580
FACEBOOK კომენტარები