ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლანჩხუთის ჩემპიონები უმაღლესი ლიგისთვის იბრძოლებენ!!!

ლანჩხუთის ჩემპიონები უმაღლესი ლიგისთვის იბრძოლებენ!!!
18-02-2017, 00:00

ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს წინ უძღოდა შესარჩევი ანუ საკვალიფიკაციო ტურნირები, საიდანაც გასულმა ცხრა ნორჩმა მოჭადრაკემ შექმნა ფინალური ჯგუფი ექვსი ბიჭისა და სამი გოგონას შემადგენლობით. შეჯიბრების პირველ დღეს სამთავე თამაში მოიგო და ვაჟებში დაწინაურდა შვიდი წლის გიგა კვერენჩხილაძე, რომელმაც მესამე ტურის შეხვედრაში დაძაბულ ბრძოლაში მოუგო როგორც შემდეგ აღმოჩნდა მთავარ კონკურენტს - ნიგვზიანელ ლუკა კვირკველიას, რომელმაც მთელი ტურნირი კარგად ჩაატარა, მაგრამ გიგასთან აშკარად ვერ სძლია ემოციებს და დასანანი მარცხი იწვნია. საბოლოოდ ვაჟებში I ადგილი და მუნიციპალიტეტის ჩემპიონობა ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლემ გიგა კვერენჩხილაძემ მოიპოვა (მწვრთნელი ადამ ხუხუნაიშვილი), მეორეზე საბა კვირკველია (მწვრთნელი ტარიელ ხუხუნაიშვილი), ხოლო მესამეზე # 1 საჯარო სკოლის მოსწავლე ირაკლი ჩაგუნავა (მწვრთნელი ნუგზარ გვარჯალაძე) გავიდნენ. პრიზიორებს მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა დათა აფხაზავა. გოგონებში უპირობო ლიდერი ლანჩხუთის გიმნაზიის პირველკლასელი 7 წლის ლილე ფირცხალაიშვილი იყო, რომელმაც დიდი უპირატესობით მოუგო თავის კონკურენტებს. აღსანიშნავია, რომ თამაშის ხარისხით იგი საუკეთესო იყო, როგორც გოგონებში, ასევე ვაჟები და დამსახურებულად გახდა მუნიციპალიტეტის ჩემპიონი. ლილეს მწვრთნელია ადამ ხუხუნაიშვილი. მეორე ადგილი #1 საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ ზენაიშვილმა (მწვრთნელი ნუგზარ გვარჯალაძე), ხოლო მესამე _ #1 საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ ცინცაძემ (მწვრთნელი ადამ ხუხუნაიშვილი) დაიკავეს. მარტის დასაწყისში ქ. ფოთში გაიმართება საქართველოს I ლიგის ჩემპიონატი, სადაც უმაღლესი ლიგის საგზურისათვის იბრძოლებენ გიგა კვერენჩხილაძე, საბა კვირკველია და ლილე ფირცხალაიშვილი.

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები