ათენში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საკმაოდ სერიოზულად იასპარეზა ლანჩხუთელმა გიორგი შოთაძემ (58 კგ). მისი მწვრთნელი გახლავთ ზაზა ღლონტი. გიორგიმ ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ხორვატი ლუკა პრისჰისტალი დაამარცხა ანგარიშით 3:0. ხოლო მერვედფინალურ შეხვედრაში ყირგიზეთის წარმომადგენელს აკულბეკ უტულბეკ ულუს აჯობა 6:3. სამწუხაროდ შემდგომ ეტაპზე უკვე წააგო ინდოელ სონუ სონუსთან. გიორგი მესამე ადგილისთვის იბრძოლებს და იმედია წარმატებას მიაღწევს.
გიორგი კილაძე
ლანჩხუთელი გიორგი შოთაძის გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 793