ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ერთი ტურნირი - ორი ჩემპიონი

1-09-2017, 00:00

შესანიშნავად იასპარეზა თეა იმნაძემ, რომელმაც უკანასკნელ გადამწყვეტ ტურში ძალიან დაძაბული და უშეღავათო ბრძოლის შემდეგ დაამარცხა საქართველოს ჩემპიონატის III პრიზიორი დავით ცქიფურიშვილი და დაიკავა მეორე საპრიზო ადგილი.ძალიან ძლიერად ითამაშა გიორგი ფირცხალაიშვილმა, მის მიერ ბოლო ორ ტურში ნათამაშევი ენდშპილი ნამდვილი საჭადრაკო ხელოვნება იყო. საბოლოოდ გიორგი მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა თბილისელ ილია კავკასიძეს და მეორე-მეხუთე ადგილები გაიყო, სამწუხაროდ კოეფიციენტის გამო მან ვერ აიღო საპრიზო ადგილი.ძალიან კარგად იასპარეზა ლევან კომახიძემ, ლევანი ახლახანს ჩაერთო საჭადრაკო ბატალიებში და მიუხედავად კარგად ჩატარებული პარტიებისა გამოცდილების უქონლობის გამო მისი შედეგი ამ ჯერზე მოკრძალებული იყო. თუ იგი ასე მონდომებით გააგრძელებს შრომას, შედეგი ამ ნიჭიერ ყმაწვილს აუცილებლად ექნება.შეჯიბრების ორგანიზატორთა მიერ დაწესებული პრიზებითა და ფულადი ჯილდოთი დაჯილდოვდნენ ლილე, ლიკა და თეა.ბავშვთა მიერ ნაჩვენები შედეგებით ტურნირის საუკეთესო მწვრთნელი გახდა ადამ ხუხუნაიშვილი.გიორგი კილაძე

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები