ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გიორგი შოთაძის ოქრო ბაქოდან

გიორგი შოთაძის ოქრო ბაქოდან
28-04-2016, 00:00

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის, რომელიც Uჭჭ-ს ეგიდით ჩატარდა და მასში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით იღებდა მონაწილეობას. ჩვენი ჭაბუკები 12 მედლით და გუნდური მეორე ადგილი დაბრუნდნენ მეზობელი ქვეყნის დედაქალაქიდან. აზერბაიჯანის ფედერაციის თასზე ჭაბუკების მიერ 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი იქნა მოპოვებული. შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდნენ აზერბაიჯანის, უკრაინის, ბელარუსის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ირანის, ბულგარეთის, რუსეთის, ერაყის, თურქეთის, ყაზახეთის და საქართველოს ნაკრებები. ჩვენი ნაკრების ღირსებას იცავდა ლანჩხუთელი გიორგი შოთაძე, რომელმაც პირველობა ოქროს მედალზე დაასრულა და ბაქოში ეროვნული ჰიმნის თანხმლებით მოხდა მისი დაჯილდოება. გიორგიმ 4 შეხვედრა გამართა, პირველად ირანელ სპორტსმენს ეჭიდავა და იოლად სძლია. შემდეგ ყველა ბრძოლა მასპინძელთან მოუწია. ფინალი იყო ყველაზე დრამატული, მაგრამ გიორგიმ მოახერხა და 4:3 გაიმარჯვა. გიორგის პირველი მწვრთნელი ზაზა ღლონტია, რომელიც მისი შეგირდის წარმატებით ძალიან კმაყოფილია: `ეს ბიჭი თითქმის ყველა შეჯიბრებას იგებს და ჭაბუკთა ნაკრების ღირსეული წევრია. აზერბაიჯანში ჭიდაობა საკმაოდ პოპულარული სპორტია და წარმოიდგინეთ სავსე დარბაზში მასპინძელთან სამჯერ პაექრობა. გიორგი ახალ წონაში გამოვიდა, ის მანამდე 50 კგ-ში ჭიდაობდა, ახლა 55 კგ-ში იასპარეზა. წონის ასეთი ცვლილება რთულია, მაგრამ მან ადაპტაცია კარგად გაიარა და გვასახელა. გიორგიმ ოქროსთან ერთად ფულადი ჯილდოც მოიგო. წინ მსოფლიო ჩემპიონატია, ნაკრების მწრთნელები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. იმედია, ბაქოს შემდგომ იქაც წარმატებული გამოსვლა ექნება და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი იამაყებს მისით~.

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები