ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

საჭადრაკო ფესტივალი ,,ბათუმი 2020”

2-09-2020, 12:35

მიმდინარე წლის 22-28 აგვისტოს ქალაქ ბათუმში გაიმართა ტრადიციული საჭადრაკო ფესტივალი  „ბათუმი 2020“. ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონიდან 100-მდე მონაწილემ მოიყარა თავი. შეჯიბრების ორგანიზატორი იყო აჭარის ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივანი ქალბატონი ქეთევან მუხაშავრია, რომლის ხელმძღვანელობითაც საორგანიზაციო ჯგუფმა შესანიშნავად გაართვა თავი ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებას.ლანჩხუთიდან ტურნირში მონაწილეობა 15 ბავშვმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ ეს იყო  მოჭადრაკეების პირველი ასპარეზობა პანდემიით გამოწვეული იძულებითი ხუთთვიანი პაუზის შემდეგ. თუ დიდ ქალაქებში შესაძლებელი იყო ონლაინ ტურნირების ჩატარება, ამ საშუალებას ჩვენი ბავშვები მოკლებული არიან, მიუხედავად ყველაფრისა მათ მაინც კარგად იასპარეზეს და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწიეს.ფესტივალი ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა 8-10-12-14. რვაწლიანთა  გათამაშებაში კარგად იასპარეზეს ჩვენმა გოგონებმა: ნატალია იმნაძემ მესამე, ხოლო ანასტასია კვირკველიამ მეხუთე საპრიზო ადგილები დაიკავეს.
10 წლიან გოგონებში, როგორც მოსალოდნელი იყო, ძლიერად ითამაშა ლილე ფირცხალაიშვილმა, რომელმაც დიდი უპირატესობით დაიკავა მეორე ადგილი, ძალიან ახლოს იყო ტიტულთან ანდრია კვაჭაძე, მაგრამ რამდენიმე აშკარად მოგებულ პარტიებში უხეში შეცდომები დაუშვა და შანსი დაკარგა, რომელსაც თამაშით აშკარად იმსახურებდა.

ძალიან მაღალი კონკურსის პირობებში გაიმართა 14 წლიანი ბიჭების ასპარეზობა. აქ შესანიშნავად იასპარეზა ჩვენი გუნდის ლიდერმა მიხეილ აფხაზავამ, რომელმაც მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა და მხოლოდ 05 კოეფიციენყით წააგო პირველი ადგილისთვის ბრძოლა.მეოთხე საპრიზო ადგილზე გავიდა ლევან კომახიძე. სამწუხაროდ არ გაუმართლა  თენგიზ სტურუას, რომელიც თამაშით აშკარად იმსახურებს საპრიზო ადგილს.
რაც შეეხება გოგონებს, ამ გუნდის მეორე ლიდერი მარიამ ჩხაიძე ასპარეზობდა, მარიამმა მისთვის ჩვეული  სტაბილურობით განვლო მთელი ტურნირი და პირველი ადგილისათვის ბრძოლაში მასზე უფროს ძალიან ძლიერ ქობულეთელ ეკატერინე ტიკარაძესთან ყაიმის შემდეგ საპატიო მეორე ადგილს დასჯერდა. მოსწავლეთა შედეგების  მიხედვით შეჯამდა მწვრთნელთა შედეგებიც, კონკურსში 20 გამოცდილი მწვრთნელი მოინაწილეობდა. გამოიყო საუკეთესო ხუთეული. ორივე ლანჩხუთელი მწვრთნელი საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.

პირველი ადგილი ადამ ხუხუნაიშვილი, ლანჩხუთი, 24 ქულა;მეორე - ლეონიდ ნეუროვი, ბათუმი, 22 ქულა;
მესამე - ამირან გუაკანიძე, ქობულეთი, 21 ქულა;
მეოთხე - ნინო წიტაიშვილი, ოზურგეთი, 15 ქულა;
მეხუთე - ტარიელ ხუხუნაიშვილი, ლანჩხუთი, 12 ქულა;
აღსანიშნავია ლანჩხუთის სპორტული ცენტრის (დირექტორი დიტო მარშანიშვილი) ხელმძღვანელობის დიდი ძალისხმევა. ჩვენს მოზარდებს ყველა პირობა შეექმნათ იმისთვის, რომ ეჩვენებინათ ის შედეგი, რაც აჩვენეს. გამოყოფილი იქნა ავტობუსი, რომელიც ორ რეისს ასრულებდა ბათუმში, რათა ბავშვები არ გადაღლილიყვნენ ფესტივალის განრიგში დიდი სხვაობის გამო.
მიმდინარე  წლის  3 სექტემბრიდან თბილისში გაიმართება 8 და 14 წლამდე ასაკის საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშება.
წარმატება ვუსურვოთ ჩვენს მოჭადრაკეებს!

განყოფილება: ---
გადასვლები: 1 069
FACEBOOK კომენტარები