ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი ჭადრაკში და დაუმარცხებელი ნუგზარ გვარჯალაძე

მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი ჭადრაკში და დაუმარცხებელი ნუგზარ გვარჯალაძე
20-11-2015, 00:00

მუნიციპალიტეტის 2015 წლის ჩემპიონატი ჭადრაკში. მასში 3 მწვრთნელი და 7 მოსწავლე მონაწილეობდა. 10 მონაწილიდან (კენჭისყრით მონაწილეები შემდეგი თანმიმდევრობით განლაგდნენ: ადამ ხუხუნაიშვილი, მარიამ დარჩია, ლიკა იმნაძე, თეა იმნაძე, ნუგზარ გვარჯალაძე, გიორგი ფირცხალაიშვილი, ტარიელ ხუხუნაიშვილი, ირაკლი ტუღუში, გიორგი სულაბერიძე, მარიამ ჩხაიძე) 7 მათგანს ფიდეს საერთაშორისო რეიტინგი გააჩნია. ჩემპიონატის მნიშვნელობას ზრდიდას ის ფაქტი, რომ ჩემპიონი პირდაპირ საქართველოს ჩემპიონატის I ლიგის საგზურს მოიპოვებდა. აქედან გამომდინარე პირველობა მეტად საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ჩემპიონატი სტაბილურად, ჩვეულებრივი სიძლიერით ჩაატარა ნუგზარ გვარჯალაძემ, რომელმაც ყველა მეტოქე დაამარცხა და აბსოლუტური შედეგით _ 9 შესაძლებლობიდან 9 ქულით მუნიციპალიტეტის ჩემპიონობა მოიპოვა.ბრწყინვალედ იასპარეზა ლიკა იმნაძემ, რომელმაც 7 ქულით მეორე საპატიო ადგილზე გავიდა და ფაქტიურად ნუგზარისთან ერთად საქარველოს ჩემპიონატის I ლიგაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მესამე-მეოთხე ადგილზე მწვრთნელები: ტარიელ ხუხუნაიშვილი და ადამ ხუხუნაიშვილი გავიდნენ.აღსანიშნავია ჩემპიონატის დებიუტანტების, მოსწავლეების გიორგი სულაბერიძის, 8 წლის მარიამ ჩხაიძის და 10 წლის გიორგი ფირცხალაიშვილის კარგი თამაში, რომლებმაც ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს ჩემპიონატის პრიზიორებს. ბატონი ნუგზარის ორგანიზატორობით წელს მუნიციპალიტეტის 3 მასობრივი ტურნირი ჩატარდა და სამივეში ჩემპიონობა მანვე მოიპოვა.

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები