რომელშიც 28 ქვეყნის 1200 სპორტსმენი მონაწილეობდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პირველობაზე ევროპის ქვეყნების გარდა, აზიის და აფრიკის რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობდა, საქართველოდან 70 სპორტსმენი, 12 მწვრთნელი და 8 მსაჯი გახლდათ წარდგენილი, მათ შორის გურიიდან 10 კარატისტი. 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო _ ასეთია ჩვენებურთა შედეგიანობა. საქართველოს მასშტაბით კი ჩვენი რეგიონი მოპოვებული მედლებით მეორე ადგილზე გავიდა. ჩვენებურების წარმატების შესახებ კარატე-დოს გურიის ფედერაციის თავკაცი და ევროპის პირველობაზე ერთ-ერთი მთავარი მსაჯი მერაბ თურქია გვესაუბრა:`სამი მედალი ოზურგეთლებმა მოიპოვეს _ ლაშა კოსტავამ I ადგილი აიღო, ავთო ონიანმა _ მეორე, ხოლო გიორგი მამინაიშვილი მესამეზე გავიდა. ლანჩხუთლმა კარატისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს _ ჩვენებურთაგან გიორგი კეჭეხმაძემ ჩინებულად იასპარეზა: ის 16 წლისაა და პირველად გამოდიოდა უფროს ასაკში (18-34 წწ.). ფინალამდე ყველა ორთაბრძოლა მოიგო. პირველი მეტოქე მასპინძელი იყო, რომელიც სუფთად, 8:0 დაამარცხა. შემდეგ იყო აზერბაიჯანელი, ბულგარელი და იორდანელი სპორტსმენების ძლევა და ფინალი, რომელიც საკმაოდ დრამატული აღმოჩნდა. მეტოქე გამოცდილი ტუნისელი სპორტსმენი გახლდათ. საფინალო სირენამდე 17 წამით ადრე ტუნისელი 4:0 იგებდა, გიორგიმ 3 ქულიანი დარტყმა მიაყენა თავში, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. ბრძოლის დასრულებამდე 7 წამი რჩებოდა, 4:3-ს იგებდა მეტოქე. ჩვენებურმა კიდევ ერთი 3 ქულიანი დარტყმა მიაყენა და ჩემპიონი გახდა. თავის ასაკში გიორგის ოქროს მედლისთვის ბრძოლა ქართველთან მოუწია, სადაც გიორგი მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველობა იყო შესარჩევი ეტაპი ეროვნული ნაკრებისა, რომელიც მომავალ წელს კვიპროსში გაემგზავრება, სადაც ასევე ევროპის პირველობა გაიმართება. გიორგიმ ეროვნული ნაკრებში მყარად დაიმკვიდრა ადგილი. ვერცხლის მედალი 12-13 წლიანებში (+56 კგ.) გიორგი ზენაიშვილმა მოიპოვა. მისი გამოსვლით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. ბულგარელთან წააგო ფინალური ბრძოლა. გუგა ივანაშვილმა (14-15 წლიანები, - 57 კგ.) ბრინკაოს მედალი მოიპოვა. მან 3 ორთაბრძოლა მოიგო, შემდეგ ნახერფინალში გადასასვლელი წააგო, მაგრამ ე.წ. დამამშვიდებელში გადაერთო და წარმატებითაც იასპარეზა. საერთო ჯამში 6 ორთაბრძოლა გამართა და აქედან 5 მის სასარგებლოდ დასრულდა. გუგას გამოსვლამ მწვრთნელთა დიდი მოწონება დაიმსახურა და ისიც მიიწვიეს ნაკრებში. ჩვენებურთაგან სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში 3 სპორტსმენია: გიორგი კეჭეხმაძე, გუგა ივანაშვილი და ნიკა ჩხაიძე.~თურქეთიდან ჩამოსულ სპორტსმენებს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე შეხვდა. სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია, შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი კობა ცერცვაძე, გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, მერის მოადგილე კობა დუნდუა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და გურიის რეგიონალური კარატეს ფედერაციის ხელმძღვანელი მერაბ თურქია დაესწრნენ. `ხაზგასასმელია კობა ცერცვაძის თანადგომა და საბოლოოდ სასურველი შედეგის მიღება ამ მეტად ტიტულოვან ჩემპიონატებზე. კობა ცერცვაძე საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების ღირსებას წლების განმავლობაში იცავდა და არის მსოფლიო ჩემპიონი პოლიციელ კარატისტთა შორის. საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის გურიის გუბერნატორს გია სალუქვაძეს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს და გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს კობა ცერცვაძეს. შეხვედრის დასასრულს გუბერნატორს თანადგომისთვის სამახსოვრო თასიც გადასცეს~, - გვითხრა მერაბ თურქიამ. მისივე თქმით, გამარჯვებულ სპორტსმენებს ფულადი ჯილდოები ერგოთ გუბერნატორისგან. `აქვე ვისარგებლებ შემხთვევით და მადლობას გადავუხდი მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბატონ ზაზა ურუშაძეს, რომელსაც რეგიონის ხელმძღვანელობასთან ერთად ჩვენს თურქეთში გამგზავრებაში დიდი წვლილი მიუძღვის~ _ დასძენს მწვრთნელი.
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0